x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ტბა, რომელიც ცხოველებს მიახლოებისას მუმიებად აქცევს (ნაწილი პირველი)

image

ნახეთ, თუ სად შეიძლება შეიტყუოს ადამიანი თავგადასავლების სურვილმა და განუმეორებელმა ფოტოებმა: სახიფათო სიღრმეები, საშინელი ცხოველები, თავბრუდამხვევი ბილიკები და თვალწარმტაცი ხედები.

1. ტბა მანჩაკი, ლუიზიანას შტატი, აშშ. გარდა ჭორებისა ვუდუს კულტის მსახურის წყევლის შესახებ (ამბობენ, რომ აქ ხალხიც უგზო-უკვლოდ იკარგება), რეალური საფრთხეც არსებობს– ჭაობი სავსეა ალიგატორებით. ტერიტორიის ამოშრობის მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

image

2. მთა ვაშინგტონი, აშშ. მის მწვერვალზე დაფიქსირდა ქარის სიჩქარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი–360 კმ./სთ.-ზე მეტი. რეკორდმა 1934 წელს 372 კმ./სთ. შეადგინა.

image

3. ტბა კაინდი, ყაზახეთი. აქ თევზები არ ბინადრობენ, წყლის ტემპერატურა წლის ნებისმიერ დროს ძალიან დაბალია და ტბის დონე გვალვის დროსაც კი არ იცვლება – სრულიად საკმარისია, რომ მას "მკვდარი" ტბა უწოდოთ.

image

4. მჟავების ტბა იელოუსტონის პარკში, აშშ. ასეთი ადგილების მონახულების წესების დაუცველობამ შეიძლება ტრაგედიამდე მიგვიყვანოს. ასე, მაგალითად, 2016 წლის ზაფხულში ორეგონას მცხოვრებმა გადაწყვიტა ხელით შეემოწმებინა წყლის ტემპერატურა, ფეხი დაუცდა, წყალსატევში ჩავარდა და ...დის თვალწინ დადნა, დაიშალა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით).

image

5. ტბა ნატრონი, ტანზანია. ეს ის ფენომენია, რომლის ამოცნობაც მეცნიერებმა დღემდა ვერ შესძლეს. წყალსატევი, რომელიც დიდი რაოდენობით ნატრიუმის კარბონატს შეიცავს, არა მარტო კლავს მასთან მიახლოებულ ცხოველებს, მათ მუმიებად აქცევს. მსხვერპლი მოჯადოებულივით გამოიყურება.


image

image

6. დიდი ლურჯი ხვრელი, ბელიზი. ხვრელის დიამეტრია 305 მეტრი, სიღრმე–123 მეტრი. იქ უამრავი გამოქვაბულია, ვიწრო ლაბირინთები, სტალაქტიტები და ზღვის ბინადარი (სიცოცხლისთვის საშიში). მას "დაივერების სასაფლაოს" უწოდებენ.

image

7. ცეცხლოვანი მთა, ინდონეზია. მოქმედი ვულკანი, რომელიც უკვე რამდენიმე ასეულჯერ ამოიფრქვა. ფერფლის სვეტები ვულკანის თავზე 3000 მეტრს აღწევს. ბოლო მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2014 წელს, დაიღუპა ორ ათეულამდე ადგილობრივი მაცხოვრებელი.

image

8. უდაბნო დანაკილი, ეთიოპია. საოცრად ლამაზი და წარმოუდგენლად ტოქსიკური. ატმოსფერო ტბის გარშემო გაჯერებულია შხამიანი აირებით, ჰაერის ტემპერატურა კი 50 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს.

image



ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:



რატომ არის აკრძალული ორქიდეის სახლში მომრავლება

ყვავილები, რომლებიც საერთოდ არ ჰგავს ჩვეულებრივ ყვავილებს

უნიკალური ლანდშაფტის მქონე მსოფლიოს დასახლებული ადგილები


0
1427
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0