x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მესამე მსოფლიო ომი დედამიწას შეარყევს! ქართული პოლიტიკა გამარჯვების დროშას ააფრიალებს - ლელა კაკულია
image


ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში 2010 წლის, 29 სექტემბერის წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი დედამიწას შეარყევს.


„ასევე ბუნებაც ისევ აბობოქრდება. იქნება ისევ წყალდიდობები, მიწისძვრები, გაიღვიძებს ძალიან საშიში ვულკანები... მოკლედ, მომავალში დედამიწის რელიეფი ძალიან შეიცვლება. გაჩნდება ახალი კუნძულები, ახალი მიწები, ახალი სახეობის ცხოველები და ფრინველები — ძალიან ლამაზები. ეს არ არის ზღაპარი. ეს ასპროცენტიანი რეალობაა. ასეთი ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა წარსულში დედამიწაზე და ასე იქნება მომავალშიც.


მსოფლიო პოლიტიკაც აბობოქრებულ ბუნებას ჰგავს. ბევრ სახელმწიფოში დიდი ცვლილებები მოხდება ახლო მომავალში. ამერიკის მთავრობის ცვლა რომ აუცილებელია, ამას ყველა მოაზროვნე ადამიანი ხვდება. „დღევანდელმა პრეზიდენტმა სერიოზულად დაასუსტა შეერთებული შტატების პოლიტიკა და უკან დაწია ის“, — ასე იტყვის მთელი ამერიკა. იმასაც აღნიშნავენ, რომ დიდი შეცდომა იყო მისი პრეზიდენტად მოყვანა.



ვიმეორებ ასჯერ დანახულს, რომ ამერიკის მთავრობაში რესპუბლიკელები მოდიან. ისინი ძალიან ხისტ პოლიტიკას გაატარებენ, არავის და არაფერს ანგარიშს არ გაუწევენ. ნომერ პირველი საკითხი კი იქნება მუსლიმები — მათი მასიური გასახლება კონტინენტიდან. ეს სრული სიმართლეა და არა თამაში, იმიტომ, რომ მუსლიმთა თავხედობას საზღვარი არ ექნება...“- წერს ლელა კაკულია.


2010 წელი, 14 ნოემბერი
საქართველო უფრო დაიძაბება და ეს გამომდინარეობს მსოფლიო პოლიტიკიდან. ბოლოს და ბოლოს, უნდა დამთავრდეს ლაპარაკი და საქმიანად გადაწყდეს ყველა საკითხი — პირველ რიგში, ნატოში შესვლის დოკუმენტალური აღიარება.
ვიმეორებ: დოკუმენტალური! პირდაპირ ვხედავ, სწორედ ეს შეაჩერებს აგრესიას, რომლითაც რუსეთი ქრონიკულად არის დაავადებული საქართველოს მიმართ.
ვხედავ, კრემლი ვერ გამოთქვამს დიდ და „დამანგრეველ“ პროტესტს, რის გამოც ამერიკა ფრთხილობს და შეგნებულად წელავს საქართველოს საკითხს. ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, საქართველო ნატოში მაინც გაწევრიანდება-მეთქი და ეს მაინც ასრულდება ასი პროცენტით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა თამაშობს და აჭიანურებს საქართველოს ნატოში შესვლის საკითხს, რათა რუსეთთან თამაში დროში გაჭიმონ და ამასობაში მრავალი გადაუჭრელი საკითხი განიხილონ და გადაწყვიტონ.
რუსეთს ბევრ ძლიერ ქვეყანასთან უფრო და უფრო გაუფუჭდება ურთიერთობები. რუსული პოლიტიკა კიდევ უფრო ჩიხში მოემწყვდევა მომავალში და ამაში ყველგან ამერიკის ხელი ურევია. ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი, მიუხედავად იქ არსებული შიდა სირთულეებისა, დღესაც ძლიერი სახელმწიფოა. ამიტომ ამერიკა ყველაზე მტკივნეულ საკითხზე აჭერს რუსეთს და ეს საკითხი საქართველო-კავკასია-შავი ზღვაა. აქ რუსეთი უძლურია იმით, რომ ევროპა-ამერიკის ერთსულოვნებას ვერ დაარღვევს, რომელიც ჩემს პატარა საქართველოს იცავს (თუმცა ევროპასა და ამერიკას, პირველ რიგში, თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ — აქ მთავარი მაინც პრესტიჟია).

2010 წელი, 7 აგვისტო
მომავალში ვხედავ, ადამიანებს შიში შეიპყრობს. ეს მართლაც საფუძვლიანი შიშია, ვინაიდან ყველაფერი სრულდება ისე, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ. ამას კი ადამიანებო, ვერ მოერევით და ვერც ვერაფერს შეცვლით. თქვენი აზრი კოსმოს არ აინტერესებს.
დღეს დედამიწაზე შური, სიბოროტე და ძალადობა მეფობს, ადამიანებმა არ უწყიან, რას სჩადიან; უფრო სწორად, მიაჩნიათ, რომ ძალზე ნიჭიერები არიან და რასაც მოქმედებენ, აკეთებენ თუ აზროვნებენ, აბსოლუტურად სწორია. ძალიან ცდებით და ამას მალე მთელი კაცობრიობა იხილავს.
ბუნება თავის ძალას გვიჩვენებს, ადამიანო, რომელსაც ვერ მოერევი. მას მხოლოდ კოსმიური ენერგიის ჩარევა თუ შეაჩერებს.
2010 წელი, 22 სექტემბერი
ვხედავ, მომავალში ამერიკის მთავრობაში ძლიერი განხეთილება იქნება. პოლიტიკოსები თამაშს ვეღარ განაგრძობენ. იმდენად სერიოზული სირთულეები წამოიჭრება ამერიკულ პოლიტიკაში, რომ აქ ჩუმი პოლიტიკური თამაშის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. მოვიდა დრო ღიად დაპირისპირებისა. წინა პლანზე რესპუბლიკელები წამოიწევენ. ისინი უამრავ ბრალდებას წაუყენებენ დემოკრატ პრეზიდენტს და ვხედავ, უმტკიცებენ კიდევაც, ბოლოს იმასაც იტყვიან, რომ პრეზიდენტს პოლიტიკისა არაფერი ესმის და არც აინტერესებს. ვხედავ, ხალხიც იგივე აზრისაა. დიახ, ამერიკელების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სუსტი პრეზიდენტი ჰყავთ.
ვხედავ, ამერიკის მთავრობაში მყოფი დემოკრატებიც ეთანხმებიან ამ აზრს. მათ თავისი გუნდის წევრი პრეზიდენტი აღარ მოსწონთ (ისე, არც თავიდან მოსწონდათ). „იგი ვერ ღებულობს ძლიერ და მყარ გადაწყვეტილებებს, ვერ დგამს ძლიერ პოლიტიკურ ნაბიჯებს და საით მიდის ყველაფერი?“ — სვამენ ისინი კითხვას და მალე ამ კითხვაზე ღიად უპასუხებენ.
რუსეთის ცქერაში, რომ ის სუსტდება, თვითონ ამერიკაც ფეხდაფეხ მისდევს რუსეთს და თვითონაც სუსტდება. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბევრ საკითხში, რაც ნატოს ხაზით უნდა გადაწყვეტილიყო, არასწორი პოლიტიკა გაატარეს. ამან ამერიკის, ნატოს იმიჯი საგრძნობლად შეასუსტა და ვაკუუმში მოამწყვდია. სამხედროები მომავალში იწყებენ აზრის გამოთქმას, რომ მთავრობა რთულ მდგომარეობაში აყენებს ნატოს და მსოფლიოში მისი იმიჯი თითქმის უკვე ნულს უტოლდება. ამის შემხედვარე მუსლიმები კი ფრთებს შლიან და ისეთ გადაწყვეტილებებს ღებულობენ მსოფლიო პოლიტიკაში, რასაც რამდენიმე წლის წინ ვერ გაბედავდნენ. ისინი ხმამაღლა, ირონიით განაცხადებენ, რომ ნატო თითქმის აღარ არსებობს. ეს დიდი დარტყმა იქნება არა მარტო ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
და აი აქ, ამ ცინიკურ განცხადებას, რომელიც ამერიკის მთავრობას გამოაფხიზლებს, დიდი ცვლილებები მოსდევს. ნათლად გამოჩნდება ნაყოფი ამერიკის სუსტი პოლიტიკისა, რომელიც შეცვლას მოითხოვს. ამის დასტურად მუსლიმები ვხედავ, ტერაქტებს მოაწყობენ ნიუ-იორკში, ასევე ვაშინგტონში. ფრთხილად! ეს მათი სიძლიერის დამამტკიცებელი ფაქტია — ასე ფიქრობენ.
ვხედავ, ასეთ თავხედურ მოქმედებებს ამერიკა არ აპატიებს მუსლიმებს. ისინი იწყებენ მომავალში მუსლიმების მასიურ დეპორტაციას, საბაბი კი საუკეთესო აქვთ და ამას ამერიკის მთავრობა ხელიდან არ გაუშვებს. არავითარი დათმობები და დემოკრატიის თამაშები! საოცარია, მაგრამ ასე ვხედავ, რომ მთელ კონტინენტს დაასუფთავებენ. - ნათქვამია ნათელმხილველ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებაში, რომელიც ათი წლის წინ გამოქვეყნდა.
0
1342
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0