საქართველო იქმნება უსამართლო უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატებისთვის - ISFED ნანუკა ჟორჟოლიანზე 2020, 29 სექტემბერი, 16:22 არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში, სხვა თემებთან ერთად, საუბარია „მთავარი არხის“ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მაჟორიტარობის კანდიდატობაზე. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ჟორჟოლიანი სხვა კონკურენტებთან შედარებით უპირატეს გარემოში აღმოჩნდა. მათ შეშფოთებას ის გარემოება იწვევს, რომ სხვა კანდიდატებთან შედარებით ჟორჟოლიანს კვირაში რამდენიმე საათი უფასო საეთერო დრო დამატებით დაეთმობა, რაც მოქმედი სააკრჩევნო კოდექსის დარღვევაა. ორგანიზაციის აზრით, კანდიდატის საქმიანობიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლო უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატებისთვის. ამის მაგალითია ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ არც წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს არ შეაჩერებს საკუთარ საავტორო გადაცემებს. ცნობილია, რომ „სხვა ნანუკას“ გარდა იგი ამზადებს და უძღვება გადაცემა „სპორტი დიდ ქალააქში“ და სოციალური თოქშოუ „თქვენი ხმა“, რომელიც რეგიონების მოსახლეობის გამოკითხვას ითვალისწინებს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკიც. ISFED-ის ანგარიში 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, მოცემულ პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13; არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კაპმანიაში მონაწილეობის – 8; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში. ამას გარდა, ნანუკა ჟორჟოლიანი არასოდეს მალავდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი ახლო მეგობარია. . * * * კანდიდატების წარდგენის ცერემონია 23 სექტემბერს კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შედგა. პოლიტიკური სუბიექტი „ძალა ერთობაშია“, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა, წყალტუბოს საარჩევნო ოლქში ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს წარადგენს. ამის შესახებ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. სწორედ წყალტუბოდანაა ჟორჟოლიანის ოჯახი და იქვე გაიზარდა ცნობილი ტელესახე. . ის, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკური სიმპათიები მიხეილ სააკაშვილის გუნდის მისამართით იხრება, ეს ქართული საზოგადოებისთვის არახალია. თუმცა, ეს ტელეწამყვანის პირველი პოლიტიკური განაცხადია. . 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის გუნდი კანდიდატებს მხოლოდ 25 ოლქში ასახელებს და 5 ოლქს დანარჩენ ოპოზიციას უთმობს. 120 შეფასება არ არის
|