x
მეტი
  • 15.07.2024
  • სტატია:135981
  • ვიდეო:351964
  • სურათი:510275
“ინტერნეტ ბიზნესი” მესამე ათასწლეულის განვითარებადი ბიზნესი
imageინტერნეტი, ქსელი, რომელიც ოდესღაც მხოლოდ კვლევით და სასწავლ ჯგუფებს ემსახურებოდა, რომელთა ინტერესები სუპერკომპიუტერებში შეღწევის ჩათვლით მრავალ სხვა ინტერესებსაც მოიცავდა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება საქმიანი ადამიანების სამყაროში.
დღეს ინტერნეტი არა მარტო ყველაზე მაშტაბური და იაფი ინფორმაციული რესურსია, არამედ იგი გვთავაზობს სხვადსხვა საქმიანობის მართვის ფორმათა რეალიზაციებს, მულტიფუნქციურ დამუშავების შესაძლებლობას გლობალური სისტემის ფარგლებში, რაც დროის და მატერიალური ხარჯის ეკონომიას უწყობს ხელს.
ბიზნეს პრაქტიკიდან გამომდინარე კომუნიკაციის ელექტრონული ფორმების გამოყენება საგრძნობლად ამცირებს ორგანიზაციულ, დროით და ბიზნესის მთლიან ინფრასტრუქტურის (რეკლამა, პიარი, შეკვეთების გაფორმება და ა.შ.) ხარჯებს. შედეგად კი მიიღება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ბაზირბულია ინფორმაციის გლობალურ ელექტრონულ გაცვლაზე.
საფოსტო სერვის სააგენტოს E ExactTarget–მა და საკონსულტაციო ჯგუფის E Econsultancy, 2010 წლის კვლევების შედეგად, ამერიკელმა დამკვეთებმა მკვეთრად გაზრდეს თავიანთი მარკეტინგული აქტივობა სოციალურ ქსელებში (70%), შესაბამისად შეამცირეს რეკლამის ბიუჯეტები პრესაში (41%) და რადიოში (36%). გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა თავიანთი ბიუჯეტები გაზრდეს ციფრულ არხებზე, როგორიცაა: სოციალური მარკეტინგი (56%), email-მარკეტინგი (54%) და საძიებო სისტემები (51%).


ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიებისთვის დღითი–დღე მიმზიდველი ხდება ინტერნეტი როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური საშუალება. ისინი ქმნიან საკუთარ ვებ გვერს, ინტერნეტშივე აწყობენ აქციებს, კონკურსებს, აქვთ წარმომადგენლობა სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ურთიერთობენ მომხმარებლებთან და ა.შ.
ინტერნეტშივეა განვითარებადი საძიებო სისტემები (google, yandex, bing, yahoo) რომლებიც დიდ შემოსავლიან კომპანიებად განვითარდნენ, მათგან მნიშვნელოვნად გამოვყოფდი google-ს, რომელიც ამუშავებს უდიდეს პროექტს (Google AdWords–სარეკლამო კომპანია, google adsense–Adwords რეკლამების დისტრიბუცია), რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს სხვადასხვა მოქალაქეს საშუალება ეძლევა გაწევრიანდეს პროექტში და დაარეკლემოს საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება, ან განათავსოს ეს რეკლამები საკუთარ ვებ-გვერდზე და მიიღოს შემოსავლები.ასევე ინტერნეტში გაშვებულია სხვადასხვა პროექტები მაგ: Affiliate Program (პარტნიორული პროგრამები), ონლაინ მაღაზიები, ინფო პროდუქტები, სოციალური ქსელები, რომლებიც აერთიანებენ მილიონობით ადამიანს.


ინტერნეტშივე შექმნილია სხვასხვა სერვისები, რომლებიც კომპანიებს და უბრალო მომხმარებლებს სთავაზობენ ინტერნეტ მომსახურებას (ვებ გვერდის დამზადება, seo მომსახურება, სხვადასხვა აპლიკაციების შექმნა, და უამრავი სხვა მომსახურება ). საერთო ჯამში ინტერნეტი იქცა პროდუქტის შექმნის, შეთავაზების და რეალიზების საუკეთესო საშუალებად.ამრიგად, ისეთი განვითარებადი სფერო არაფერია, როგორიც ინტერნეტ ბიზნესია. იქმნება და იხვეწება პროგრამები, იზრდება შესაძლებლობები. ის რაც გასულ წელს სირთულეს და გარკვეულ პროგრამულ ცოდნას მოითხოვდა, დღეს უკვე საგრძნობლად გამარტივებულია. ამიტომ ინტერნეტში არ არსებობს თეორიები, რომელის გამოყენებაც მომავალ ან რამოდენიმე წლის შემდეგ ეფექტური და ღირებული იქნება, მაგალითად: თუ ჩვენ სტატიკური საიტის შექმნისთვის რამოდენიმე წლის წინ გვჭირდებოდა (html, java script, php, და ა.შ.) პროგრამული ენების ცონდა, დღეს უკვე სხვადასახვა პროგრამული უზრუნველყოფით, ძრავებით და მზა სკრიპტების საშუალებებით ძალიან მატივად შეგვიძლია შევქმნათ პროფესიონალური ვებ–გვერდი.


ინტერნეტ სივრცის ესეთი სწრაფი განვითარება, შესაძლებლობების უსაზღვრო და მრავალფუნქციური ზრდა, საშუალებას გვაძლევს დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ ინტერნეტი არის მესამე ათასწლეულის განვითარებადი ბიზნესი და ვინც ამ სფეროს შესწავლას დაიწყებს დღეს, ის ადვილად შეძლებს ფეხდაფეხ მისდიოს თანამედროვე სამყაროს და ადვილად დაიმკვიდროს თავი მზარდ ბიზნესში.

უილიამ (ბილ) გეიტსი:
“XXI საუკუნეში ორი ბიზნეს მიმართულება განვითარდება, ერთი რომელიც იქნება ინტერნეტში, ხოლო მეორე, რომელიც ბიზნესი არ არის!”



თუ თქვენ გადაწყვეტთ ინტერნეტ ბიზნესის შესწავლას მაშინ გაეცანით შესაბამის სახელმძღვანელოს www.internet-marketingi.com


ავტორი: დავით გრძელიძე
წყარო: http://goo.gl/bzR9n

0
237
შეფასება არ არის
ავტორი:ინტერნეტ მარკეტინგი
ინტერნეტ მარკეტინგი
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0