სხვა სნაიპერი 2012, 8 აპრილი, 16:42 სნაიპერი არის მაღალმომზადებული მებრძოლი, რომელიც სამიზნეს ესვრის შენიღბული პოზიციიდან, ან მანძილიდან, რომელიც მიუწვდომელია რეგულარული ჯარის ქვეითების ცეცხლისთვის. ჩვეულებრივ სნაიპერებს გავლილი აქვთ სპეციალური წვრთნები და აღჭურვილნი არიან განსხვავებული, ზეზუსტი შაშხანებით. სამხედრო სნაიპერები ასევე გაწვრთნილები არიან შენიღბვაში, საველე ეშმაკობებში, ინფილტრაციაში და დაზვერვისა და დაკვირვების ტექნიკაში. ტერმინი “სნაიპერი” პირველად დადასტურდა 1824 წელს, ”შარპშუთერის”(ზუსტი მსროლელი) გაგებით. ზმნა “to snipe” წარმოიშვა 1770 წელს ბრიტანულ ინდოეთში(მაშინდელი ბრიტანეთის კოლონია), სადაც მონადირე – საკმაოდ დაოსტატებული, რომ მოეკლა მოუხელთებელი ბეკასი იწოდებოდა როგორც “სნაიპერი”. ერთ-ერთი პირველი ცნობილი მსხვერპლი იყო რობერტ გრევილი ინგლისელი ე.წ “მრგვალთავიანი” გენერალი, რომელიც მოკლული იქნა 1643 წელს, ლიქფილდის ტაძარში(ინგლისი) დამალული სნაიპერის მიერ.
2011 3-ს მოსწონს
|