სხვა უჩვეულო ფაქტები მსოფლიოს შესახებ მათთვის, ვისი გაოცებაც ძალია ძნელია 2020, 22 სექტემბერი, 10:35 უნგრეთის ხელისუფლებამ 2011 წელს ელვის პრესლის (1935-1977) საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა იმის გამო, რომ მომღერალმა 1957 წლის ბუდაპეშტის სახალხო აჯანყებაზე, ამერიკის საზოგადოების ყურადღების მიაპყრობა შეძლო. სტატისტიკის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე, ყველაზე მეტი ტურისტი საბერძნეთში ჩადის. დანიაში, სადაც არ უნდა იყოთ, ზღვის სანაპიროს 50 კმ-ზე მეტად ვერ დაშორდებით. ქალაქი ბარლე-ჰერტოგი (ნიდ. Baarle-Hertog), ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის, 24 ცალკეულ ნაკვეთად არის გაყოფილი. საზღვარი კი, ქუჩებზე და სახლებზე გადის. ხოლო, ზოგიერიერთ შემთხვევაში, საცხოვრებელ სახლს ორ ნაწილად ყოფს — ადამიანი, შეიძლება, ერთ ქვეყანაში ვახშმობდეს და მეორეში ეძინოს! ჩილეში არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ამო-ს იკვლევს და ის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ეგვიპტის 2011 წლის რევოლუციაშ სოციალური ქსელის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, მშობლებმა გოვონას Facebook-ი დაარქვეს. როდესაც ჰიტლერი საფრანგეთში, ცოტა ხნის წინ დაპყრობილი, პარიზის მოსანახულებლად გაემგზავრა, ფრანგებმა ეიფელის კოშკის ლიფტის ბაგირები გადაჭრეს. ასე, რომ, ფიურერს ზევით ასასვლა კიბით, 1792 საფეხურის ავლით მოუწია. მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების, გაეროს სამშვიდობო ძალების მისიებში, ყველაზე დიდი წვლილი ინდოეღის ჯარს მიუძღვის. იაპონიაში მატარებლის დაგვიანების საშუალო დრო 18 წამია. ეკიბასტუზის (ყაზახეთი) თბოელექტროსადგური-2-ის საკვამური მილი ყველაზე მაღალია მსოფლიოში — მისი სიმაღლე 419, 7 მ-ს შეადგენს. ყველაზე გაყიდვადი გამაგრილებელი სასმელ ომანში Mountain Dew-ია. კატარში აკრძალულია ფეხის ტერფის ან ფეხსაცმლის ძირის ჩვენება. ტიმიშოარა (რუმინეთი) პირველი ქალაქი იყო ევროპაში, რომელიც ელექტრო ფარნებით სრულად გაანათეს და ეს 1884 წელს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მონაკო კაზინოებით არის ცნობილი, ქვეყნის მოსახლეობას აზარტული თამაშები აკრძალული აქვს. აშშ-ს ყოველ მერვე მოქალაქეს Mcdonald’s-ში მუშაობის გამოცდილება აქვს. ვიეტნამში ითხი წმინდა ცხოველია. მათგან სამი: დრაკონი, ფენიქსი და რქიანი ცხენი — მითიურია, ხოლო რეალური არსება კუ არის. შოტლანდიის ეროვნული ცხოველი — რქიანი, მითიური ცხენია. უელსში (დიდი ბრიტანეთი), ერთ კვადრატულ მეტრზე, უფრო მეტი ციხე-სიმაგრეა, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ზიმბაბვეში 2008 წლის ჰიპერინფლაციის შემდეგ, გამოუშვეს ბანკნოტი, რომლის ნომინალი 100 ტრილიონი ზიმბაბვეს დოლარი იყო. ხოლო, 2010 წელს ქვეყანამ უარი თქვა საკუთარ ვალუტაზე და ამერიკულ დოლარზე გადავიდა. უცნაური და საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ 15 საინტერესო და საოცარი ფაქტი «ტიტანიკის» შესახებ 15 რეალური ფაქტი, რომლის დაჯერება რთულია ყველაზე საინტერესო... ყველაფერზე 564 6-ს მოსწონს
|