x
image
ენრიკო707
ბარაკ ობამას და მიშელ რობინსონის კოცნა ისტორიაში შევიდა

imageყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩიკაგოში, ერთ-ერთ კაფესთან, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის მომავალ მეუღლეს, მიშელ ლა ვონ რობინსონს პირველად აკოცა, გრანიტის მემორიალური დაფა გახსნეს.
ისტორიული ამბორი 1989 წლის ზაფხულში შედგა. მაშინ ობამა და მიშელი იურიდიულ კომპანია "სიდლი ოსტინში" მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მიშელი ბარაკზე უმცროსია, ის უკვე იურისტი გახლდათ, მისი მომავალი მეუღლე კი მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკანტი-სტუდენტი.

როგორც პრეზიდენტი იხსენებს, მიშელი პაემანზე თავდაპირველად არ თანხმდებოდა, მაგრამ, სავარაუდოდ, შემდეგ ობამა გოგონას გემრიელ ნამცხვარს შეპირდა, რომელიც სწორედ იმ კაფეში ცხვებოდა, სადაც ახლა მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფა კაფესთან, პატარა ყვავილნარში დადგეს. მასზე გამოსახულია ბარაკისა და მიშელის ისტორიული კოცნა. ქვემოთ კი წარწერილი აქვს სიტყვები, რომელიც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალთან ინტერვიუს დროს წარმოთქვა: "მე მას ვაკოცე. მის კოცნას შოკოლადის გემო ჰქონდა".

მემორიალს კი ასრულებს წარწერა: "ამ ადგილზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიშელ ობამას პირველად აკოცა".

2012 წლის ოქტომბერში პრეზიდენტი და მისი მეუღლე ქორწინების 20 წლისთავს აღნიშნავენ. საინტერესოა, გადაიქცევა თუ არა მემორიალი იმ წყვილთა საკრალურ ადგილად, რომელთაც სურთ იცხოვრონ ერთად დიდხანს და ბედნიერად.

1
157
2-ს მოსწონს
ავტორი:ენრიკო707
ენრიკო707
157
  
2012, 22 აგვისტო, 17:39
++++++++++
0 1 1