ფსიქოლოგია ვინ არის მელანქოლიკი: ტემპერამენტის აღწერა. 2020, 1 სექტემბერი, 20:28
ძნელი წარმოსადგენია ტემპერამენტის უფრო ორაზროვანი და წინააღმდეგობრივი ტიპი, ვიდრე მელანქოლიური. ერთის მხრივ - ნაზი და მტირალა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი რამ ტრაგედიად აქციოს. მეორეს მხრივ - ხელოვანი არაორდინალური პიროვნება, ნიჭითა და თავისუფალი აზროვნებით დაჯილდოვებული. ვინ არის მელანქოლიკი? რამდენად რთულია მასთან მეგობრობა ან ურთიერთობის აწყობა? უნდა გაგიხარდეთ თუ გეწყინოთ ამ ტიპის ტემპერამენტის საკუთარ თავში აღმოჩენა? რა გავაკეთოთ, თუ ბავშვი მელანქოლიკია? როგორ აღვზარდოთ სწორად? რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს მისი მომავალი? განვიხილოთ ეს საკითხები.
ვინ არის მელანქოლიკი?
მელანქოლიკი - ეს არის ტემპერამენტის ტიპი, რომელსაც ახასიათებს, შეიძლება ითქვას, გადამეტებული გრძნობადობა, მათ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ეს განპირობებულია განცდებისკენ მიდრეკილებით, რაც ღლის ფსიქიკას. მელანქოლიკებს შეუძლიათ მძაფრი, ძლიერი, ნათელი გრძნობების განცდა, შემდეგ კი ნელდებიან, თითქოს იფერფლებიან, წვადი ასანთის ღერის მსგავსად, რათა კიდევ ერთხელ გაანათონ მორიგი ემოციური აფეთქების შემდეგ. მხოლოდ ქოლერიკისგან (კიდევ ერთი ტემპერამენტის ტიპი) განსხვავებით, ეს ემოციები მიმართულია შინაგან სამყაროზე, თვით მელანქოლიკისკენ, და არა გარე სამყაროსკენ. მელანქოლიკის მახასიათებლები, ისევე როგორც მისი სახელი, ჩამოყალიბდა ძველი ბერძენი მკურნალის ჰიპოკრატეს ნაშრომებში და შემდგომ განვითარდა გალენოსის წყაროებში. თავად სიტყვა მომდინარეობს სახელიდან "სიცოცხლის წვენი", რომელიც დომინირებს ასეთ ადამიანებში - "შავი ნაღველი" ან "მელენა ქოლე" ძველი ბერძნების იდეების თანახმად სწორედ ეს სითხე იწვევს მწუხარებასა და შიშს. მელანქოლიური ტიპის ტემპერამენტის მქონე ადამიანები განიცდიან "საკუთარ თავში" სხვებზე უარყოფითი ზემოქმედების მოხდენის გარეშე. მათთვის უფრო ადვილია ჩაიკეტონ საკუთარ თავში, ვიდრე მოაწყონ ისტერიკა და არეულობა. მელანქოლიკის განაწყენება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სხვა ტიპის ტემპერამენტის მქონე ადამიანების. მაგრამ განცდები "საკუთარ თავში" იძლევა ძლიერ შემოქმედებით პოტენციალს, რომელიც ზოგჯერ აღემატება სხვა ტიპის წარმომადგელების კრეატიულობას. რომ არა მელანქოლიკები მსოფლიო მხატვრობის, მუსიკის, პოეზიის, არქიტექტურისა და სხვა მრავალი ხელოვნების შედევრი არ დაიბადებოდა. ცნობილ მელანქოლიკთა სიაში შედიან: ისააკ ნიუტონი, რენე დეკარტი, ფრედერიკ შოპენი, ჩარლზ რობერტ დარვინი, მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი, ედგარ ალან პო, ნიკოლაი გოგოლი, სერგეი ესენინი, ფიოდორ დოსტოევსკი, პეტრე ჩაიკოვსკი, ელვის პრესლი, ბილ გეითსი, ბრიტნი სპირსი, ანჯელინა ჯოლი, მილა იოვოვიჩი. ასე რომ, მელანქოლიკი ყოველთვის არ არის "ხელმოცარული მტირალა" ძალიან ხშირად, მათი ფსიქოლოგიური განსაკუთრებულობანი საშუალებას აძლევთ ამაღლდნენ გარშემომყოფებზე და მიაღწიონ ისეთ სიმაღლეს, რომელზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ. როგორ განვსაზღვროთ მელანქოლიკი? მელანქოლიკთან კომუნიკაცია ძალიან სწრაფად დაგანახებთ მის ტემპერამენტს, რადგან თანამოსაუბრე ნათლად გაიგებს სიტყვების შერჩევის აუცილებლობას. ნებისმიერმა დაუდევარმა, დაუფიქრებელმა სიტყვამ შესაძლებელია გამოიწვიოს წყენა. გარდა ამისა, მელანქოლიკის ნათელი ინდიკატორია - გარკვეული მწუხარება და გულჩათხრობილობა. დიალოგის დროს იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანი "დატვირთულია" და წუხს რაღაცის თაობაზე. მელანქოლიკის ამოცნობაში მისი შემოქმედებითი პოტენციალიც დაგეხმარებათ. ძალიან ხშირად ამ ტიპის ტემპერამენტი გვხვდება ხელოვნების ადამიანებსა და სხვა შემოქმედებით პიროვნებებში. ასევე, ისინი იშვიათად ხდებიან კომპანიის "სული" და ურჩევნიათ თავი აარიდონ ხმაურიან შეკრებებს. ზოგიერთი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია ადამიანის ტემპერამენტის ამოცნობა მისი გარეგნობის გაანალიზებით. სუსტი ასთენიკური აღნაგობა, მოგრძო კიდურები ბრტყელი ზურგი და მკერდი, ვიწრო წელი და სუსტად განვითარებული მუსკულატურა. (ეს ყველაფერი პირობითია) არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი გარეგნობა შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ არ არიან დაკავებულნი სპორტით, აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები ან, რატომღაც იზღუდებიან საკვების მიღების მხრივ. ამრიგად, მხოლოდ ერთი გარეგნობა, ადამიანის ქცევის გაანალიზების გარეშე, სავარაუდოდ, არ შეუწყობს ხელს მისი პიროვნების ტიპის სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას. რას ნიშნავს იყო მელანქოლიკი? მელანქოლიკის უპირატესობანი საშუალებას აძლევს მას გამოირჩეოდეს ათასობით კონკურენტისგან: შემოქმედებითი პოტენციალი და არასტანდარტული აზროვნება; უნარი დაინახოს სილამაზე ყველაზე უნცაურ გამოვლინებებში; მუდმივურობა თავის სიმაპათიებში; გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებისკენ მიდრეკილება; განვითარებული მგრძნობელობა, ემოციურობა; ანალიზისა და პროგნოზირების უნარი; ფართო მსოფლთმხედველობა და განვითარებული ინტელექტი. ასე რომ, მელანქოლიკის სახით შეგიძლიათ მიიღოთ საიმედო მეგობარი, ცხოვრების ერთგული მეგზური ან საერთო საქმის ნამდვილი გულშემატკივარი. გაითვალისწინეთ, რომ მელაქოლიკებიც კი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. როგორც ყველაფერს, ისე ტემპეტამენტს აქვს უარყოფითი თვისებები, მინუსები. უფრო მეტიც, უარყოფითი მხარეები შეიძლება განვიხილოთ, როგორც იმ პროცესების გვერდითი ეფექტი, რომლებიც განსაზღვრავენ დადებით მხარეს. ყველაფერი უკავშირდება ფსიქიკური რეაქციების მიმდინარეობის სისწრაფესა და სიღრმეს, რაც ნერვულ სისტემას შესამჩნევად ამცირებს. ზოგადად, მელანქოლიკის უარყოფითი მხარეები მხოლოდ მას ურთულებს ცხოვრებას: მიდრეკილება პესიმიზმისა და დეპრესიისაკენ; სისუსტე სტრესულ სიტუაციებში; ჩაკეტილობა და კომუნიკაციის სირთულეები სხვა ადამიანებთან; შემცირებული შრომისუნარიანობა, სწრაფი დაღლა, გამოფიტვა; სიმორცხვე და დაბალი თვითშეფასება; შენელებული მოქმედება, ცუდი გამძლეობა; პასიურობა, ინერტულობა. ამ ნაკლოვანებების გამო, მელანქოლიკები იშვიათად იკავებენ დომინანტურ პოზიციებს, სხვისი გავლენის ქვეშ ექცევიან. გაითვალისწინეთ, რომ "ერთი კოვზი სიმწარე" ვერ გააცუდებს "თაფლის კასრს" რომელიც განპიროვნებულია ამ ტიპის ტემპერამენტის უპირატესობებით. როგორია მელანქოლიკი ურთიერთობაში? მელანქოლიკის ურთიერთობას განსაზღვრავს მისი პარტნიორის ტემპერამენიტი, ტემპერამენტის იდენტური ტიპის შემთხვევაში, ასეთი ურთიერთობის გაძლიერება გაძნელდება რთული იქნება, მათი გრძნობადობა და გაზვიადების უნარი "ბუზს სპილოდ გადააქცევს" დესპოტური ქოლერიკი ჩააგდებს მელანქოლიკს დეპრესიაში. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთება, თუ ქალი აღმოჩნდება ქოლერიკი. ზედმეტად მშვიდი ფლეგმატიკი თავისი გულგრილობით სიგიჟემდე მიიყვანს მელანქოლიკს. და ალბათ, მხიარული სანგვინიკი შეძლებს აღავსოს პარტნიორი ენეგიითა და ოპტიმიზმით. როგორ აღვზარდოთ მელანქოლიკი? მელანქოლიკის მშობლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააზვიადონ პრობლემა შვილის ტემპერამენტთან დაკავშირებით. ეს უზარმაზარ შესაძლებლობებს იძლევა თვითრეალიზაციისა და წარმატების მისაღწევად. მთავარია, არ დაარღვიოთ დაუცველი ფსიქიკა ბავშვობიდანვე. ღირს მისი წახალისება და შექება, მაგრამ არა გადამეტებით. იყავით ინიციატორი დიალოგის თავსმოხვევის გარეშე. ღირს მოთმინების გამოვლენა უმიზეზო დეპრესიის შემთხვევაში, ისწავლეთ როგორ დაამშვიდოთ პატარა მელანქოლიკი, გადაატანინოთ ყურადღება უფრო მხიარულ მომენტებზე. ნუ დაივიწყებთ ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარების შესახებ, წაიყვანეთ სხვადასხვა ღონისძიებებზე, მიეცით განვითარების საშულაება, რომ არ მოწყინოს და არ "ჩამოუშვას ცხვირი" მელანქოლიკად დაბადება არის - დიდი შანსი გახდეთ წარმატებული და ცნობლი. მნიშვნელოვანია სწორად აღზრდა და ზრდასრულ ასაკში საკუთარი თავის მიძღვნა თვითგანვითარებისთვის. თქვენი უარყოფითი მხარეების ცოდნით, შეგიძლიათ მათი გამოსწორება, ან თუნდაც ცოტათი შეცვლა. მელანქოლიკს აქვს უდიდესი პოტენციალი და არა მხოლოდ კარიერული განვითარების, არამედ ურთიერთობების დამყარების სფეროში. ამოტომ არ მოიწყინოთ, თუ ეს ტემპერამენტი საკუთარ თავში აღმოაჩინეთ. ასევე ნუ მოერიდებით მელანქლიკთან ურთიერთობას, რადგან მათ შეუძლიათ გახდნენ ნამდვილი მეგობრები ან მოკავშირეები. 468 5-ს მოსწონს
|