x
image
ღიმილიანი
სამკურნალო მცენარე გინკგო ბილობა - ნაყენის მომზადება, სასარგებლო თვისებები და რა უნდა ვიცოდეთ მისი მიღებისას
უხსოვარი დროიდან მცენარეები ეფექტურად გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში. საუკუნეების განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის წიაღში გროვდებოდა ცოდნა მცენარეების სამკურნალო თვისებების შესახებ. ალტერნატიულ მედიცინას თანამედროვე დასავლური სამყარო არ აღიარებს, მაგრამ თუ სამედიცინო თემატიკის უცხოურ საიტებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მცენარეული ნაყენებით მკურნალობა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება და ტრადიციულ, მცენარეულ სამკურნალო საშუალებებზე გლობალური მოთხოვნა იზრდება.


წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სამკურნალო მცენარეებს, მათ ძირითად სარგებელს და ასევე ინფორმაციას მათი უსაფრთხოების შესახებ.


მესამე მცენარე, რომელზეც სტატიაში მინდა გესაუბროთ გინკგო ბილობაა, ასევე ცნობილია როგორც უბრალოდ გინკგო, არის სამკურნალო მცენარე, რომელიც მიიღება რელიქტური, უძველესი ხისგან.


image



მის სამშობლოდ ჩინეთი მიიჩნევა და ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა სამკურნალოდ. იგი დღემდე რჩება ყველაზე გაყიდვად მცენარეულ დანამატად მედიცინაში, რადგან ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია.

თესლსა და ფოთლებს ტრადიციულად იყენებენ ჩაისა და ნაყენის დასამზადებლად, მაგრამ მედიცინაში მკურნალობის დროს უმეტესწილად გამოიყენება მისი ფოთლის ექსტრაქტი კაფსულების სახით.

სრულიად უსაფრთხოა მისი ნედლი ხილისა და შემწვარი თესლის საკვები სახით მიღება. თუმცა, თესლის ზედმეტი რაოდენობით მიღება შეიძლება მომწავლავი აღმოჩნდეს.

როგორც ამბობენ, გინკგო მკურნალობს დაავადებების ფართო სპექტრს, მათ შორის: გულის დაავადებებს, მეხსიერების, შაკიკის, სმენის პრობლემებსა და სექსუალურ დისფუნქციას.

გინგკოს ექსტრაქტით მკურნალობას, რამდენიმე კვლევის თანახმად, ჰქონდა დადებითი ეფექტი: ართრიტის, ნაწლაური დაავადების დროს, ასევე კიბოს უჯრედების შესაჩერებლად.



წარმოგიდგენთ მცენარის შესაძლო 7 სასარგებლო თვისებას:

1. აფერხებს ანთებით პროცესებს

2. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და გულის მოქმედებას

3. ამცირებს ფსიქოლოგიურ დარღვევებს

4. აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს

5. ამცირებს შიშსა და მღელვარებას

6. მკურნალობს დეპრესიას

7. კარგია მხედველობისთვის

8. კურნავს თავის ტკივილისა და შაკიკს


ნაყენის მომზადების წესი მარტივია:

მიიყვანეთ ადუღებამდე ნახევარი ლიტრი წყალი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ადუღებულ წყალს დაუმატეთ გინკგო ბილობას გამხმარი ან სუფთა ნედლი ფოთლები (1 სუფრის კოვზი), გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და ისიამოვნეთ ჩაის ნაყენით.

გინკგო ბილობას ჩაის აქვს საკმაოდ ნაზი გემო და კარგი, დელიკატური და რბილი არომატი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი გემოვნებით.


პოტენციური გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის რევა, საჭმლის მონელების პრობლემები, კანის გამონაყარი და ზოგ შემთხვევაში, გარკვეულ მედიკამენტებთა ურთიერთქმედებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.


გაფრთხილება: მიუხედავად იმისა, რომ
გინკგო გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, არ ასებობს საკმარისი თანამედროვე კვლევები მისი ეფექტურობის შესახებ, ამიტომ მისი ექსტრაქტის სახით მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ასევე მედიკამენტურუად მიღება აკრძალულია ორსულებისთვის და მეძუძური დედებისათვის, და მათთვის, ვინც მოიხმარს ანტიდეპრესანტებს.





სამკურნალო მცენარე ექინაცეა - ნაყენის მომზადება, სასარგებლო თვისებები და რა უნდა ვიცოდეთ მისი მიღებისას


image




სამკურნალო მცენარე ჟენშენი - ნაყენის მომზადება, სასარგებლო თვისებები და რა უნდა ვიცოდეთ მისი მიღებისას


image





0
169
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0