სხვა ავსტრალიელი სექს-კონსულტატი მამაკაცებს რჩევებს დისტანციურად აძლევს 2020, 19 სექტემბერი, 18:27 ![]() ლანი სამი წელია სექს მწვრთნელად მუშაობს. ის ახლა სექსოლოგიის მაგისტრატურაზე სწავლობს. "ხალხი ბოლომდე ვერ გებულობს, რას ვაკეთებ. სექსი ტაბუდადებული თემაა, ამიტომ ბევრს უბრალოდ რცხვენია რჩევის მიღების. მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ ისინი უკეთ არ გამიცნობენ"-ამბობს ლანი პავლოვიჩი. ![]() ლანისთვის ყოველი ახალი კონსულტაცია ინდივიდუალურია. მისი კლიენტები შეიძლება იყვნენ როგორც ახალგაზრდები, რომლებმაც ახლახან გადალახეს სქესობრივი მომწიფების ზღვარი, ასევე ხანდაზმული კაცები და 40 წელს გადაცილებული დედებიც კი. თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება: ამისათვის ლანი ფსიქოლოგიას სწავლობს. "ყველაზე უჩვეულო სიტუაციები დაკავშირებულია ფეტიშებთან ან ფსიქიკურ პრობლემებთან. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ასეთ კლიენტებს ფსიქოთერაპევტებთან ვამისამართებ, რადგან ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება." ![]() ლანი სხვადასხვა სახის კონსულტაციას ახორციელებს. იგი ატარებს როგორც ინდივიდუალურად სესიებს, ასევე ონლაინ სემინარებს, მათ შორის მაგალითად: სექსი კარანტინის დროს(დღეს აქტუალურია), საწოლში შესაძლებელი მრავალფეროვნების შესახებ, აგრეთვე მამაკაცებს სურთ ისწავლონ, როგორ მოაწონონ თავი პარტნიორს ან როგორ აიცილონ თავიდან ნაადრევი ეაკულაცია.ხოლო ქალებს აინტერებთ ინტიმური ცხოვრება მშობიარობის შემდეგ. ![]() ![]() 440 4-ს მოსწონს
|