x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ხავი და პე: ესპანელები, რომლებმაც ჰოლივუდი დაიპყრეს

image


ესპანელი ლამაზმანი პენელოპა კრუსი და ქალების გულთამპყრობელი ხავიერ ბარდემი ჰოლივუდის ერთ - ერთი ყველაზე მყარი ვარსკვლავური წყვილია, რომლებმაც ერთმანეთი ჯერ კიდევ შორეულ 1992 წელს ცნობილი ესპანელი რეჟისორის ბიგას ლუნას ფილმის - "ლორი, ლორის" გადაღებებზე გაიცნეს, თუმცა ვარსკვლავებს შორის რომანტიკული ურთიერთობები მაშინვე არ დაწყებულა.


image


ერთმანეთით მოხიბლულმა კოლეგებმა ინტენსიური შეხვედრები 2007 წლიდან დაიწყეს, ხოლო შეყვარებულმა წყვილმა თავიანთი ურთიერთობა ოფიციალურად 2010 წელს დააკანონა და ბაჰამის კუნძულებზე, საერთო მეგობრის სახლში გრანდიზული ქორწილიც გადაიხადა. პენელოპასა და ხავიერს ორ შვილი - ვაჟი ლეონარდო და ქალიშვილი ლუნა ჰყავთ.


image


ამ საოცარი წყვილის ფოტოების თვალიერებისას, შეუძლებელია აღფრთოვანებას არ იწვევდეს მათი საოცარი ურთიერთსიყვარულის გრძნობა, რომელიც თითოეული მათი ფოტოდან ეკრანის მიღმაც კი იგრძნობა, მხოლოდ შეხედეთ როგორი მოსიყვარულე თვალებით შეჰყურებენ ისინი ერთმანეთს..


imageimage


ხავისა და პეს ერთმანეთისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას შეიძლება ადამიანმა დაუსრულებლად უყუროს. გთავაზობთ ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა და წარმატებული ესპანელი წყვილის ფოტოგალერეას, რომელიც ვერც ერთ თქვენგანს გულგრილს ვერ დატოვებს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






0
194
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
194