სიახლეები სამკურნალო მცენარე ექინაცეა - ნაყენის მომზადება, სასარგებლო თვისებები და რა უნდა ვიცოდეთ მისი მიღებისას 2020, 27 სექტემბერი, 22:25 უხსოვარი დროიდან მცენარეები ეფექტურად გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში. საუკუნეების განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის წიაღში გროვდებოდა ცოდნა მცენარეების სამკურნალო თვისებების შესახებ. ალტერნატიულ მედიცინას თანამედროვე დასავლური სამყარო არ აღიარებს, მაგრამ თუ სამედიცინო თემატიკის უცხოურ საიტებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მცენარეული ნაყენებით მკურნალობა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება და ტრადიციულ, მცენარეულ სამკურნალო საშუალებებზე გლობალური მოთხოვნა იზრდება.
წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სამკურნალო მცენარეებს, მათ ძირითად სარგებელს და ასევე ინფორმაციას მათი უსაფრთხოების შესახებ. პირველი მცენარე, რომელზეც სტატიაში მინდა გესაუბროთ ექინაცეაა. ექინაცეა ერთ-ერთი უნიკალური სამკურნალო მცენარეა და რეკომენდირებულია, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის, ისე ბავშვებისათვის 2-3 წლის ასაკიდან. მცენარის სამშობლოდ ჩრდილოეთ ამერიკას ასახელებენ და აქვე უნდა იცოდეთ, რომ მისი ცხრა სახეობიდან, მხოლოდ 3 სახეობაა მედიცინისთვის ღირებული. ესენია: Echinacea Angustifolia - რომელსაც აქვს ძალიან დიდი იისფერი ყვავილები, მუქი კონუსის ცენტრითა და დიდი ფოთლებით. ძირითადად, გამოიყენება გველის ნაკბენების სამკურნალოდ, ტოქსინების მოსაშორებლად და ინფექციებისგან დასაცავად. Echinacea Pallida - ამ სახეობას ღია მეწამულისფერი ან ვარდისფერი ყვავილი აქვს. იგი გამოიყენება სისხლის დაავადებებთან საბრძოლველად. იგი უწყობს ხელს სისხლში თეთრი და წითელ უჯრედებს წარმოქმნასა და დარეგულირებას. ასუფთავებს ლიმფურ სისტემას, აფერხებს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას და ასევე არის ანტიალერგიული. Echinacea Purpurea - ევროპაში ხშირად შეგვხვდება ბაღებში, როგორც დეკორატიული მცენარე. აქვს დიდი, მოწითალო ყვავილი და აძლიერებს იმუნურ სისტემას. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის როგორც ღერო და ფოთოლი, ასევე ფესვები. თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრები მიიჩნევენ, რომ ფესვებს ყველაზე ძლიერი ეფექტი აქვს. ისინი ექინაცეას ჩაის მიირთმევენ გაციების სამკურნალოდ, ყელისა და თავის ტკივილისას, ხოლო სავლების სახით კბილის ტკივილის ან დამწვრობის დროს. მსოფლიოში იგი გამოიყენება გრიპისა და გაციებისას, ასევე სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს. როგორ მოვამზადოთ ექინაცეას ნაყენი: შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ექინაცეა ფოთლების, ყვავილებისა და ფესვების ჩათვლით, ერთი სუფრის კოვზ ლიმონის ბალახსა და ერთი სუფრის კოვზ პიტნის ფოთლებს (თუ ნორმალური არტერიულ წნევის მატარებელი ხართ), დაასხით ერთი ლიტრი ცხელი წყალი და გააჩერეთ ხუთი წუთის განმავლობაში. გაწურეთ და დაამატეთ თაფლი გემოვნებით. ექინაცეას ნაყენი: 1. ამცირებს ალერგიის სიმპტომებს 2. გეხმარებათ შეშუპებული ჯირკვლების დაცხორმაში 3. წმენდს საშარდე გზების ინფექციებს 4. ამსუბუქებს ტკივილს - კბილის, სახსრების და კუნთების ტკივილს 5. ასუფთავებს ღვიძლს, თირკმელებს, ლიმფურ სისტემას 6. ამშვიდებს სახის კანს, იცავს დაბერებისგან (მაგარი ჩაი შეიძლება გამოიყენოთ სახის მატონიზირებლად) 7. ზრდის ენერგიას მისი არაპროპორციული მიღება საშიშია ორსულებისთვის, რადგან ჩრდილოეთ ამერიკის ხალხთა კულუტრაში, მას გამოიყენებდნენ მუცლის მოსაშლელადაც. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე ბევრი მონაცემები არსებობს ამ ბალახის გრძელვადიანი ეფექტის შესაფასებლად, მოკლევადიანი გამოყენება ზოგადად უსაფრთხოდ ითვლება. გვერდითი მოვლენები: გულისრევა და კუჭის ტკივილი. გაფრთხილება: ექინაცეა არის ძლიერი თერაპიული ხასიათის ბალახი, რომელსაც ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია, მაგრამ აივ ინფექციით, შიდსსით, გაფანტული სკლეროზითა და ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანებისთვის მისი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მიღება არ არის რეკომენდირებული. ასევე გაითვალისწინეთ, თუ თქვენ ალერგია გაქვთ ისეთ მცენარეებზე, როგორიცაა გვირილა, მზესუმზირა, ყაყაჩო ანდა ქრიზანთემა, ესეიგი ალერგია გექნებათ ექინაცეაზეც. 294 4-ს მოსწონს
|