სხვა ყოველდღიური შეცდომები, რომლებიც სახლთან ერთად ჯანმრთელობასაც აზიანებს 2020, 25 სექტემბერი, 9:28 ძალიან ხშირად სახლის დასუფთავებისა და მოვლის პროცესში ვუშვებთ შეცდომებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ნივთებსაც და ჯანმრთელობასაც.
ჩვენ გიზიარებთ რამდენიმე შეცდომას და მისი გამოსწორების გზებს გთავაზობთ. თხელი ფარდები ![]() თუ თქვენი ბინა მზიან მხარესაა გაგიმართლათ, რადგან სახლი ნათელია. თუმცა, მზის სხივები ყოველთვის სასარგებლო როდია. მინა თითქმის სრულიად ბლოკავს ულტრაიისფერ B სხვივებს, მაგრამ ატარებს A სხივებს. სწორედ ეს სხივებია კანისთვის მავნებელი და ავეჯსაც აზიანებს. მზის სხივები უნდა შემოვუშვათ, მაგრამ ღია ფანჯრიდან, ან გამოვიყენოთ სქელი ფარდა, რომელიც არ ატარებს სხივებს. იატაკის "ჩოთქი" მტვერსასრუტის ნაცვლად ![]() რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია ჭუჭყის ცოცხით ან ჯაგრისით გაწმენდა, ვიდრე მტვერსასრუტის ამოღება ყოველ ჯერზე ან სველი წმენდა. მაგრამ ფაქტია, რომ მშრალი ცოცხი არ აგროვებს მტვერსა და ჭუჭყს, არამედ ატარებს მთელ ოთახში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნჯი, თუ სწრაფად უნდა შეაგროვოთ ნამსხვრევები, ან რაიმე დაფანტული. ყველა სხვა შემთხვევაში, უმჯობესია გამოიყენოთ სველი წმენდა ან ვაკუუმური წმენდა. როგორც წესი, თანამედროვე თანამედროვე მტვერსასრუტი უფრო საფუძვლიანად იღებს მტვერს. ცხიმის უნიტაზში ან ნიჟარაში ჩასხმა ![]() ყველამ იცის, რომ ქალის ჰიგიენის ნივთები, პირსახოცები და სხვა საგნები ტუალეტში არ უნდა ჩავყაროთ. მაგრამ ცოტამ იცის, რომ სხვა, ნაკლებად შესამჩნევი საგნები, მაგალითად ცხიმი, არ უნდა მოხვდეს მილებში. ცხიმი ეცეპება მილებს, იწვევს უსიამოვნო სუნს და დროის გასვლის შემდეგ ბლოკავს წყალს. იმისთვის, რომ არ დაგჭირდეთ ქიმიკატების ხშირი გამოყენება და სანტექნიკის გამოძახება, ცხიმი მოათავსეთ ცელოფანში და გადააგდეთ. მაქსიმალურად აარიდეთ მილებს ცხიმი. აბაზანის გაწმენდა ხელთათმანების გარეშე ![]() ხალიჩის ხშირად გარეცხვა ![]() სარეცხის მანქანის კარის დაკეტვა ![]() ბევრი მცენარე საძინებელში ![]() საძინებელი არის ყველაზე კომფორტული ადგილი სახლში. მაგრამ როდესაც ოთახში ეს სიმყუდროვე არ არის საკმარისი, ჩვენ სხვადასხვა ხრიკებს მივდივართ: ვყიდულობთ ყვავილებს, სუვენირებს, ვიმედოვნებთ, რომ ძლიერი არომატი და ნათელი დეტალები შეცვლის ჩვენს აღქმას და უფრო სასიამოვნო იქნება ოთახში ყოფნა. მართლაც, მცენარეები აუმჯობესებენ მიკროკლიმატს სახლში და ქმნიან სიმყუდროვეს, მაგრამ არა ყვავილობის დროს. ყვავილოვანი მცენარეებისა და გამოყოფილი ნახშირორჟანგის ძლიერმა სუნმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და გაღიზიანება. 986 1-ს მოსწონს
|