x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ მოვიშოროთ ხარახურა სახლიდან: 7 ეფექტური და მარტივი რჩევა
ბესტსელერი „მშვიდობით, ნივთებო“ იაპონელმა ფუმიო საკასიმ დაწერა. ერთხელ ის მიხვდა, რომ სახლში ძალიან ბევრ ნივთს ბედნიერება არ მოაქვს. მან ზედმეტის მოშორება შეძლო და ახლა ამას სხვებს ასწავლის.

image

გადაყარეთ ყველაფერი, რასაც ერთ წელზე მეტია არ იყენებთ

თუ რაიმე ნივთს ოთხი სეზონის განმავლობაში არ შეხებიხართ, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში საერთოდ აღარ დაგჭირდებათ. გამონაკლისი – ხელშეუხებელი მარაგი და ავარიული მოწყობილობაა.


image

გადაყარეთ ყველაფერი, რაც მხოლოდ კარგი შთაბეჭდილების შესაქმნელად არის საჭირო

ჰკითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად გჭირდებათ რაიმე ნივთი? თუ მათი მთავარი ფუნქცია სტატუსის დემონსტრაცია და საზოგადოებაში მდგომარეობაა. წარმატების ატრიბუტები მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ შეიძლება არაკომფორტული იყოს და სიამოვნებას არ განიჭებდეს.


დაყავით ნივთები, რომელთა შეძენა საჭიროა და რომელთა შეძენაც გსუ

ამ ნივთის ქონა აუცილებლად გჭირდებათ, თუ უბრალოდ მისი ფლობა გსურთ? თუ რაიმეს გარეშე ცხოვრება შეგიძლიათ, მისი შეძენა არ ღირს.

image

სურათები გადაუღეთ მათ, რის გარეშეც ცხოვრება გიჭირთ

ეს შეიძლება სენტიმენტალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ რაიმე უსარგებლო ნივთთან გამომშვიდობება გიჭირთ, მაშინ უბრალოდ ფოტოები გადაუღეთ. ასე მოგონებას შეინახავთ, მაგრამ სივრცეს გაათავისუფლებთ.

image

ნივთები ციფრულ ფორმატში შეინახეთ

ქაღალდზე დაბეჭდილმა ფოტოებმა შეიძლება ბევრი ადგილი დაიკავოს ან კარადა დაამტვრიანოს, ხოლო დაბეჭდვაზე ბევრი ფული იხარჯება. კომპიუტერში სურათების დათვალიერება საინტერესო და სასიამოვნოა. ამასთან ციფრულ ფორმატში ფოტოები შეგიძლიათ დაალაგოთ და ციფრულ სივრცეში შეინახოთ, რომ მის გაფუჭებასა და ადგილზე არ იდარდოთ.


წესრიგის დამყარება მინიმიზირებას არ ნიშნავს

არ ღირს ყველაფრის გადაყრა, რომ მინიმალიზმს და მაქსიმალურ თავისუფლებას მიაღწიოთ. ყველაფერი რაც გჭირდებათ ხელთ და ხილულ ადგილას იქონიეთ, რომ მათთან წვდომა გქონდეთ. ყველაფერი უსარგებლო კი გადაყარეთ.


მოიშორეთ შესანახი ადგილები

ზედმეტი ხარახურას გადაყრის შემდეგ სინანულის გარეშე გადაყარეთ ყველა კონტეინერი და ორგანაიზერი, რომლებშიც ათასობით წვრილმანი და ხშირად უსარგებლო ნივთი ინახებოდა.

image

დაე, გამოუყენებელი სივრცე ცარიელი დარჩეს

ბევრი ცარიელი ადგილის ფუნქციურად დატვირთვას ცდილობს. დაე, თავისუფალი დარჩეს: უსარგებლო ნივთებით მისი გავსება არ ღირს, რომ თითქოსდა სივრცე რაციონალურად გამოვიყენოთ.


დაივიწყეთ იდეა „ოდესღაც“

დაივიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ უსარგებლო ნივთები ოდესღაც შეიძლება გამოგადგეთ. ეს „ოდესღაც“ არასდროს დადგება. სწორედ ამიტომ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნივთი ახლა და აქ ან უახლოეს მომავალში არ გჭირდებათ, თამამად მოიშორეთ.

image

წარსული „მე“ გაუშვით

თუ რაიმესგან ფიზიკურად ან მორალურად გაიზარდეთ, ის მოიშორეთ. შეეგუეთ, რომ შეიცვალეთ, ხოლო რაც ადრე საჭირო და მნიშვნელოვანი იყო, ახლა აზრი არ აქვს.


ასევე დაგაინტერესებთ:

კარადაში, მაცივარში და სააბაზანოში ნახშირის ნატეხს ვინახავ: ხრიკი ახლობლებმა დააფასეს

image

ცოტა კრეატივი და თქვენ შესანიშნავი ინტერიერი გექნებათ

image

თუ პატარა სახლი გაქვთ, ასეთი იდეები გამოგადგებათ

image

მეგობარმა სურათი კოლიბრით მაჩუქა: გამიკვირდა, მაგრამ მალე ფინანსური მდგომარეობა გამიუმჯობესდა

image

წვრილმანები, რომლებიც სახლში წარმატებას მოგიტანთ და ენერგეტიკას გააუმჯობესებს: მარილის ნათურა, რკო

image

0
119
4-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
119