x
ასთმა (ბრონქიალური ასთმა)
image

მოგესალმებით, როგორც გვახსოვს წინა სტატიაში საუბარი ზაფხულისთვის მეტად აქტუალურ თემაზე, მზით დამწვრობაზე და მზის ალერგიებზე გვქონდა. მიმოვიხილეთ არაერთი საკითხი, იყო რჩევებიც, თვით ლეღვის ნახარშსაც კი „გავკარით“ კბილი და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ვინმე არ გახდა ამ „სასწაულებრივი“ სუბსტანციის მომხმარებელი. სეზონი პიკს აღწევს, მზეც წვავს და ზაფხულიც ნელ-ნელა იწურება.ამის და მიუხედავად ისევ აქტუალურია ასთმის თემა.ზაფხული გარკვეული ტიპის ასთმის გამწვავების სეზონია(ამაზე ოდნავ მოგვიანებით). ასთმის რამდენიმე სახეობა არსებობს.ამ სტატიაში საუბარი ერთ-ერთ და ყველაზე გავრცელებულ მათგანზე, ბრონქიალურ ასთმაზე, გვექნება საუბარი. ბრონქიალური ასთმა- ეს არის სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება. მისი გამოვლინება მცირე, უმნიშვნელო ხიხინისა და სუნთქვის გართულებიდან დაწყებული, სიცოცხლისთვის სახიფათო შეტევამდე მერყეობს. უამრავი ადამიანისთვის ძალიან „ახლობელია“ ხიხინი, გახშირებული სუნთვა, უჰაერობის შეგრძნება, ოფლიანობა, ყელში „მარწუხები“ და ეს ყოველივეან გვიან ღამით ან გამთენიისას, მაშინ როცა წესით მშვიდად უნდა გვეძინოს, მაგრამ... შემდეგ ინჰალატორი, სპრეი, ან ადრენალინის ნემსი და კიდევ ერთი შეტევა მოვიგერიეთ, კიდევ ერთი დღე „გადაგორდა“... ვინ იცის რამდენი ასეთი ღამე გაუთევიათ ჩარლზ დიკენსს, ანტონიო ვივალდის, ჯონ კენედის და თვით დიდ ბეთჰოვენსაც კი. ასთმა მათაც აწუხებდათ. მართალია მათ მერე მედიცინამ წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია, ბევრი დაავადება დამარცხდა, მაგრამ ასთმა ასთმად დარჩა და დღეს იგი პლანეტის უამრავ მცხოვრებს აწუხებს. ასთმის გამომწვევ მიზეზებზე, სიმბტომებსა და მკურნალობაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. მანამდე კი რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ ამ დაავადების შესახებ.
პირველი წერილობითი წყაროები ასთმის მსგავს დაავადებებზე ჰომეროსის პოემებსა და შემდგომ ჰიპოკრატეს ტრაქტატებში გვხვდება.დღესდღეიბით შეფასებულია, რომ მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონი ადამიანია დაავადებული ასთმით.დაავადება მეტად პროგრესირებადია დაბალგანვითარებულ ქვეყნებში.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისათვის დაავადებულთა რიცხვი 100 მილიონით გაიზრდება.დაავადებულთა 11%-სათვის დაავადების მიზეზი მათი სამუშაო ადგილებია, სადაც ისინი დაუცველნი არიან მავნე აირების, გამონაბოლქვის, გაზებისა და მტვრისგან.ასთმით დაავადებულთა 70%-ს ალერგიაც აწუხებთ.ყოველი მეხუთე დაავადებული ასთმას სამუშაო ადგილს უნდა „უმადლოდეს“.მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან აცილებაა შესაძლებელი ყოველწლიურად ასთმით 250 000 იღუპება.ნუ შეგაშფოთებთ ეს ციფრები.მართალია ასთმა ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ სწორი მიდგომითა და დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, შეიძლება მისი კონტროლი ისე, რომ არც ჩვენ განწყობას და არც ცხოვრების ხარისხს ზიანი არ მიადგეს.როგორც უკვე ვთქვით ბრონქიალური ასთმა სასუნთქი გზების, ქრონიკული ხასიათის ანთებითი დაავადებაა. მას იწვევს სასუნთქი გზების სხვადასხვა მიზეზით გაღიზიანება. რეაქცია შემდეგნაირია: სასუნთქი გზები იკუმშება, ვითრდება კუნთების სპაზმი, გამომუშავდება ნორმაზე მეტი ლორწო, ეს ყველაფერი ჰაერს თავისუფალი მოძრაობის საშუალებას არ აძლევს.კარგად დავაკვირდეთ სურათებს(სურ1., სურ2.) :



image


image











ნათლად ჩანს, რომ ჯანმრთელ ბრონქიოლთან შედარებით ასთმური ბრონქიოლი შევიწროებულია და მეტადაა ამოფენილი ლორწოთი.სწორედ ეს მოვლენა ხდის ასთმურ შეტევას მეტად რთულად ასატანს, რადგან მუდმივი უჰაერობის შეგრძნება, ამასთან აჩქარებული გულისცემა რბილად რომ ვთქვად საკმაოდ უსიამოვნოა.დაავადების გამოვლინება სხვადასხვა სიმძიმისაა და ინდივიდუალური ხასიათის ატარებს.ზოგს სიმბტომები ძალიან სუსტად აქვს გამოხატული, ზოგს კი თითქმის ყოველდღე ასთმის შეტევის მოგერიება უხდება.ბრონქული ასთმის უპირველესი ნიშნებია:
ქოშინი(სუნთქვის გაძნელება).გულმკერდის არეში შებოჭვის, ზოგჯერ კი ტკივილის შეგრძნება.სუნთქვის გაძნელებით გამოწვეული ძილის დარღვევა.ხიხინი, რომელიც კარგად ისმინება დისტანციურადაც, ფილტვების მოსმენის გარეშე. იგი განსაკუთრებით ძლიერდება ამოსუნთქვის მომენტში.ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის მიმდინარეობისას ხველისა და ხიხინის გაძლიერება.დაავადების გაუარესებისას აღინიშნება:
ხველისა და ხიხინის გახშირება და პროცესის გახანგრძლივება.ამოსუნთქვის პიკური სიჩქარის კლება.ბრონქოდილატატორი(ბრონქული გამაფართოებელი) პრეპარატების უფრო ხშირი გამოყენება.ასთმური შეტევისას გვმართებს სიფრთხილე, რადგან შეიძლება ზოგ შემთხვევაში შეტევა მსუბუქი ხასიათის იყოს და ჩარევის გარეშეც შეჩერდეს, მაგრამ არის მძიმე შემთხვევებიც, როდესაც ჩაურევლობამ შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. შეტევისას პირველი რაც უნდა გვახსოვდეს, ეს არის რომ ადამიანს მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი(გამოვაღოთ ფანჯრები, ან გავიდეთ აივანზე), მივცეთ ბრონქოდილატატორი ან ზოგადი გამაფართოებელი(მაგ: ნოშპა ან ეუფილინი), მძიმე შემთხვევებში კეთდება ადრენალინის ინექციაც. გახსოვდეთ, ასთმა ბევრ ჩვენგანს აწუხებს და შეტევის შემთხვევაში არ უნდა დავიბნეთ სწორი, დროული და გააზრებული ქმედებებით მარტივად შეიძლება მისი შეჩერება, სიტუაციის გართულების შემთხვევაში ცხადია უნდა მივმართოთ ექიმს, ან გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ალბათ ლოგიკურია თუ გაგიჩნდათ კითხვა: „რა იწვევს ასთმას? “, პასუხი ცალსახა ნამდვილად არ არის. ეს კითხვა ნებისმიერ გამვლელს რომ დაუსვათ, მოისმენთ პასუხებს: „ალერგია“, „სიგარეტის კვამლი“, „მავნე აირები და ქიმიკატები“, „გენეტიკა“,
„ესა თუ ის მედიკამენტი“ და სხვა. ტყუილს არც ერთი ამბობს, მაგრამ არც ამომწურავ პასუხს იძლევა. ძირითადად გამოყოფენ გამომწვევ ალერგიულ და არალერგიულ ფაქტორს. დავიწყოთ უკანასკნელის განხილვით:
არალერგიურლია ასთმა მაშინ, როდესაც იგი ვითარდება ნებისმიერ ალერგენთან კონტაქტის გარეშე. უფრო ხშირად იგი ჩნდება თანამდევი სასუნთქი გზების დაავადებების ფონზე. არალერგიული ასთმით დაავადებულებს (მათ ნათესავებსაც) ალერგიისადმი მიდრეკილება არ აღენიშნებათ. არალერგიულ ასთმას იწვევს :
სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები(ქრონიკული ბრონქიტი, სინუსიტი, ჰაიმორიტი და სხვა.) შეტევა ჩნდება სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესის, ან მისი მისი გამძაფრებისას. შეტევებს შორის დაავადებულებს უნარჩუნდებათ ხველა. ზოგიერთ შემთხვევებში გარკვეულ ავადმყოფებს პირველი შეტევა უვითარდებათ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების შემდეგ(მათ შორისაა გრიპიც) და მსგავს შემთხვევებში დაავადება საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. ფსიქო-ნერვული გადატვირთვა. შეტევა ვითარდება უარყოფითი ემოციების, სტრესის, სასწავლო და შრომითი გადატვირთვის, სექსუალური იმედგაცრუების შედეგად. რასარკვირველია მნიშვნელოვანი როლს თამაშობს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ასევე თვის ტვინის ტრავმა, ან დაავადება. ჰორმონალური დარღვევები ქალებში, წინამენსტრუალურ და კლიმაქსურ პერიოდებში. გარკვეული პრეპარატების(განსაკუთრებით ასპირინის) მიღება.ასპირინული ასთმის ძირითად გამოვლინებად ითვლება შეტევის განვითრება ასპირინის, ან სხვა რაიმე ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღების შემდეგ.ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ასპირინული ასთმით დაავადებულებს არ შეუძლიათ იმ აბების და საკვები პროდუქტების მიღება, რომელთაც ყვითელი ფერი აქვთ, მათი საღებავის გამო, რადგან ეს უკანასკნელი იწვევს შეტევას.ფიზიკური დატვირთვა. შეტევა ვითრდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.ჰორმონებისა და მედიატორების მიმოცვლის დარღვევა(აცეტილქოლინი, გლუკოკორტიკოიდები, ადრენალინი)ბრონქული რეაქტიულობის თანდაყოლილი ცვლილება.უფრო ხშირად არალერგიული ასთმა მიმდინარეობს გაცილებით ნელა და მძიმედ ალერგიულთან შედარებით. ასეთ დროს რეკომენდირებულია:
თავი ავარიდოთ ქრონიკული ინფექციების გამწვავებას და ვიმკურნალოთ დროულად. მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.თავი ავარიდოთ სტრესს.არ მივიღოთ შეტევის გამომწვევი პრეპარატები.ხშირად გავანიავოთ ოთახები.ავირჩიოთ სამუშო, რომელშიც არ მოგვიწევს მძიმე ფიზიკური შრომა და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი.ვაკეთოთ სუნთქვითი ვარჯიშები.ექიმის დანიშნულების გარეშე არ მივიღოთ მედიკამენტები.იმედია კითხვით არ გადაიღალეთ. ახლა მეორე ვარიანტს, ალერგიულ ასთმას დავაკვირდეთ. ასთმას უწოდებენ ალერგიულს, თუ შეტევის მიზეზი, რაიმე ალერგენზე ორგანიზმის რეაქციაა. ყურადღებით დავაკვირდეთ მის რისკ ფაქტორებს:
მემკვიდრული წინასწარგანწყობა (გენეტიკური ფაქტორი).დროის ხშირად გატარება მტვრიან და კვამლიან ადგილებში.მიდრეკილება ალერგიისადმი.მწეველი დედა ორსულობისა და მის შემდგომ პერიოდში.ტიპური ალერგენებია:
სახლის, საწარმოსა და მცენარეული მტვერი.საკვები პროდუქტები.მედიკამენტები.შინაური ცხოველების ბეწვი( ძაღლი, კატა და ა.შ.) სხვადასხვანაირი სოკოები, ბაქტერიები, პარაზიტები და ა.შ.ხშირად ალერგიული ასთმა სეზონურ ხასიათს ატარებს, რაც დაკავშირებულია ამა თუ იმ ალერგიის გამოწვევი მცენარის ყვავილობასთან. ასთმის შეტევის პროვოცირება მძაფრ სუნებს, ნერვულ-ემოციონალურ გადატვირთვებს, მოწევას, გაციებასა და დაბინძურებულ ჰაერსაც კი შეუძლიათ. შეტევის წინა პერიოდს შეიძლება ახლდეს: ალერგიული სურდო, ვეგეტატიური დისტონია, ჭინჭრის ციება, ხველება. უფრო ხშირად შეტევა ვითარდება გვიან ღამით ვიდრე, ან გამთენიისას ვიდრე დღისით. რეკომენდირებულია :
რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.მატყლის ბალიშები შევცვალოთ სინთეტიკურით, უარი ვთქვათ კედლის ხალიჩებზე.ყოველდღიურად გამოვცვალოთ და გამოვხარშოთ თეთრეული.ოთახი გავანიავოთ ხშირად და დავალაგოთ სველი წესით.სუნთქვითი ვარჯიშები.კვების რაციონიდან ამოვიღოთ ალერგიული საკვები: ციტრუსი, მარწყვი, თხილი, წიწაკა, მდოგვი, კვერცხი, შოკოლადი და სხვა.მივიღოთ ნატრიუმის ტუტეს შემცველი მინერალური წყლები მაგალითად : ბორჯომი.მედიკამენტები მივიღოთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.მოკლედ ამ სტატიისთვის აქ შევჩერდეთ, აქვე შემდგესაც „დავაანონსებ“, საუბარი გვექნება ასთმის გამომწვევ კლიმატურ ფაქტორებზე, ასთმის მკურნალობის ტრადიციულ და ხალხურ საშუალებებზე, ასევე საქართველოს სამკურნალო კურორტებზე. ვიმედოვნებ მოვახერხებ თქვენ დანტერესებას, მანამდე კი დროებით გემშვიდოდბებით.
© აქიმი












2
1228
4-ს მოსწონს
ავტორი:აქიმი
აქიმი
1228
  
2012, 9 ნოემბერი, 16:48
საინტერესოა
2012, 21 აგვისტო, 17:58
+1
0 1 2