არქიტექტურა მსოფლიოს ყველაზე საშიში ეკლესია 2020, 29 სექტემბერი, 16:26
საშინელი შიშისა და დაუცველობის გრჩნობა. ბნელი შენობა, რომელიც გარშემორტყმულია სასაფლაოთი, ჭრიალა იატაკი და სიცივე. შიგნით შედიხართ და ხედავთ მოჩვენებებს - ნახევრად ბნელი ეკლესია სავსეა თეთრი ფიგურებით, რომელთაც დაკავებული აქვთ მთელი სივრცე, შესასვლელიდან საკურთხევლამდე. ისინი სხედან სკამებზე, დგებიან დერეფანში და კედლებთან, დგანან ამბიონის მახლობლად და სახეების ნაცვლად შავი უძირო ხვრელები გიყურებთ, ეკლესიაში დგას ყრუ სიჩუმე, მაგრამ ამ "სიჩუმის ხმა" ყველაზე დიდ აფეთხებაზე უფრო ძლიერია.
1352 წელს აშენებულმა ჩეხეთის სოფელ ლუკოვას წმინდა გიორგის ეკლესიამ თანდათან დაიწყო ნგრევა XX საუკუნის 60-იან წლებში. ნგრევის მიზეზი სახურავის ჩამონგრევა გახდა, რაც ერთ – ერთი სამგლოვიარო ცერემონიის დროს მოხდა. სარემონტო თანხა ვერ მოიძებნა, ადგილობრივებს კი გულწრფელად სჯეროდათ, რომ წმინდა ადგილი დაწყევლილი იყო. მას შემდეგ ცოტა ვინმე თუ იხედებოდა შენობაში. ადგილობრივმა მხატვარმა იაკუბ ხადრავამ ძველ ისტორიულ ნაგებობაზე ყურადღების მიქცევის მიზნით ნანგრევები ხელოვნების ობიექტად აქცია. მდუმარე, უმოძრაო თეთრი სილუეტები ახლა მრევლის სკამებზე სხედან. ფიგურები გამოსახავენ სუდეტის გერმანელების მოჩვენებებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელში ცხოვრობდნენ და ამ ეკლესიაში ყოველ კვირას მოდიოდნენ. ამ ნამუშევრით ხადრავას სურს მსოფლიოს აჩვენოს, რომ ამ ადგილს აქვს ისტორია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ხალხზე. სულები ერთდროულად გაშინებთ და გხიბლავთ. თეთრი მოჩვენებების წყალობით, ეკლესია პოპულარული გახდა არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ ტურისტებშიც. ექსკურსიებიდან შეგროვებული თანხით ეკლესია შეკეთდება. ჯერჯერობით არავინ იცის, დარჩებიან სულები ეკლესიაში მისი აღდგენის შემდეგ, თუ სამუდამოდ გაქრებიან. 371 10-ს მოსწონს
|