სიახლეები სამკურნალო მცენარე ჟენშენი - ნაყენის მომზადება, სასარგებლო თვისებები და რა უნდა ვიცოდეთ მისი მიღებისას 2020, 29 სექტემბერი, 2:48 უხსოვარი დროიდან მცენარეები ეფექტურად გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში. საუკუნეების განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის წიაღში გროვდებოდა ცოდნა მცენარეების სამკურნალო თვისებების შესახებ. ალტერნატიულ მედიცინას თანამედროვე დასავლური სამყარო არ აღიარებს, მაგრამ თუ სამედიცინო თემატიკის უცხოურ საიტებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მცენარეული ნაყენებით მკურნალობა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება და ტრადიციულ, მცენარეულ სამკურნალო საშუალებებზე გლობალური მოთხოვნა იზრდება.
წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სამკურნალო მცენარეებს, მათ ძირითად სარგებელს და ასევე ინფორმაციას მათი უსაფრთხოების შესახებ. მეორე მცენარე, რომელზეც სტატიაში მინდა გესაუბროთ ჟენშენია, იგივე „სიცოცხლის ფესვი“, სიტყვასიტყვით „ადამიანი-ფესვი“. ჟენშენი ხშირად გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ანთების შესამცირებლად, იმუნიტეტის ასამაღლებლად, ტვინის მუშაობისა და ენერგიის დონის ასამაღლებლად. ჟენშენის რამდენიმე ჯიშიდან ორი ყველაზე პოპულარულია, ესენია აზიური (Panax ginseng) და ამერიკული ტიპები - (Panax quinquefolius.) ამ სამკურნალო მცენარის ფესვებს ამზადებენ ჩაის სახით და შეიძლება დაემატოს თქვენს დიეტას ექსტრაქტის, კაფსულის ან ფხვნილის სახითაც. ჩაის მომზადება მარტივია - ახლადდაჭრილ ჟენშენის ფესვს(ერთი სუფრის კოვზს) დაამატეთ ძალიან ცხელი წყალი და არა ადუღებული ( ნახევარი ლიტრი ) და გააჩერეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი გემოვნებით. წარმოგიდგენთ მცენარის 7 სასარგებლო თვისებას: 1. იგი ძლიერი ანტიოქსიდანტია და ამცირებს ანთებას 2. ტვინის ფუნცქიების დარღვევის დროს შესაძლოა იმოქმედოს დადებითად 3. ამცირებს ერექციულ დისფუნქციას 4. აძლიერებს იმუნიტეტს 5. აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდასა და წარმოქმნას 6. კარგად მოქმედებს როგორც დაღლილობის, ისე სტრესის მოსახსნელად 7. აბალანსებს გლუკოზას მიუხედავად იმისა, რომ მცენარეს საუკუნეების განმავლობაში სამკურნალოდ იყენებდნენ, მისი ეფექტურობის შესახებ თანამედროვე კვლევები მწირია. რამდენიმე სინჯარასა და ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, მისი უნიკალური ნაერთები, რომლებსაც გინზენოზიდები ეწოდება, გამოირჩევა ნეიროპროტექტორული, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიდიაბეტური და იმუნიტეტის ასამაღლებელი თვისებებით. ამავე კვლევას თუ დავუჯერებთ, ჟენშენი უსაფრთხოა და არ უნდა ჰქონდეს რაიმე სერიოზულ უარყოფითი შედეგი. ამასთან, დიაბეტის მქონე ადამიანებნა უნდა აკონტროლონ სისხლში შაქრის დონე, რათა უზრუნველყონ, რომ ეს დონე ძალიან არ დაიწიოს. მისმა მიღებამ ასევე შეიძლება შეამციროს ანტიკოაგულანტული პრეპარატების ეფექტურობა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხოების საკმარისი კვლევების არარსებობის გამო, ჟენშენი არ არის რეკომენირებული ბავშვებისთვის ან ქალებისთვის, რომლებიც არიან ორსულად ან არიან მეძუძური დედები. ჟენშენი სამკურნალოდ უნდა მიიღოთ 2-3 კვირიან ციკლში, ერთი ან ორი კვირის შესვენებით. ხოლო განტვირთვისათვის კვირაში სამჯერ არის რეკომენდირებული. გაფრთხილება: არსებობს მტკიცებულებები, რომ ჟენშენის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მისი ეფექტურობა და მხოლოდ მოკლევადიანი გამოყენება ითვლება უსაფრთხოდ. პოტენციური გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, ძილის გაუარესება, საჭმლის მონელების გაძნელება. სამკურნალო მცენარე ექინაცეა - ნაყენის მომზადება, სასარგებლო თვისებები და რა უნდა ვიცოდეთ მისი მიღებისას535 3-ს მოსწონს
|