სხვა „რა ფეხზე ადექი“ - რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? 2020, 28 სექტემბერი, 18:10 მრავალ მიზეზზეა დამოკიდებული ჩვენი გუნება-განწყობილება: ჯანმრთელობაზე, ძილზე, ასაკზე, სტრესზე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე და ამინდზეც კი. ზოგს შეუძლია მისი მართვა, ზოგს - არა. ჩვენ ვამბობთ „ჩემი განწყობა“. და თუ მე მეკუთვნის რამე, ხომ ჩემი ნებაა მას როგორც მინდა ისე მოვეპყრო?! მაშინ, რატომ ვექცევით ხშირად „ჩვენი“ ფსიქიკური მდგომარეობის ტყვეობაში?
იმის მაგივრად, რომ ისწავლონ საკუთარი განწყობის და თავის მართვა, ადამიანები თავიანთ შეცდომებს, კონფლიქტებს, გაფუჭებულ ურთიერთობებს, „ცუდ განწყობაზე“ ყოფნას მიაწერენ.
ჩვენი ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ გარშემო არსებულ გარემოებებს ვადანაშაულებთ იმის მაგივრად, რომ ჩვენი ძალისხმევა და პასუხისმგებლობა გავაძლიეროთ. მაგალითად, არ გაგვიმართლა იმიტომ, რომ გზაზე შავმა კატამ გადაგვირბინა. ან, უფრო უარესი - ქალი შეგვხვდა ცარიელი სათლით! თუ გამგზავრების წინ არ „ჩამოჯექი“- მორჩა, უბედურება გელის. ფული საღამოს გაეცი? არავითარ შემთხვევაში! დაგავიწყდა რამე და სახლში შებრუნდი? არავითარ შემთხვევაში! ასეთი ბედი ეწია ჩვენს კიდურებსაც. ზოგი ცრურწმენის მიხედვით, ადამიანის მარცხენა ნაწილი „ცუდად“ ითვლება, ხოლო მარჯვენა - „კარგად“. მარცხენა მხარე ბნელი ძალების ყურადღების ობიექტია, მარჯვენა - ნათელი ძალების. სწორედ ამიტომ მარცხენა ფეხიც დაადანაშაულეს იმაში, რომ ადამიანს ცუდი გუნება-განწყობილება დაეუფლა.
რა თქმა უნდა, დილით საწოლიდან ადგომისას შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ პირველად იატაკას სწორედ მარჯვენა ტერფი შეახოთ. მაგრამ, თუ მოულოდნელად ბნელი ძალები დაგესხათ თავს და თავდაპირველად მაინც მარცხენა ფეხი გადმოდგით - ნუ დაღონდებით, უბრალოდ, ისევ შეძვერით საბანის ქვეშ და წამოდექით, ოღონდ უკვე მარჯვენა ფეხით. გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას! იხილეთ ასევე:იმისთვის, რომ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა, წერს Dobr rady a npady. თუმცა, სხეულის მდგომარეობაზე დაკვირვება ექიმთან დაგეგმილ ვიზიტამდეც უნდა მოხდეს. ამისთვის არსებობენ დამოუკიდებელი ტესტები, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული როდესაც ადამიანთან ურთიერთობას იწყებ, სანამ ცოლად გაჰყვები, ცდილობ, რაც შეიძლება კარგად გაიცნო. სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე ქორწინება განქორწინებით სრულდება. თუ თქვენ უკვე გადატანილი გაქვთ განქორწინება, სავარაუდოდ, თქვენც გამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ისეთი იდეალური... ცხოვრება- ეპიზოდების და მომენტების არაპროგნოზირებადი ჯაჭვია, რომლებიც არასოდეს განმეორდება, წერს пишет Awareness Act. ერთნი ამჯობინებენ არ გარისკონ, სხვები კი პირიქით, სიამოვნებას ღებულობენ ექსტრემისგან. რაც არ უნდა ეცადოთ ცხოვრება გააკონტროლოთ, ის ადრე თუ გვიან სიურპრიზს მაინც მოგართმევთ. ასეთ მომენტებში მეტი თქვენ ალბათ ბევრი რამ გსმენიათ გათვალვაზე, რამაც მის მსხვერპლ ადამიანს შეიძლება სხვადასხვა უბედურება მოუტანოს, წერს пишет Oh Yee A! თუ თქვენ გჯერათ თვალის, ეს სტატია მოგიყვებათ, როგორ გამოვავლინოთ და გავანეიტრალოთ ის. როგორ აღმოვაჩინოთ თვალი. Oh Yee A! გათვალვის გამომჟღავნე. შეიძლება ეს ძალიან რთული იყოს ( შენ სამუდამოდ დარჩები ჩვენს გულებში, ორცხობილას კალათავ), მაგრამ შემდეგ მადლობას იტყვით ამ გმირული საქციელისთვის. სამზარეულო - სახლის გულია და მნიშვნელოვანია მისი ჯანსაღად შენარჩუნება. ყველა კუნჭულიდან გამოყარეთ ის ნივთები, რომელიც მტვერს აგროვებს და ადგილს იკავებს _ მიკრობების, ტარაკანების და მათი მსგავსი არსებე... 315 9-ს მოსწონს
|