სხვა აი, როგორ ცხოვრობს უღარიბესი ზიმბაბვეს "ოქროს ახალგაზრდობა“, თმები ყალყზე დაგიდგებათ... 2020, 6 ოქტომბერი, 20:46 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კონგოს შემდეგ, პლანეტის ყველაზე უღარიბესი ქვეყნის ზიმბაბვეს "ოქროს ახალგაზრდობის" სამყაროში, სანამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა მათხოვრულ და უპერსპექტივო ყოფას სჯერდება, მდიდარი ოჯახისშვილები თავს უარს არაფერზე ეუბნებიან და გაღატაკებული თანამოქალაქეების წინაშე კერძო თვითმფრინავებით, იახტებით, ვერცხლის როლს - როისებითა და ოქროს რევოლვერებით თავს ყველანაიარად იწონებენ. მათ ზიმბაბვეს მოსახლეობის ორი მესამედის მსგავსად არც პურის რიგში დგომა უწევთ და არც თვიდან თვემდე თავის გატანაზე ფიქრი უკარგავთ მოსვენებას, რა თქმა უნდა არა... ისინი მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილდებიან, რამდენიმე ათას დოლარად შეფასებულ ალკოჰოლურ სასმელებს მიირთმევენ, საშოპინგოდ კერძო, მოოქროვილი თვითმფრინავებით პარიზსა და დუბაის ელიტურ მაღაზიებს სტუმრობენ, და რაც ყველაზე მთავარია "გადატვირთული" გრაფიკის მიუხედავად დროს სოციალური ქსელებისთვისაც პოულობენ, სადაც მილიონობით გამომწერის წინაშე არც საკუთარი სიმდიდრის დემონსტრირებას ერიდებიან.1679 3-ს მოსწონს |