x
ატომიუიმი ‘’ბრიუსელის ეიფელის კოშკი“
imageატომიუმი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ეიზელის საგამოფენო პარკში დგას. რკინის ცრხატონიანი მოლეკულის ფორმის ატომიუმი არქიტექტორმა ანდრე ვატერკენმა დააპროექტა. პროექტის შედგენას 18 თვე დასჭირდა, აშენებასაც კიდევ - 18. ინტერიერის შექმნაზე არქიტექტორებმა - ანდრე და ჟან პოლაკებმა იზრუნეს.

image1958 წლის “ მსოფლიო გამოფენის“ ცენტრალურ პავილიონად აგებული და დროებით, ექვსთვიან შენობად დაპროექტებული ატომიუმით ხალხი იმდენად მოიხიბლა, რომ ამ უნიკალური და შთამბეჭდავი შენობის შენარჩუნება გადაწყვიტეს.

imageატომიუმი 2177 ტონას იწონის და 127 მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს ეიზელის პარკს. თითოეული სფეროს დიამეტრი 18 მეტრია და ერთმანეთთან დაკავშირებულია ლიფტიანი მილებით.

imageურთიერთდაკავშირებული, ალუმინგადაკრული უჟანგავი ფოლადის ცხრა სფეროში მოთავსებულია საგამოფენო ცენტრი, სათვალიერებელი პლატფორმა და რესტორანი. მისი ერთ-ერთი სფერო დამთვალიერებელი სკოლის მოსწავლეებისათვის მოსასვენებელ ოთახად გადააკეთეს. დანარჩენ სფეროებში 1958 წლის მსოფლიო გამოფენის მოდელები, ფოტოები და არტიფაქტებია გამოტანილი, რომ ყველას ახსოვდეს შენობის პირვანდელი დანიშნულება.


image2006 წელს სპეციალური 2-ევროიანი მონეტა გამოუშვეს, რომელზეც ატომიუმია გამოსახული.

imageimageimageimageimageimageimage







0
59
2-ს მოსწონს
ავტორი:თ.ს.
თ.ს.
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0