ჯანმრთელი კვება აი რატომ უნდა დავლიოთ ლიმონიანი წყალი 2020, 31 აგვისტო, 18:47 წყალი ლიმონით: ჩვეულებრივ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მარტივი რეცეპტი:ლიმონის ნაჭერს ვაგდებთ ან ვწურავთ წყლიან ჭიქაში;ამ ენერგეტიკული სასმელის მიღება მთელი ორგანიზმისთვის საოცრად სასარგებლოა.
1. ანელებს დაბერებას-ჩვენ ყველანი დავბერდებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დანაოჭებული კანით კმაყოფილნი უნდა ვიყოთ. C ვიტამინის მაღალი კონცენტრაციის წყალობით, ლიმონიანი წყალი ხელს უწყობს კანის დაზიანებული უჯრედების აღდგენას, ამცირებს ლაქებსა და ღრმულებს, სიგლუვეს უბრუნებს წვრილ ნაოჭებს. 2.აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას- ლიმონიანი წყლის სისტემატური გამოყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთგვარი სტიმულატორია: ღვიძლი აქტიურად იწყებს ნაღვლის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს შლაკების და ტიქსინების გამოდევნას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლიმონიანი წყალი შესანიშნავი იარაღია მუდმივი ყაბზობის წინააღმდეგ ბრძოლაში; 3.აძლიერებს იმუნურ სისტემას- მოგეხსენებათ, რომ ლიმონი ძალიან მდიდარია C ვიტამინით, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს იმუნურ სისტემას. ამავდროულად, საპონინების მთავარი უპირატესობა, რომელსაც შეიცავს ლიმონიანი წყალი, გააცნია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება. ამრიგად, ლიმონის წყალი გაციებისა და გრიპის მთავარი მტერია; 4.ახდენს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის სტაბილიზაციას.-ლიმონი, ტუტეს შემცველობის უდავო ლიდერია, შესაბამისად, წყალი ლიმონით ამცირებს მჟავიანობას და შედეგად, სახსრებს შარდმჟავას ჭარბი რაოდენობისგან ათავისუფლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან შარდმჟავა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გვეწყება ანთებითი პროცესი და სახსრების ტკვილი. 5-ზედმეტი წონის და ცხიმების მოშორების უებარი საშუალება-პექტინები, რომლებიც ლიმონი შეიცავს, აქვეითებს მადას და ეფექტურად წვავს ცხიმებს, ორგანიზმში ტუტე გარემოს შენარჩუნება ცხიმების დაშლას ხელს უწყობს, არ იძლევა საშუალებას, რომ კალორიებმა "დაიბუდონ" შიგნით, ლიმონიანი წყალი აქრობს შიმშილის გრძნობას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი ამ დროს უფრო ნაკლებს ჭამს, რაც იმას ნიშნავს, რომ წონაში არ იმატებს, სამაგიეროდ სწრაფად იშორებს უკვე არსებულ კილოგრამებს; 320 6-ს მოსწონს
|