ტენდენციები როგორ გამოვიყურებოდეთ მდიდრულად მცირე დანახარჯით 2020, 2 ოქტომბერი, 11:41 ყველა გოგოს სურს გამოიყურებოდეს მოდურად. ზოგი რაც ძვირიანი შეხვდება ყველაფერს ყიდულობს, მიაჩნიათ რომ მაღალი ფასი მოდურობაზე მიუთითებს. მიმზიდველი ჩაცმულობისთვის მზა რეცეპტი არ არსებობს. უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენი გარეგნობის ნიუანსებს და გამოიყენოთ ხრიკები.
ჩვენ გთავაზობთ ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ მცირე დანახარჯით გამოიყურებოდეთ ეფექტურად და მდიდრულად.
დაივიწყეთ ცნობილი ბრენდების ყალბი ასლები ![]() ჯობს შეიძინოთ ბიუჯეტური ჩანთა, მაგრამ ორიგინალი. გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე გუჩის ან მაიკლ კორსის ასლები, რომლებსაც შეხედვისთანავე ეტობა - ეს ორიგინალი არ არის. გაცილებით გონივრულია გაითვალისწინოთ ტენდენციები და შეიძინოთ მოდური ტანსაცმელი, ვიდრე ბრმად იყიდოთ ცნობილი ბრენდი. შეეჩვიეთ აქსესუარების და ღილების შეცვლას ![]() ყურადღება მიაქციეთ ფერის ტონებს ![]() ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მატერიას ![]() აუცილებელი არ არის ახალი ნივთები შეიძინოთ ![]() შეარჩიეთ კონტრასტული აქსესუარები ![]() მოაწყვეთ გარდერობი ძირითადი ტანსაცმლის გარშემო ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რომელი საგნებია თქვენთვის მთავარი. იქნება ეს თქვენი ქვედაკაბა, ბლუზები, თუ ჯინსები, პულოვერები და ჩექმები - დარწმუნდით, რომ ეს მთავარი ხაზი უმაღლესი ხარისხისაა. შემდეგ მას ნელ-ნელა დაუმატეთ ახალი ელემენტები, რომლებსაც ადვილად დააკავშირებთ არსებულ საგნებთან. მიჰყევით სქემას "2*2" ![]() გარდა იმისა, რომ აქსესუარები ხაზს უსვამენ სტილს და არ იკარგებიან ჩაცმულობაში, ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ისინი ერთმანეთს უნდა უხდებოდეს. შეცდომების თავიდან აცილების უმარტივესი გზაა 2 × 2 წესის გამოყენება. პირველ ფოტოზე ჩანს უმარტივესი ვარიაცია - ჩანთის ფერი და მასალა შერწყმულია ქამრის ფერთან და მასალასთან, ასევე ფეხსაცმლის ტყავის ჩანართთან. მეორე ფოტოზე სქემა უფრო რთულია: სათვალეები შერწყმულია ფორმის ელემენტთან, ქამარზე, სათვალის ფერი კომბინირებულია კაბასა და მანიკურთან, ლითონის ფერი ეხმიანება საათის ჩრდილს. ქუდის მასალა და ტექსტურა აშკარად ხაზს უსვამს ჩანთას. საბოლოო ჯამში, ყველა ეს ელემენტი ქმნის სტილს. 274 1-ს მოსწონს
|