x
image
CnuP
მზე

imageსხვა ვარსკვლავების მსგავსად, მზეც გავარვარებული გაზის უზარმაზარი სფეროა. ის საშუალო ზომის ვარსკვლავია, მაგრამ მისი სითბოსა სა სინათლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა. ამას გარდა, მზე 600 მილიონი კილომეტრის რადიუსში მდებარე ყველა კოსმოსურ სხეულს იზიდავს თავისი მიზიდულობის ძალით. ამიტომაა, რომ პლანეტები, მთვარეები და სხვა ციური სხეულები მზის გარშემო ორბიტაზე ბრუნავენ.

მზის შიგნით წყალბადის ატომების უწყვეტი გახლეჩა მიმდინარეობს. გახლეჩილი ატომების ნაწილები განსხვავებულ სტრუქტურას ქმნიან, რის შედეგადაც მიიღება მსუბუქი გაზი-ჰელიუმი. ამ პროცესს, ბირთვული სინთეზის რეაქციის შედეგად ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა გამოიყოფა. მზის ბირთვი დედამიწაზე 27-ჯერ დიდია. მისი ტემპერატურა ცელსიუსით 15 მილიონ გრადუსს აღემატება. ბირთვს გარს ერტყმის რადიაციული ზონა. ბირთვში მიღებული სითბო ამ ზონას გაივლის და ტალღებად ვრცელდება. კონვექციურ ზონას მზის ენერგია ზედაპირზე ამოაქვს. ფოტოსფერო მზის ზედაპირია. ის მოძრავი გაზებისაგან შედგება.

image მზისა და მის ირგვლივ მბრუნავი სხეულების ერთობლიობა ანუ მზის სისტემა შეიცავს პლანეტებს, მთვარეებს, კლდის ნატეხებს, ლითონისა და ყინულის ნამსხვრევებსა და უამრავ მტვერს.

მზის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრებია მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. ისინი მზის გარშემო სხვადასხვა რადიუსის მქონე ორბიტაზე სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავენ. ამავე დროს, თითოეული პლანეტა საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავს.


image
დროდადრო მთვარე დედამიწასა და მზეს შორის სინათლეს ჩრდილავს. ამ მოვლენას მზის სრული დაბნელება ჰქვია. იმის მიუხედავად, რომ მთვარე მზეზე გაცილებით პატარაა, ის ჩვენთან ახლოსაა და ამიტომ მზეს მთლიანად ფარავს. თუ ცალ თვალს დახუჭავ, ხოლო მეორე თვალსა და ჭერში მოთავსებულ ნათურას შორის მონეტას დაიჭერ, მზის დაბნელების მიზეზსაც გაიგებ.

image მზე კოსმოსში ყველა მიმართულებით უხილავი ნალაკების უწყვეტ ნაკადს აფრქვევს, რომელსაც მზის ქარი ჰქვია. როდესაც ეს ნაწილაკები დედამიწის პოლუსების მიერ მიიზიდება, ჩნდება საოცარი ნათება, რომელსაც ციალი ეწოდება. ჩრდილოეთ პოლუსთან გვაქვს ჩრდილოეთის ციალი, სამხრეთ პოლუსთან - სამხრეთის ციალი.

არასოდეს შეხედოთ მზეს დაუცველი თვალებით, ვინაიდან მისი ნათება მხედველობას აზიანებს.


1
216
4-ს მოსწონს
ავტორი:CnuP
CnuP
216
  
0 1 1