x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ხელების გარეშე დაბადებული გოგონას საოცარი ისტორია, რომელიც მანქანასაც მართვს და ჩელოზეც უკრავს

image


20 წლის წინ სამყაროს პატარა გოგონა სახელად ინგა მოევლინა, თუმცა მშობლებმა შვილზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც აღმოაჩინეს რომ პატარას არც ერთი ხელი არ ჰქონდა.

image


ასე მოხვდა გოგონა პირდაპირ სამშობიაროდან ჩვილ ბავშვთა სახლში. როგორც ცნობილია, წყვილები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შვილად აყვანას ყველანაირად ერიდებიან, თუმცა ინგას ბედმა გაუღიმა. ორი წლის ასაკში ის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ცოლ - ქმარმა დენიელ და ჯენიფერ პეტრიებმა იშვილეს. ამერიკაში გოგონა რამდენიმე ცნობილმა სპეციალისტმაც ნახა, თუმცა შესაფერისი პროთეზირების პოვნა მათ პატარასთვის ვერ შეძლეს.


image


რაც ყველაზე მთავარია, მოზარდი თბილ და მოსიყვარულე ოჯახურ გარემოში იზრდებოდა, მალევე გოგონამ საჭირო უნარების ათვისებაც დაიწყო და ბევრ რამეს ხელების გარეშე თავად, ყველასგან დაუხმარებლად აკეთებდა. დედობილ - მამობილი ცდილობდნენ თავიანთ ქალიშვილს ყველაფერში დახმარებოდნენ და მხარში დასდგომოდნენ.


imageimage


დღეს ინგა უკვე 20 წლის მომხიბვლელი გოგონაა. მას თითქმის ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად... ფეხების დახმარებით შეუძლია. ის კლავიატურაზე უპრობლემოდ ბეჭდავს, იყენებს დანა - ჩანგალს, იკეთებს მაკიაჟს, მართავს ავტომანქანას, წერს, ხატავს და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩელოზეც კი უკრავს!


imageimage


მშობლების ძალისხმევისა და მათი სწორი აღზრდის დამსახურებით დღეს გოგონა - თამამი, მხიარული და კომუნიკაბელურია. ინგას არა მხოლოდ დიდი სანაცნობო წრე და ბევრი ახლო მეგობარი არამედ, გვერდით საყვარელი ადამიანიც ჰყავს, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში მას თავისი ბიოლოგიური მშობლების პოვნა არასდროს უცდია, ვინაიდან თვლის, რომ საყვარელი დედობილ - მამობილი მისი ნამდვილი ოჯახია, რადგან სწორედ მათ მისცეს ის უსაზღვრო და უანგარო სიყვარული, რაც თითოეულ პატარას მცირე ასაკიდანვე ასე ძალიან სჭირდება.


imageimageimageimage





0
116
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
116