x
image
white knight
სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ანალიზი
image
27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი დაპირისპირება დაიწყო. ტრადიციულად ორივე მხარე საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში მოწინააღმდეგეს ადანაშაულებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანული დასახლებების მიმართულებით, სომხეთის პრემიერ-მინიტსტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი ცეცხლი პირველმა აზერბაიჯანულმა მხარემ გახსნა. აღსანიშნავია, რომ ეს 1991-94 წლების სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირებაა. მთელმა მსოფლიომ ნახა ორივე მხარეს განადგურებული ტანკები და დაღუპული სამხედროები.


სახელმწფოების მიზნები ამ კონფლიქტში


აზერბაიჯანის მიზანს წარმოადგენს, საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა. უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში აზერბაიჯანი უზარმაზარ თანხებს ხარჯავს შეიარაღებაში. მისი თავდაცვის ბიუჯეტი 2, 3 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედეგად აზერბაიჯანული არმია თითქმის სრულად აღიჭურვა მოდერნიზებული ტექნიკით და მისი საბრძოლო უნარები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცხადია, აზერბაიჯანი შეიარაღებაზე ამდენ ფულს ტყუილად არ ხარჯავს, მოსახლეობაც უკვე წლებია მოუწოდებს ალიევს, რომ კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას. ამიტომაც, 27 სექტემბერს დაწყებული დაპირისპირება შეიძლება შეფასდეს, როგორც აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღზე კონტროლის აღების მცდელობა. მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. ამისთვის აზერბაიჯანს პირველ რიგში რუსეთის ნეიტრალიზება სჭირდება, რომელიც სომხეთის მოკავშირეა. თუმცა რუსეთის ნეიტრალიზების შემდეგ სომხეთის დამარცხებააცაა საჭირო, რაც ადვილი საქმე არ იქნება.

image


სომხეთის მიზანს ამ კონფლიქტში ყარაბაღზე კონტროლის შენარჩუნებაა. ამიტომ მათ გეგმებში ახალი ომი ნამდვილად არ შედის. სომხეთის არმია ჯერ-ჯერობით, მეტ-ნაკლებად, ართმევს თავს დასახულ ამოცანას და იგერიებს აზერბაიჯანის შემოტევას. უნდა ითქვას, რომ მთიან ყარაბაღში გამაგრებულ სომხურ არმიას ადგილმდებარეობის მხრივ დიდი სტრატეგიული უპირატესობა აქვს, თუმცა აზერბაიჯანელებმა მაინც შეძლეს რამდენიმე სიმაღლის აღება და მნიშვნელოვან პოზიციებზე კონტროლის დამყარება, რითაც შემდგომში უფრო გაუადვილდებათ შეტევის გაგრძელება.

image

რაც შეეხება რეგიონში ორი მნიშვნელოვანი მოთამაშის, რუსეთისა და თურქეთის მიზნებს, უნდა ითქვას, რომ ყარაბაღში ომის დაწყება არც მათ გეგმებზე ასხამს წყალს. თურქეთი სირიაში ომშია ჩაფლული, რომელიც თითქოს დასასრულს უახლოვდება და მაინდამაინც დიდი პრობლემები იქ თურქეთის არმიას არ აქვს, თუმცა ცოტა ხნის წინ თურქეთმა საბერძნეთის ტერიტორიებს დაადგა თვალი და ლამის ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, როცა საბერძნეთის საზღვაო აკვატორიაში თურქეთმა გემები გაგზავნა. ასე რომ ყარაბაღის კონფლიქტით თურქეთი ვერაფერს მოიგებს, წაგებით კი შეიძლება ბევრი წააგოს, თუ კონფლიქტი გაღრმავდა და რუსეთთან აღმოჩნდა ომში ჩაბმული.


image

ანალოგიურად რუსეთისთვისაც დამატებითი თავსატეხია ყარაბაღის კონფლიქტი. რუსეთისთვის სომხეთი ერთგული დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში და ამ ერთგულების ფასად რუსეთიც ყველანაირად ეხმარება სომხეთს. იცავს მას თურქული საფრთხისგან და ეხმარება თანამედროვე შეიარაღებით. ამიტომ თუ კონფლიქტი გამწვავდა და აზერბაიჯანმა წარმატებას მიაღწია, რუსეთი იძულებული იქნება მოკავშირის დასაცავად უფრო მკაცრ ზომებს მიმართოს, თუ ასე არ იმოქმედებს, მაშინ მისი როგორც მოკავშირის იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდება. რუსეთის მოკავშირის, სომხეთის დასუსტება და ტერიტორიების შეკვეცა სამხრეთ კავკასიაში, არც რუსეთის გეგმებში არ შედის.


image

ყველაზე საინტერესო ჩევნთვის საქართველოს მდგომარეობაა. შესაძლოა ჩვენი ქვეყანა ომში მისდაუნებურად აღმოჩნდეს ჩართული. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთიც და სომხეთ-რუსეთიც ერთმანეთს საქართველოს გავლით უკავშირდებიან, რადგან ერთმანეთთან საზღვარი არ აქვთ. თუ რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტს თავის მოკავშირეს მიეხმაროს, ამისთვის მისმა ჯარმა საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს, რაც საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ვერ მოხერხდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო იმ შემთხვევაში გაატარებს სხვა ქვეყნის შეიარაღებას, თუ კი ეს საქართველოს ინტერესებში იქნება. თუ რუსეთი ან თურქეთი გადაწყვეტს ომის შემთხვევაში ჯარები გაატარონ საქართველოზე, მაშინ ნეიტრალიტეტის დაცვა შეუძლებელი გახდება და ორი არჩევანი გვრჩება: ან ნებართვა მივცეთ სხვა ქვეყნის არმიას ჩვენს ტერიტორიაზე გაიაროს, (რითაც ავტომატურად მისი მოკავშირე ვხვდებით) ან მას ომი უნდა გამოვუცხადოთ. ასე რომ საქართველო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ჩვენ ან თურქეთ-აზერბაიჯანის მხარეს მოგვიწევს ომი, ან რუსეთ-სომხეთის. თუმცა მოსახლეობა ზედმეტად რომ არ შევაშინოთ და ცოტა დავამშვიდოთ, ისიც უნდა ითქვას, რომ მოვლენების ასე განვითარების შანსი ძალიან-ძალიან მცირეა. შეიძლება ითქვას 100 000-დან 1. რადგან ამხელა მასშტაბის ომი რეგიონში არც ერთ სახელმწიფოს არ აწყობს.

image





0
537
2-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0