x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
7 ვარსკვლავი, რომელიც თმაზე ჩატარებული მუდმივი ექსპერიმენტების გამო გამელოტდა

image


თმის მუდმივი შეღებვა, დაგრძელება, ქიმიური დახვევა და დაუთოება მის სტრუქტურას რაღა თქმა უნდა, დიდ ზიანს აყენებს, მაგრამ თუ თქვენ ცნობადი სახე ხართ, მთელი რიგი ამ პროცედურების ჩატარებას სამწუხაროდ ვერსად გაექცევით. დღევანდელ სტატიაში, სწორედ იმ ცნობილ ქალბატონებზე მოგიყვებით, რომლებიც თმებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად გამელოტდნენ.




ნაომი კემპბელი



image


ნახევრად გამელოტებული "შავი პანტერის" ფოტოების ხილვამ ვარსკვლავის თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო. როგორც ჩანს, ნაომი ალოპეციის მსხვერპლი გახდა. თმის ბუდობრივი ცვენა - ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც შესაძლოა მთლიან თავზე ან მთელს სხეულზე გავრცელდეს, თუმცა გამელოტებას ხშირად ასევე ისეთი თმის ვარცხნილობებიც იწვევს, რომელიც თმის ძლიერ დაჭიმვას საჭიროებს, მაგალითად, ე.წ. ცხენის კუდი ან დრედები.





კირა ნაითლი



image


ჰოლივუდის ვარსკვლავმა აღიარა, რომ უკვე რამდენიმე წელია რაც პარიკებს ხმარობს. "სხვადასხვა ფილმისთვის თმის შეღებვა ხშირად მიწევდა, რამაც თმის ცვენის პრობლემა შემიქმნა. ბოლო 5 წლის განმავლობაში პარიკებს ვხმარობდი და ეს იყო ყველაზე კარგი რამ, რაც კი შეიძლებოდა რომ ჩემი თმისთვის გამეკეთებინა", - განაცხადა ერთ - ერთ ინტერვიუში ინგლისელმა მსახიობმა.





კეიტლინ ჯენერი


image


სკანდალურმა ტელეწამყვანმა და ტრანსგენდერმა კეიტლინ ჯენერმა იმისთვის რომ ჯანმრთელი და მოცულობითი თმა ჰქონოდა თმის გადანერგვის ოპერაცია რამდენჯერმე გაიკეთა, თუმცა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ასაკს მაინც თავისი მიაქვს, პაპარაცების მიერ გადაღებულ ბოლო ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ როგორ მელოტდება თვალსა და ხელს შუა კარდაშიანების ცნობილი ოჯახის წევრი.






კეტი პერი


image


მრავალრიცხოვან ექსპერიმენტებს შეუძლებელია ამერიკელი პოპ - ვარსკვლავი თმაზე გავლენა არ მოეხდინა. მომღერლის ფოტოზე ყურების უკან და შუბლის არეში გამელოტების პირველი ნიშნები ნათლად ჩანს. სავარაუდოდ, ცნობილმა სელებრითმა მოკლე თმის ვარცხნილობაც სწორედ ამიტომ შეარჩია.






კრისტინა აგილერა



image


თმის დაგრძელებამ, დრედებმა და მუდმივმა შეღებვამ ამერიკელი პოპ - მომღერალი გამელოტების სერიოზული საფრთხის წინაშე დაყენა. ჯერ კიდევ 2015 წელს ე.წ. ცხენის კუდით წვეულებაზე მისული მომღერლის არც თუ სახარბიელო მდგომარეობის შესახებ საზოგადოებამ პირველად სწორედ მაშინ შეიტყო.






რიანა



image


პოპულარულ ბარბადოსელ ლამაზმანს ალოპეციის სერიოზული პრობლემა შეექმნა. მან დასახმარელად ტრიხოლოგსაც კი მიმართა, რომელმაც მას თმაზე შეხება ერთი წლის განმავლობაში მკაცრად აუკრძალა. სწორედ ამის მიზეზია, რომ ბოლო პერიოდში მომღერალი კონცერტებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოველთვის პარიკით ჩნდება.






ლედი გაგა


image


ამერიკელი სუპერვარსკვლავი თავის მუქ ყავისფერ თმას პლასტინისფრად გამუდმებით იღებავს, თუმცა სკანდალურ მომღერალს გამელოტება საერთოდ არ აშინებს, მსოფლიოში ხომ ჯერ კიდევ ამდენი პარიკია.




0
543
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
543