სხვა წყალი, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების კატალიზატორი 2020, 1 ოქტომბერი, 15:49 საქართველო მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის გარდა ხელსაყრელი ადგილმდებარეობისა და სხვა მრავალი უპირატესობისა, გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, რომელთა შორისაა წყალი. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზებით, უახლოეს ათწლეულში სასმელი წყალი კაცობრიობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი გახდება. საქართველო ამ რესურსის ერთ-ერთი უდიდესი მფლობელია და მისი მომავალი ეკონომიკური განვითარება, დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან, კერძოდ, წყლის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ადგილის მოპოვებასთან. ამ სტატიის საშუალებით გვექნება შესაძლებლობა წარმოვაჩინოთ საქართველოსთვის წყლის რესურსის ეკონომიკური სარგებლიანობა.
Georgia compared to other countries is not only famous for its convenient location and many other advantages, but for its natural resources, such as water. This fact is supported by many evidence. The hypothesis of the international scientists is that in the nearest decade the drinking water will become one of the most important resource. Georgia is one of the biggest owner of this resource. Due to that, its economic development should be based on water, in particular finding our place in the world’s trade market. The purpose of this article is to shoe the benefits of Georgia’s water resource in the economic development for Georgia.
მტკნარი სასმელი წყალი ჩვენი ათასწლეულის ყველაზე ძვირი და დეფიციტური ნედლეული იქნება. გაეროს მონაცემებით, დღეს დაახლოებით 2.8 მილიარდი ადამიანი მოკლებულია კარგი ხარისხის სასმელ წყალს. ევროპის მოსახლეობის 80% მარაგდება ზედაპირული წარმოშობის სასმელი წყლით, რომლის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური თვისებები და სისუფთავე არ აკმაყოფილებს სასმელ წყალზე მოთხოვნილებას. ეს გარემოება კიდევ უფრო რთულდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, სამრეწველო და ფეკალური წყლითა და სასოფლო-სამეურნეო ნიტრატებით სასმელი წყლის დაბინძურების შედეგად.მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ბუნებრივი რესურსი არის სასმელი წყალი. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ქვეყანას შეუძლია უდიდესი ეკონომიკური შედეგი მიიღოს. ამ თემასთან დაკავშირებით პროექტის „წყალი ეროვნული სიმდიდრეა“ ავტორმა და მეცნიერმა პაატა გიორგაძემ განაცხადა, რომ საქართველო ახლო მომავალში უნდა გახდეს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მისი მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ქვეყანა. მან წყლის რესურსული პოტენციალის კვლევა იმ მიზნით დაიწყო, რომ დაახლოებით 3-4 მილიარდი ადამიანი სასმელი წყლის მკაცრი დეფიციტის ზონებშია მოქცეული და ბუნებრივი სასმელი წყლის კრიზისს განიცდის. შესწავლილი მონაცემების საფუძველზე, გიორგაძის ვარაუდით, საქართველოს წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი ტონა სასმელი წყლის გატანა და გაყიდვა შეუძლია, რაც ეჭვგარეშეა რომ საქართველოს შემოსავალს საკმაოდ გაზრდის.„ჩვენ წლების მანძილზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამერიკულ და ევროპულ მსხვილ საფინანსო კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან 3 მილიარდი დოლარი გამოყონ, იმ შემთხვევაში, თუ ნახავენ, რომ ხელისუფლება მზად არის განახორციელოს სასმელი წყლის ინდუსტრიის შექმნა“, – ამბობს გიორგაძე. ამ შემთხვევაში ცხადია რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა და მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებას დაიწყებს. უნდა აღინიშნოს ისიც რომ, საქართველო ხასიათდება მსოფლიო მნიშვნელობის, ევროპაში უმსხვილესი მიწისქვეშა მტკნარი მინერალური წყლის მარაგებით, თუმცა საყურადღებოა რომ მათი გამოყენება სრულიად უმნიშვნელოა-0, 01%-ზე ნაკლები. უფრო მეტიც, ისეთ ქალაქებში, როგორიცაა, მაგალითად, ქუთაისი, თელავი, ბათუმი და სხვა, რომლებიც მდებარეობენ სტრატეგიული მარაგების მქონე წყლის არტეზიული აუზების სიახლოვეს, მოუგვარებელია კომუნალური წყალმომარაგების პრობლემა. ეს ფაქტი რა თქმა უნდა კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. ფაქტობრივად შეუძლებელია რომ ისეთმა ქვეყანამ რომელიც საკუთარ მოსახლეობას სათანადოდ ვერ/არ ამარაგებს სასმელი წყლით მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა შეძლოს. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოში. ნუთუ ვერ უნდა შევძლოთ ქართული მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩვენთვის მომგებიანად გამოყენება, რომლებიც ხასიათდება არაჩვეულებრივი ქიმიური შემადგენლობითა და ბაქტერიოლოგიური სისუფთავით. საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილიში(იხ. ცხრილი 1)
საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგები ცხრილი 1
![]() 119 შეფასება არ არის
|