რელიგია ეპისკოპოსმა ლგბტ მორწმუნეები დალოცა და ბრძანება გასცა მათ მოძღვარი გამოუყოს 2020, 9 ოქტომბერი, 16:57
დრეზდენ-მაისენის კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსმა, ჰაინრიხ ტიმერვერსმა (Heinrich Timmerevers)ისაუბრა ლგბტ მორწმუნეებისადმი მხარდაჭერაზე. იუწყება Deutsche Welle.
”დღეს ერთნაირსქესიანი წყვილი აღიქმება საზოგადოებაში, როგორც ნორმალური მოვლენა, ვთვლი, რომ კათოლიკური ეკლესიისგან აუცილებელია ლგბტ მორწმუნეთა ცხოვრების წესის მეტად აღიარება, პატივისცემა და კეთილგანწყობა. ”- თქვა ტიმერვერსმა. აღნიშნულია, რომ ეპისკოპოსი ცდილობს თავისი სიტყვების საქმით გამყარებას. ამრიგად, მან სპეციალური ბრძანება გასცა, რომ საგანგებოდ გამოყოფილმა მღვდელმა და პასტორმმა ლგბტ თემთან იმუშაოს. გარდა ამისა, იგი პერიოდულად აკურთხებს ერთნაირსქესიან ოჯახებს ბავშვებთან ერთად. ”როდესაც ასეთი ხალხი დგას ჩემს წინაშე და ითხოვს ღვთისგან კურთხევას, ღვთისგან გამხნევებას, როგორ შემიძლია მათზე უარი ვთქვა? -განაცხადა მეუფემ. მან ამასთანავე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამავე დროს მას ავტომატურა არ მოსწინს ყველაფერი, რაც ამგვარ კავშირებში ხდება. მანამდე რომის პაპმა ფრანცისკემ შეხვედრა გამართა ლგბტ თინეიჯერების მშობლებთან, სადაც მან განაცხადა, რომ ღმერთს ყველა მისი შვილი უყვარს. ამავე დროს, პაპმა არ თქვა, რომ ღმერთს უყვარს "ზუსტად ლგბტ ბავშვები", მაგრამ მისი სიტყვებიდან ნათლად ჩანდა, რომ იგი არ აკეთებს გამონაკლისს ჰომოსექსუალ მოზარდებზე. 181 4-ს მოსწონს
|