x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
ცეკვა მტვერში (Dance in the Dust, მოკლე სასიყვარულო რომანი)

image


მესამე თავი


(გაგრძელება, იხ. პირველი ორი თავი) სამ დღეს გლოვობდნენ ახალგაზრდა გრაფის საცოლეს. მეოთხე დღეს კი, ის სასახლეში ჩაასვენეს და შაფტლების საგვარეულო აკლდამაში გადაასვენეს.

— წამოდით, სასახლეში დავბრუნდეთ, ჩემო ბიჭო — უთხრა მოხუცმა ლორდმა ატირებულ ესმონდს — აქ დარჩენას აზრი არა აქვს.

მაგრამ, გრაფი თითქოს გაქვავებული იყო და ადგილიდან არ იძვროდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასახლიდან ყველა სტუმარი წავიდა, ის ლორდ შაფტლისთან ერთად კაბინეტში შევიდა, სადაც დარდის შესამსუბუქებლად კონიაკის სვამდნენ და თან საუბრობდნენ. უფრო სწორედ, ყოფილი სასიმამრო საუბრობდა, ესმონდი კი, მხოლოდ უსმენდა. ის თავისი ქალიშვილის ღირსებებზე ლაპარაკობდა და დროდადრო, მხოლოდ იმისთვის ჩერდებოდა, რომ კონიაკი მოესვა და პირი გაესველებინა. მოხუცი შეშლილივით იქცეოდა, ან იქნე შეიშალა კიდეც, როდესაც 3 დღის წინ, თავისი ქალიშვილის უსიცოცხლო სხეული დაინახა?

— მადლობა ღმერთს, ახალგაზრდა ხართ და სხვა გოგონას პოვნას შეძლებთ, რომელიც თქვენს გულში ჩემი საყვარელი დოროთეას ადგილს დაიკავებს და მემკვიდრეს გაგიჩენთ — დაუფიქრებლად თქვა მოხუცმა შაფტლიმ. მან, ეტყობა, ბევრი დალია და ვეღარ აკონტროლებდა, რას ამბობდა...

— თქვენ შეურაცხყოფას მაყენებთ, სერ. როგორ იფიქრეთ, რომ მე, ჩემს გულში, დოროთის ადგილს სხვისთვის გავათავისუფლებ?!

— ამას ნუ იტყვი, შვილო ჩემო. ადამიანის ნატურა ასეთია — სულიერი ტკივილი და მწუხარება დროთა განმავლობაში ნელდება.

— მე მას არასდროს დავივიწყებ!

— მართალია, არასდროს დაივიწყებთ! მაგრამ, მამაკაცი მარტო ვერ იცხოვრებს. თან, თქვენმა გვირგვინოსანმა ნათლიამ ცოლის მოყვანა ხომ გიბრძანათ?!

— მსგავს რაღაცეებზე ახლა არ ვფიქრობ. — უპასუხა მას ესმონდმა და დაშნის ტარს ხელი ისე ძლიერ მოუჭირა, რომ თითები გაუთეთრდა.

კარგი, — ამოიოხრა მოხუცმა. — ამას დრო გვიჩვენებს...

და მან საუბარი გააგრძელა. ეს აუტანელი მონოლოგი მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ოთახის კარი არ გაიღო და გოგონას ხმა არ გაისმა:

— ბიძია ჩარლზ, დეიდამ გამომგზავნა, ის მასთან შესვლას გთხოვთ.

ამ ხმის გაგონებაზე ესმონდი გაქვავდა. ის ზურგით იჯდა და კარში შემოსულ გოგონას ვერ ხედავდა. მას მოეჩვენა, რომ ეს ხმა დოროთის ეკუთვნოდა. როდესაც გოგონა წავიდა, მან მისი ვინაობა იკითხა.

— ეს მაგდაა. დოროთის დეიდაშვილი. ის, დედასთან და მამინაცვალთან ერთად, ქორწილზე დასასწრებად ჩამოვიდა. — თქვა მოხუცმა შაფტლიმ და ოთახიდან გავიდა.

ესმონდი ფეხზე წამოდგა და კარისკენ მიბრუნდა. მას თვალები დახუჭული ჰქონდა და ისევ იმ ხმაზე ფიქრობდა, რომელიც, როგორც უთხრეს, მაგდას ეკუთვნოდა.

უეცრად, კარი ისევ გაიღო და ოთახში მაგდა შემოვიდა. ესმონდმა თვალები გაახილა და მის წინ მდგარი, ულამაზესი აღნაგობის გოგონა დაინახა, რომელსაც ტანთ სამგლოვიარო კაბა ემოსა. ხოლო, სახეს და თმას, სქელი ვუალი უფარავდა.

— ბიძამ მითხრა, რომ თქვენთვის სამძიმარი პირადად მეთქვა და მის დაბრუნებამდე, აქ დავრჩენილიყავი.

ამ ხმამ, თითქოს, ესმონდი საბოლოოდ გამოიყვანა მდგომარეობიდან... ის, თითქოს, შეიშალა — ადგილს ერთიანად მოსწყდა და კარისკენ გაექანა და თან ისე, რომ კარებში მდგარი მაგდა, კინაღამ, გადააგდო. გოგონა მკვეთრად გადაიხარა, მაგრამ წონასწორობის შენარჩუნება შეძლო. ვუალის ქვემოდან, ის წუხილით ადევნებდა თვალს გაქცეულ გრაფს. მას ასეთი ლამაზი მამაკაცი ადრე ნანახიც კი არ ჰყავდა და მისი ესოდენ უხეში წასვლით, თავი დამცირებულად არ უგვრძნია, რადგან მას უკვე მოსმენილი ჰქონდა, ხმები იმის შესახებ, რომ გარდაცვლილი დოროთის საქმრომ, მწუხარებისგან, საერთოდ დაკარგა თავი.

მაგდა ფანჯარასთან მივიდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ერთ წერტილზე მიშტერებულმა, გაიფიქრა: «რა მშვენიერია, რომ ვიღაცას ასე ძლიერ უყვარხარ! რა მშვენიერია, რომ მამაკაცისთვის, შენ ასე ბევრს ნიშნავ».


მეოთხე თავი


უკვე მოსაღამოვებული იყი, ესმონდი ეკიპაჟში რომ ჩაჯდა და საკუთარი სასახლისკენ აიღო გეზი. მაგრამ, შუა გზაზე ეტლი გააჩერა და ფეხით გავლა გადაწყვიტა. მან 2 მილი ფეხით გაიარა. იმ დროისთვის კი, უკვე კარგად დაბნელდა და წვიმაც წამოვიდა. ღამის წყვდიადში, მისი გაფითრებული სახე კიდევ უფრო თეთრი ჩანდა. ის მინდორში მიდიოდა და შეშლილივით ხარხარებდა. ვინც იმ მომენტში ახალგაზრდა გრაფი ნახა, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, ყველამ პირჯვარი გადაიწერა — რადგან ის, ეშმაკს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს.

სახლში მისული ესმონდი საძინებელში ავიდა, საწოლზე დაეცა და დილამდე არ განძრეულა. ხოლო, მისი ერთგული მსახური გვერდიდან არ მოსცილებია, რადგან გული ცუდს უგრძნობდა.

დილით, მან როგორც კი, თვალი გაახილა, ღვინო მოითხოვა და ახალგაზრდა გრაფმა, ასე ღვინის სმაში, გაატარა რამდენიმე დღე. ბოლოს, მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და ედმონდმმა გონება დაკარგა. დასუსტებულმა გრაფმა საძინებელში კიდევ რამდენიმე დღე გაატარა. ის ექიმის გამოწერილ წამლებს სვამდა, რომელიც უილკინსმა გამოიძახა.

გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და თანდათანობით, ედმონდმა ცხოვრებისკენ დაიწყო შემობრუნება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის სრულად გამოჯანმრთელდა, ეკიპაჟის გამზადების ბრძანება გასცა და ლონდონში გაემგზავრა.

მისი სახლი, დედაქალაქში, სასახლესთან ახლოს მდებარეობდა. ედმონდს იმავე დღეს უნდოდა, თავისი ერთგული მეგობრის, არჩის ნახვა. მაგრამ, ამბავი მოუტანეს, რომ ის შოტლანდიაში გაემგზავრა. ამიტომ, გრაფმა საღამოს გატარება «თეთრი შოკოლადის სახლში» გადაწყვიტა, სადაც ლონდონელი დიდგვაროვნები გულის გადასაყოლებლად და ბანქოს სათამაშოდ იკრიბებოდნენ.

ესმონდი თითქმის ყველას იცნობდა, ვინც იმ საღამოს იქ იყო. ზოგმა ახალგაზრდა გრაფს მიუსამძიმრა კიდეც. მაგრამ, მის უსიცოცხლო სახეს რეაქცია არაფერზე ჰქონდა. ბოლოს, ის მაგიდასთან მივიდა და ხმამაღლა დაიძახა:

— ჩემთან ვინ ითამაშებს?

ახლო-მახლოს მდგომ მამაკაცებს, ერთი ახალგაზრდა კაცი გამოეყო, რომელსაც ტანთ ძალიან ძვირფასი სამოსი ემოსა და ახალმოდური პარიკი ეკეთა. მან გაიღიმა და ხმამაღლა დაიძახა:

— მე ვითამაშებ, მორნბერი.

ესმონდმა მაშინვე იცნო ფილიპ სენტჰილი, რომელიც არაერთხელ ჰყავდა ნანახი, სათამაშო სახლებში. მან სენტჰილს თვალით ანიშნა, ამ მაგიდასთან დავსხდეთო და თამაში დაიწყო...

ესმონდს იმ საღამოს უმართლებდა და მალე, მათი მაგიდის ირგვლივ, ხალხმა დაიწყო შეკრება. ხოლო, ესმონდის გვერდით ოქროს მონეტების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა... ღამის პირველი საათი იქნებოდა, მან მაგიდაზე ბანქო რომ დაყარა და მოწინააღმდეგეს უთხრა:

— როგორც ვატყობ, საერთოდ გაგანადგურეთ, სენტჰილ.

ისინი, თამაშის დროს, სასმელს აქტიურად სვამდნენ. ესმონდზე სასმელს არ უმოქმედია, მაგრამ ფილიპი იმ კატეგორიის ადამიანების ჯგუფს ეკუთვნოდა, მალე რომ თვრებიან. მან თავზე კონტროლი დაკარგა და ესმონდს უპასუხა:

— თქვენ ბანქოში გიმართლებთ, მორნბერი, რასაც ქალებზე ვერ ვიტყვით!

დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა ყველა მიხვდა, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ საუბრით არ დასრულდებოდა...

— თქვენ კონკრეტულად ვინმეს გულისხმობთ? — ჰკითხა გაყინული ხმით მას ესმონდმა.

— მე თქვენი ქორწინების პერსპექტივაზე ვსაუბრობ, მორნბერი. შეიძლება, სულ მალე, საცოლედ, კიდევ ერთი უბედური გოგონა შემოგთავაზონ, რომელიც მისი უდიდებულესობის სურვილს ვერ შეეწინააღმდეგება. შაფტლის ქალიშვილს გაუმართლა და თქვენზე დაქორწინებას გადაურჩა.

ესმონდი ცოტა ხანს გაოგნებული იჯდა. მის თავში ყველა აზრი აირია და ის ბოლოს მიხვდა, რომ ფილიპი მხოლოდ მას კი არა, მის გარდაცვლილ საცოლესაც დასცინოდა. მან ხელი ჰკრა, მის წინ მდგარ მაგიდას, რომელიც გადაბრუნდა და ყველაფერი, რაც მასზე იყო, დაიმტვრა და დაიფანტა.

ამის შემდეგ, ესმონდმა ფილიპი დუელში გამოიწვია, რომელიც მოკლე და დაუნდობელი აღმოჩნდა — ესმონდი ბევრად უფრო კარგი მოფარიკავე იყო. მან მოწინააღმდეგე სულ მალე განაიარაღა... მაგრამ, მისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დუელის დაწყებიდან ერთ წუთში, მისი დაშნის წვერი ფილიპის ყელში აღმოჩნდა და საკუთარი სისხლით დამხვრჩვალი სენტჰილი ძირს დაეცა.

ვინც ამ დუელს თვალს ადევნებდა, ყველამ ერთხმად დაიწყო ძახილი:

— თქვენ ის მოკალით, მორნბერი! თქვენ ის მოკალით!..

ესმონდი გაშეშებული იდგა და იმ ადამიანის გვამს დაჰყურებდა, რომელიც სიცოცხლეს თავად გამოასალმა. მას ნამდვილად არ უნდოდა, რომ ყველაფერი ასე დასრულებულიყო. ის ადგილს უცბად მოსწყდა და გარეთ გავიდა. ცივმა ქარმა ახალგაზრდა კაცი უფრო გამოაფხიზლა.

— ღმერთო, ღმერთო, ეს რა ჩავიდინე?! ეხლა კი ნამდვილად ყველაფერი დასრულდა! — თქვა თავზარდაცემულმა გრაფმა.

როდესაც სახლში დაბრუნდა, მან ერთი მსახური გააღვიძა და ცხენის შეკაზმა უბრძანა. თავად კი, ტანსაცმელი გამოიცვალა, ცხენს მოაჯდა და ლონდონის გარეუბნისკენ გაქუსლა. ერთი, თუ ორი მილის გავლის შემდეგ, ცხენმა ფეხი რაღაცას წამოჰკრა და მხედარი გადმოაგდო.

ესმონდი გარიჟრაჟამდე უგონოდ იწვა, გატეხილი თავიდან წამოსული სისხლის გუბეში. ხოლო, დილით, ის ორმა დომინიკელმა ბერმა იპოვა, რომლებიც კლენფორდის პატარა მონასტრიდან, ბაზარში მიდიოდნენ. მათ დაჭრილი გრაფი მონასტერში გადაიყვანეს, ჭრილობა მობანეს და თავი შეუხვიეს. ესმონდი გონზე მეორე დღეს მოვიდა და ნახევარი წლის მანძილზე, მონასტრის კედლები არ დაუტოვებია.


გაგრძელება იქნება...

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* სიყვარული და სიკვდილი – ლეგენდა 2 დის შესახებ (რატომ „დადის“ სიკვდილი ცელით)
* გარდაიცვალა ადამიანი და მოხვდა ღვთის სამსჯავროზე...
* ცხოვრების წესები დედამიწაზე. ღმერთის საუბარი ანგელოზთან, მისი განკაცების წინ

* გზა ღმერთისკენ

* ცხოვრება ღმერთის კარნახით და ცხოვრების ოქროს წესი

0
77
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0