x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა პრივილეგია აქვს ირმა ინაშვილს, დეპუტატებს კორონა არ ემართებათ?" - ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის რმა ინაშვილის აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს საჯაროდ მიმართვას. ჟურნალისტის თქმით, მას ვერ გაურკვევია თუ რა პრივილეგიით სარგებლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომელიც აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ, რომელიც "წითელ ზონად" არის გამოცხადებული არა თუ თვითიზოლაციაში, არამედ კარატინშიც კი არ მოხვდა: "ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. რა პრივილეგია აქვს ირმა ინაშვილს რომ წითელ ზონაში, აფხაზეთში მყოფი არათუ კარანტინში, თვითიზოლაციაშიც არ მოხვდა. დეპუტატებს კორონა არ ემართებათ? ან, ნებისმიერი სხვა ოპოზიციის წარმომადგენელს მისცემთ იგივეს უფლებას? ირმა ინაშვილი აფხაზეთიდან ჩამოვიდა 16 აგვისტოს. კარანტინში მხოლოდ ერთი დღე გადაიყვანეს. 17 ში დილით წითელი ზონიდან (აფხაზეთიდან) ჩამოსული ირმა და მასთან ერთად მყოფი ყველა პირი უკვე გარეთ იყო."- დაწერა გადაცემა "სხვა ნანუკას" წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი და მისივე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ლომიას აფხაზეთში ვიზიტი, მხოლოდ და მხოლოდ ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატის ჩაბრძანდებას უკავშირდებოდა.







0
133
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
133