x
image
მე-ლანქოლიკი
როგორ გავიყუჩოთ ტკივილი 10 წუთში
ემოციური თერაპია ძალიან საინტერესოა. მას შეუძლია მარტივად და ეფექტურად დაგაღწევინოთ თავი უსიამოვნო მდგომარეობიდან, მათ შორის გაგიყუჩოთ ფიზიკური ტკივილი.

image

ჩვენი ფსიქიკა გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე წარმოგვიდგენია. პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს.

რა უნდა გააკეთოთ?


თუ ფიზიკური ტკივილი გაწუხებთ, შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ გამოიყურება ეს ტკივილი. თუ სურათის წარმოდგენა გიჭირთ, იგრძენით მისი ხმა ან სუნი.

დაუთმეთ საკუთარ თავს 3-5 წუთი და კონცენტრირდით ამ წარმოსახვაზე, სურათზე, ხმაზე ან სუნზე. თქვენ მხოლოდ უნდა დააკვირდეთ ამ სურათს. არ არის საჭირო მისი გარდაქმნა ან წაშლა სცადოთ. უბრალოდ დააკვირდით, შეინახეთ გონებაში და თქვენი ცნობიერების ფოკუსირება მოახდინეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

ამ შემთხვევაში, თვითონ სურათს შეუძლია შეიცვალოს: გაზრდა, შემცირება, გარდაქმნა ან გაქრობა, რასაც ხშირად თან ახლავს ტკივილისგან გათავისუფლება და მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

ზოგჯერ, ამ ტექნიკის შესრულებისას, შეიძლება გამოსახულება გარდაიქმნას ან ახლები გამოჩნდეს, რომლებზეც იგივენაირად უნდა იმუშაოთ - უბრალოდ დააკვირდეთ.

თუ სურათი არ გაქრება და ტკივილიც არ გაივლის, ეს შეიძლება მიუთითებდეს უფრო ღრმა პრობლემაზე, რომლის დაძლევაც ფსიქოთერაპევთის დახმარებითაა შესაძლებელი.

ასევე, ეს ტექნიკა არანაირად არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ, პირველ რიგში, რჩევისთვის უნდა მიმართოთ ექიმს და გამორიცხოთ რთული პათოლოგიები.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0