სხვა როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას? ყველასათვის სასარგებლო და მარტივი ხრიკები 2020, 17 სექტემბერი, 9:07 თმის ცვენა კაცობრიობის ურთულეს პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უამრავი მეთოდი არსებობს სიმელოტის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა მაგალითად- თმის გადანერგვა, თუმცა მოცემული პროცედურა რაღათქმაუნდა დიდ ხარჯებთან ასოცირდება, რის გამოც იგი საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ფენისთვისაა ხელმისაწვდომი. ![]() ![]() იხილეთ სახლის პირობებში, უმარტივესად მოსამზადებელი რეცეპტები: კვერცხის გული: აურიეთ 1 მწიფე ავოკადოს პიურე და 1 კვერცხის გული. დაიდეთ თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ 30-40 წთ. ხახვი: 2 საშუალო ხახვი ბლენდერში დაამუშავეთ, დაუმატეთ 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი და რამდენიმე წვეთი ეთერული ზეთი არასასიამოვნო სუნის გაქრობისათვის. ეს შეიძლება იყოს გვირილის, მანდარინის, დარიჩინის, კედარის და აშ. დაიმასაჟეთ ნიღბით თავის კანი და დაიტოვეთ 1-2 საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ. გაითვალისწინეთ, რომ გამოყენების შემდეგ თმაზე სურნელი შეიძლება დიდხანს დარჩეს. ![]() ![]() მდოგვის ფქვილი: აურიეთ 1 ს.კ. მდოგვის ფქვილი, 2-3 ს.კ. ცხელი წყალი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 1 კვერცხი. დაიდეთ მასა თმის ძირებზე და თავის კანზე. ნიღაბი ეფექტურობას გამოავლენს 3-5 წუთის შემდეგ და უკვე შეგეძლებათ მისი ჩამობანვა. ჭინჭარი - 100 გრამ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 0, 5 ლიტრი წყალი და 0, 5 ლიტრი ღვინის ძმარი. ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამ ნახარშით ძილის წინ დაიბანეთ თავი, საპნის გარეშე. ![]() 179 2-ს მოსწონს
|