სხვა იტალიაში დაღუპული რუსი მოდელი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი 2020, 10 სექტემბერი, 20:03 ![]() ბრიტანული გამოცემების თანახმად, ადგილი, სადაც გოგონა დაიხრჩო, მდებარეობს ნატოს ქვეყნების სამხედრო პოლიგონთან. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინგლისელი ფოტოგრაფი ევ ტარანოვსი და რუსი მოდელი აპირებდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ობიექტების კვადროკოპტერიდან გადაღებას. იტალიის პოლიციამ უკვე დაკითხა გოგონას თანმხლები ფოტოგრაფი. ევ ტარანოვსის თქმით, ის და გალინა აპირებდნენ სურათების გადაღებას, მათ შორის კვადროკოპტერის დახმარებით. თუმცა მანამდე მათ წყალში ცურვა მოინდომეს, ამიტომ გასაბერი ნავი იქირავეს, რომელიც ღუზაზე დაამაგრეს. ![]() მაგრამ ნავი როგორღაც ღუზას მოწყდა, რის შემდეგაც წყვილი ცდილობდა ნავამდე ცურვით მიღწევას. მოულოდნელად ტარანოვსიმ მხედველობის არედან დაკარგა გოგონა. გალინა ერთი საათის შემდეგ გარდაცვლილი იპოვნეს. ნავი აღმოაჩინეს რიფზე, იზოლა როსის მახლობლად, შიგნით ალკოჰოლური სასმელების ცარიელი ბოთლები ეყარა. ![]() ადგილობრივი პროკურატურის წარმომადგენლები შეუდგნენ საქმის გამოძიებას. ”ჩვენ გვაინტერესებს კადრები კვადროკოპტერიდან, რადგან ყველაფერი ნატოს პოლიგონთან მოხდა. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მოდელი ჯაშუშური მისიის შესასრულებლად არ იყო მისული იქ ”, - ციტირებს Sun- ი პოლიციის განცხადებას. ![]() ![]() 438 5-ს მოსწონს
|