მოვლენები რიანამ პრეზენტაციაზე გაიხადა ჟურნალისტების თვალწინ და აჩვენა როგორი საცვალი აცვია 2020, 3 ოქტომბერი, 10:18 ![]() 32 წლის პოპულარულმა მომღერალმა რიანამ მუსიკალური კარიერა უკანა პლანზე გადაიტანა და ძირითადი დრო ბიზნესს დაუთმო. ვარსკვლავი წარმატებით ყიდის კოსმეტიკას და ქალის საცვლებს, რომელსაც ხშირად თვითონვე წარმოგვიდგენს ხოლმე. 2 ოქტომბერს მომღერალმა ახალი თამამი კოლექცია წარმოგვიდგინა, "Savage X Fenty Show", რომლის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მოდელები, როგორიცაა ირინა შეიკი, ბელა ჰადიდი, კარა დელევინი და სხვები. მაგრამ მომღერლის გულშემატკივრებს უფრო სხვა რამ აინტერესებდათ. რიანამ თვითონვე ჩაიცვა საკუთარი ნაწარმი და ისე წარსდგა ჟურნალისტების წინაშე, რამაც თაყვანისმცემლები დაამუნჯა. ![]() რიანამ პრეზენტაციაზე მცირე ზომის ქვედა საცვალი და ბადე-კოლგოტის ნაკრები აირჩია. თაყვანისმცემლების სუსტი გული გადაარჩინა მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ ვარსკვლავმა ზემოდან ტყავის ქურთუკი მოიხურა, რითაც რაღაცის დაფარვა მაინც მოახერხა. ![]() "მთელი ცხოვრება ამას ველოდი" "საყვარელო გამომყევი ცოლად, ასე არ შეიძლება" "კანკალმა ამიტანა" ასეთი კომენტარები ახლავს მომღერლის ფოტოებს. თუმცა გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებიც რიანას შემოქმედება უფრო აინტერესებთ და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ელოდებიან მის ახალ ალბომს, რიანამ 2020 წლის მარტში რეპერ PartyNextDoor-თან დუეტში ჩაწერა სიმღერა, თუმცა თაყვანისმცმლებისთვის ეს საკმარისი არ არის. ![]() 107 4-ს მოსწონს
|