შოუბიზნესი 54 წლის სალმა ჰაიეკის საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა თამამმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო 2020, 8 სექტემბერი, 11:30 წარმატებული ლათინოამერიკელი მსახიობი სალმა ჰაიეკი მთელი თავისი კინოკარიერის განმავლობაში ყოველთვის ითვლებოდა ჰოლივუდის ერთ - ერთ ყველაზე სასურველ მსახიობად, რომელსაც ყველა აღმერთებდა და ეთაყვანებოდა.მსახიობი ასაკის მატებასთან ერთად გაგიკვირდებათ და, სულ უფრო ახალგაზრდულად და სექსუალურად გამოიყურება, რასაც მისი ბოლოდროინდელი ფოტოებიც ადასტურებს.54 წლის სალმა თავის ასაკთან შედარებით შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და ძლიერი სქესის წამომადგენლებს შორისაც კვლავაც ისეთივე წარმატებითა და პოპულარობით სარგებლობს როგორც საკუთარი კარიერის დასაწყისში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 1995 წელს რობერტ როდრიგესის ფილმში "სასოწარკვეთილი" პირველად გაშიშვლდა და სრულიად სამყაროს მამაკაცების გულებიც მოინადირა. მას შემდეგ მექსიკელი ლამაზმანის პოპულარობა წლიდან წლამდე მხოლოდ იზრდებოდა. დიახ, მას მართლაც აქვს ყველაზე სრულყოფილი და იდეალური სხეული, რომელიც კი ჰოლივუდს ოდესმე უნახავს.54 წლის მსახიობის სახეზე ვერც ერთ ნაოჭს ვერ იპოვით, მისი სრულყოფილი სხეულის ფორმები კი განურჩევლად სქესისა, ყველას ერთნაირად აღაფრთოვანებს და იზიდავს.მსახიობი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და შთამბეჭდავი ფოტოებით ერთგულ თაყვანისმცემლებსაც ხშირად ანებივრებს.ცნობილმა სექს - სიმბოლომ ინტერნეტმომხმარებლები ამჯერად, შავი, ელეგანტური საცურაო კოსტიუმით მოხიბლა და საკუთარ მაგალითზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ იდეალური ფორმების შენარჩუნება 50 წლის ზემოთაც სრულებით შესაძლებელია.სელებრითის ახალი ფოტოებით აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები მის "ინსტაგრამ" გვერდზე ემოციებს ვერ მალავდნენ და სხვადასხვა ენებზე საყვარელი მსახიობის მისამართით თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ.845 2-ს მოსწონს |