შოუბიზნესი წარუმატებელი პლასტიკის შემდეგ პრისცილა პრესლის გარეგნობა ინტერნეტსივრცეში განხილვის საგნად იქცა 2020, 15 სექტემბერი, 14:44 ქალები ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად მზად არიან ბევრ რამეზე წავიდნენ, თუმცა ზოგიერთი მშვენიერი სქესის წარმომადგენელი დროულად გაჩერებას ვერ ახერხებს და საბოლოოდ, საკუთარი თავის პაროდიად იქცევა.ჩვენ ყველამ კარგად ვიცით იმ ცნობილი ქალბატონების ვინაობა, რომლებიც მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციების კეთებით ცვილის თოჯინებს ისე დაემსგავსნენ, რომ ამას თავადაც კი ვერ მიხვდნენ. დღესდღობით, ინტერნეტსივრცეში როკ - ენ - როლის მეფის, ელვის პრესლის ყოფილი მეუღლის, 75 წლის პრისცილა პრესლის გარეგნობას აქტიურად განიხილავენ. სულ ცოტა ხნის წინ, მისი თაყვანისმცემლები ტელეეთერის საშუალებით საკუთარი კერპის უმოძრაო სახის გამომეტყველებამ ფრიდ გაკვირვებულები დატოვა.მის სახეზე ასაკთან დაკავშირებულ რაიმე ცვლილებებსა თუ ნაოჭების კვალს ძნელად თუ იპოვით. სერიალ "დალასის" ვარსკვლავი პლასტიკური ოპერაციების კეთებამ იმდენად გაიტაცა, რომ სახის მიმიკა მთლიანდ მოეშალა.პრისცილას გარეგნობაში ნამდვილად გაუმართლა, უცნაურია რომ ის ფართო მასშტაბის ცნობილი მოდელი ან მსახიობი ვერ გახდა.მართლია, ელვის პრესლისთან განქორწინების შემდეგ, მას ჰოლივუდში კარიერის გაკეთების არაერთი მცდელობა ჰქონდა და მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც კი მიიღო ("შიშველი იარაღი", "ოსტინ ფაუერსი: ადამიანი 1: ამოცანა საერთაშორისო მასშტაბით", სერიალი "დალასი") თუმცა საოცნებო წარმატებას მან მაინც ვერ მიაღწია.ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 75 წლის პრისცილა შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და თავისი უზადო გემოვნების წყალობით მილიონობით თაყვანისმცემლის გაოცებას კვალავაც აგრძელებს.ის ხმაურიან წვეულებებზე საკმაოდ იშვიათად ჩნდება, თუმცა მისი ყოველი გამოჩენა მოვლენად იქცევა. სხვათა შორის, შორიდან ის მართლაც ახალგაზრდა გოგონასავით გამოიყურება.392 3-ს მოსწონს |