საზოგადოებრივი რუსეთში ჩინური ვაქცინის გამოცდა დაიწყო,აზერბაიჯანმა კი ხელი მოაწერა შეთანხმებას ვაქცინის შემოტანის შესახებ 2020, 21 სექტემბერი, 16:54 რუსეთში მოხალისეთა პირველი ჯგუფი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, რომელიც კლინიკური კვლევების მესამე ფაზის ნაწილია, იუწყება კომპანია Петровакс-ი. პრეპარატი შემუშავებულია კომპანია CanSino Biologics Inc.ის მიერ პეკინის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად. როგორც "Петровакс-" -ში აცხადებენ, აცრილი მოხალისეები თავს კარგად გრძნობენ, არასასურველი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. დაგეგმილია, რომ ვაქცინაციის გამოცდის ფარგლებში, 625 მოხალისეა აცრა მოხდება მოსკოვის, პეტერბურგის, იაროსლავისა და ეკატერინბურგის 8 სამედიცინო დაწესებულებაში. პარალელურად მიმდინარეობს რუსული ვაქცინის «Спутник V»-სი გამოცდის მესამე ფაზა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 25 000 მოხალისემ განაცხადა. ამასთანავე აზერბაიჯანულმა პრესამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოსა და GAVI (Global Alliance for Vaccines)-ს შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწონებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აზერბაიჯანში შეიტანენ. . 118 5-ს მოსწონს
|