მალე აცივდება, ხელთათმანების სეზონი მოდის, თუმცა ეს ფრჩხილების მოვლის შეწყვეტას უკვე აღარ ნიშნავს. თანამედროვე მოდაში ფრჩხილების სილამაზეს სეზონი არ აქვს.
წარმოგიდგენთ სპეციალისტების მოსაზრებების მიხედვით შედგენილ სიას. რომელი მანიკური გადავიდა მოდიდან და როგორია ტენდენციები.
მოცულობითი გაფორმება
ბევრ სალონში ახლაც მოთხოვნადია მოცულობითი ლაქი, ასე ვთქვათ ქანდაკიდებური გაფორმებებით. თუმცა ეს მოდაში აღარაა.
სხვადასხვა ფერის ფრჩხილები
![ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა -
მანიკურის ტენდენციები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020093011145061573.jpg)
ცისარტყელა ფრჩხილები მოდაში დაახლოებით ათი წლის წინ იყო. ეფექტურად გამოიყურება, თუმცა ახლა ერთ მკვეთრ ფერს გირჩევთ. მაგალითან ნარინჯისფერი ახლა შემოდის მოდაში.
მსხვილი ბრჭყვიალები
![ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა -
მანიკურის ტენდენციები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020093011162461573.jpg)
თუ ადრე ისმევდით მსხვილ. დიდ ბრჭყვიალებს, ახლა უპოირატესობა მიანიჭეთ უფრო წვრილს და ნაზს, თან ერთ ფრჩხილზე.
თვლები
![ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა -
მანიკურის ტენდენციები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020093011182961573.jpg)
მდიდრულად გამოიყურება, თუმცა მოდაში აღარ არის, თან ხშირად რარაცას გამოედება და ცვივა ხოლმე. თუ თვლები მოგწონთ, აირჩიეთ მინიმალისტური სტილი.
სტიკერები
![ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა -
მანიკურის ტენდენციები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020093011201661573.jpg)
ახლა მოდაში მინიმალიზმი და ინდივიდუალიზმია. უარი თქვით სტიკერებზე და აირჩიეთ სადა, ხელით მოხატული ლაქი.
გარდამავალი ლაქი
![ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა -
მანიკურის ტენდენციები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020093011223061573.jpg)
ამ სტილს უკვე ძველმოდური შეიძლება ვუწოდოთ. როგორც ცისარტყელის შემთხვევაში, აქაც ერთ, ეფექტურ ფერს გირჩევთ.
მთვარისებური
![ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა -
მანიკურის ტენდენციები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020093011242661573.jpg)
2000-იანების შემდეგ საკმაოდ მოძველდა. მის შემცვლელად შეგიძლიათ აირჩიოთ წერტილები ფრჩხილის ძირებში, ან პატარა გეომეტრიული ფიგურები.
შავი ფრანგული ლაქი
![ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა -
მანიკურის ტენდენციები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020093011262761573.jpg)
სილამაზის სალობენში ახლაც ხშირად შემოგთავაზებენ ამ სტილს, თუმცა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ფრჩხილები ლაქის მიღმა გასაწმენდია. აი, სტანდარტული ფრანგული ლაქი კი მოდიდან არასდროს გადავა.
მუქი მატოვი
![ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა -
მანიკურის ტენდენციები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020093011282861573.jpg)
ადვილად ლაქავდება და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. თუმცა არ არის აუცილებელი მუქი ლაქი დათმოთ. შემცვლელად პრიალა შავ ფრჩხილის ლაქს გირჩევთ.
წვეტიანი ფრჩხილები
![ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა -
მანიკურის ტენდენციები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020093011301361573.jpg)
ერთ დროს ნამდვილად მოთხოვნადი იყო, თუმცა ახლა ჯობია ოდნავ დაიმოკლოთ და სხვა ფორმა მისცეთ. ასე თქვენი ფრჩხილები მტაცებლის თათს აღარ ემსგავსება.
დიზაინი ასოებით
![ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა -
მანიკურის ტენდენციები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020093011313061573.jpg)
ესეც ნამდვილად ძალიან მოძველდა. აქაც სადა, გეომეტრიულ ფიგურებს გირჩევთ.
დაგრძელებული ფრჩხილები
![ის რაც უკვე მოდიდან გადავიდა -
მანიკურის ტენდენციები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020093011323161573.jpg)
როგორც გითხარით მოდაში მინიმალიზმია, სისადავე. დროა შეიმოკლოთ დაგრძელება და უპირატესობა მიანიჭოთ მოკლე ფრჩხილებს.