x
image
მატასი
ბეჭედი. გაიგეთ უფრო მეტი

image

ბეჭედი ერთ - ერთი უძველესი სამკაულია, რომელიც არც ადრე უჩიოდა პოპულარობას და არც ახლა განიცდის აქტუალობის ნაკლებობას. სხვა სამკაულებთან, ყელსაბამთან, სამაჯურთან თუ საყურესთან შედარებით ბეჭედი წინა პლანზეა წამოწეული და მისი მნიშვნელობაც გაცილებით მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ სამშვენის სამკაულს. უძველესი ბეჭდები ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთშია აღმოჩენილი, მათ სხვადასხვა ტრადიცია და აზრი უკავშირდებოდა, ვის რომელი და როგორი ბეჭედი უნდა ჰკეთებოდა და რომელ თითზე. ბეჭედთან დაკავშირებული ტრადიციები ახლაც შემორჩენილია. სხვა რომ არაფერი ვთქვათ ქორწინების ბეჭედიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, თუ რა დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში ეს პატარა სამკაული.

ბეჭედს თან ახლავს იდუმალებაც, გაიხსენეთ მასზე გადაღებული ფილმები - ''ბეჭდების მბრძანებელი'', ''ნიბელუნგების ბეჭედი'' და სხვა. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ეს სამკაული არა მხოლოდ ქალისათვის, არამედ მამაკაცთათვისაც არანაკლებ საყვარელ და საჭირო ნივთს წარმოადგენს.

გავეცნოთ სხვადასვა ტრადიციულ ბეჭედს და მათ მნიშვნელობებსაც:


1.ირლანდიური ბეჭედი, რომელიც მეგობრობასა და რომანტიკულ ურთიერთობას უკავშირდებოდა, დღესდღეობით დამკვიდრებული ნიშნობის ბეჭედი. ადრე კი იგი დედიდან ქალიშვილს გადაეცემოდა, თუმცა ხანდახან კაცებიც ატარებდნენ მას.

image 2.დოქტორის ბეჭედი. ოქროს ბეჭედი, რომელსაც მიიღებდი(მიიღებ) დოქტორის ხარისხის მოპოვების ჯილდოდ დანიისა და შვედეთის უნივერსიტეტებში.

image

3. ეკლესიური ბეჭედი. რელიგიური სიმბოლის მატარებელი. იღებენ მაღალი წოდების მღვდლები ან ეპისკოპოსები.

image 4. მარადისობის ბეჭედი. გამოხატავს პარტნიორთან მუდმივ, მარადიულ სიყვარულს.

image

5. რკინის ბეჭედი. აკა. ატარებენ კანადელი და ამერიკელი ინჟინრები, მას შემდეგ რაც მიიღებენ ინჟინრის ხარისხს. ბეჭედი ან რკინისაა ან მეტალის და მას მუდმივა ატარებენ ნეკა თითზე. მისი ისტორია დაკავშირებულია ინგლისელ მწერალ რუდიარდ კიპლინგთან.

image6.ხასიათის ბეჭედი. ბეჭედი, რომელიც იცვლის ფერს სხეულის ტემპერატურის მიხედვით. მასში გამოყენებულია თერმოქრომიკული თხევადი კრისტალი.

image




























7. პურიტანული ბეჭედი. ქალწულობის სიმბოლო ზოგიერთ რელიგიურ კულტურაში.

image 8.ფეხის ბეჭედი. ინდოეთში ამ ბეჭედს უნდა ატარებდეს გათხოვილი ქალი.

image











9.ცერა თითის ბეჭედი. მას მშვილდოსნები ატარებდნენ ძველად, თუმცა მისი მნიშვნელობა ძირითადად დეკორატიული ხასიათისა იყო.

image 10. საქორწინო ბეჭედი.

image

4
508
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
508
  
2012, 4 სექტემბერი, 18:05
კარგია;)
2012, 24 აგვისტო, 14:43
+10
2012, 20 აგვისტო, 12:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4