ორსულობა და ბავშვი შუასაუკუნეების დედოფლები ლამის სახალხოდ მშობიარობდნენ 2020, 8 სექტემბერი, 11:00 მემკვიდრის დაბადება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მშობლებში, ახლო ნათესავებში და მეგობრებში. სხვა საქმეა, როდესაც ტახტის მემკვიდრე იბადება. აი აქ, მშობიარობით დაინტერესებული ბევრად მეტია, ვიდრე რომელიმე რიგით ოჯახში. მაგალითად, 1778 წელს, როცა ვერსალში ხმა გავარდა, რომ საფრანგეთის დედოფალს, მარია ანტუანეტას მუცელი ასტკივდა, ოთახში სადაც მელოგინე იწვა, არც მეტი, არც ნაკლები, 200 კაცი შეიკრიბა: იდგნენ სკამებზე, ისხდნენ კარადების თავზე, ოღონდ ყველა წვრილმანი დაენახათ. ამბობენ, დედოფალს გულიც კი წაუვიდა, არა ტკივილებისგან, არამედ უჰაერობისგან. ვერავინ გაუშვეს ოთახიდან, თითოეულს სურდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ ჯერ ერთი, დაიბადა ბიჭი და არა გოგო, მეორე, რომ მას არ შეცვლიან, "თვალს არ კრავენ", არ მოკლავენ და არ მოიტაცებენ... მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველ მათგანმა მოძებნა საბაბი, რათა დასწრებოდა მშობიარობას, მით უმეტეს დადიოდა ჭორები მარია ანტუანეტას მეუღლის, მეფე ლუდოვიკო მე-16-ის მამაკაცური უძლურობის შესახებ, და მთელი სასახლე მკითხაობდა–ვინ არის ის ბედნიერი მამა? ოთხ კედელს შუაოთახი, სადაც ფეხმძიმე ქალბატონი იმყოფებოდა, ბოლო თვის განმავლობაში დაკეტილი იყო: იქ ვერ აწევდა, ვერც სუფთა ჰაერი, ვერც მზის სხივი. ქალი იძულებული იყო წოლილიყო დახუთულ ოთახში, სადაც ფანჯრებზე სქელი, მძიმე ფარდები იყო ჩამოფარებული და დახურული იყო დარაბები. ოთახს მხოლოდ სანთლები ანათებდა. კედლებს გობელენებით რთავდნენ, რომელიც მხოლოდ რელიგიური სიუჟეტებით უნდა ყოფილიყო, იატაკი კი ახლად დაკრეფილი ბალახით იყო მოფენილი, რომელსაც ყოველდღე ცვლიდნენ. მომავალი დედის მონახულება სასტიკად აკრძალული იყო. ლაპარაკი მხოლოდ ჩურჩულით შეიძლებოდა. მთელი დღე-ღამის განმავლობაში გალობდნენ და ლოცვებს კითხულობდნენ, რომლებიც ახლობლების აზრით ტანჯვას უმსუბუქებდა მელოგინეს. რუსეთის დედოფლები მთელი ცხრა თვის განმავლობაში დღეში ორჯერ ეკლესიაში მიდიოდნენ, რეგულარულად დადიოდნენ წმინდა ადგილებში, ყოველთვის ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას. რაღაც ისე არ არის...როგორც ვიცით, წარსულში ბოლო მომენტამდე წინასწარ არავინ იცოდა გოგო დაიბადებოდა თუ ბიჭი. ყველა დარწმუნებული იყო რომ ნაყოფის სქესის შეცვლა ორსულობის პერიოდის განმავლობაში შეიძლებოდა ან მშობიარობამდე ბოლო საათის განმავლობაშიც კი. ამისთვის საკმაოდ უცნაური რეკომენდაციების მთელი ნუსხა არსებობდა, დაწყებული ჩასახვის დროს ქალის "განსაკუთრებული" პოზით, დამთავრებული ქალის პოზით, ახლა უკვე მშობიარობის დროს.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |