x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
თითებზე გიჩვენებთ რა რაოდენობის საკვები გჭირდებათ ყოველდღიურად!

image


სამეცნიერო ჟურნალის - "Guard Your Health"- ის გვერდზე ერთგვარი გზამკვლელი გამოქვეყნდა, იმის შესახებ თუ რა რაოდენობის პროდუქტი უნდა მიიღოს ადამიანმა დღის განმავლობაში. ეს, დიეტის ჯანსაღი ალტერნატივაა, სადაც კალორიების გაუთავებელი თვლა აღარ არის საჭირო. უბრალოდ დაიმახსოვრეთ დღიური ნორმა და მაცივართან თქვენი ურთიერთობა უფრო მარტივი გახდება. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ თუ მისაღები საკვების დღიურ როდენობას გონებაში მკაცრად არ განვსაზღვრავთ, საჭირო კალორიების რაოდენობას აუცილებალდ გადავამეტებთ, თან - ხუთჯერ! და ეს ხუმრობა ნამდვილად არ არის. ნიუ – იორკის უნივერსიტეტის ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელები ბოლო 20 წლის განმავლობაში ორჯერ უფრო მეტ საკვებს მოიხმარენ. გასაკვირი არ არის ის ფაქტიც თუ რატომ არის უამრავი ახალგაზრდა უკვე დაავადებული.





ეს "ხელის დიეტა" - შესანიშნავი ორიენტირია



image


რომელიც ჯანმრთელობის გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენ მთელ რიგ სარგებელს მოგიტანთ. საყვარელი პროდუქტების მენიუდან ამოღების გარეშე, წონაში დაკლებასაც უპრობლემოდ შეძლებთ. მხოლოდ ერთი პირობის დაცვა მოგიწევთ - ტკბილსა და ფქვილოვან პროდუქტებზე დროებით უარი უნდა თქვათ. რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დასაკლებად, სულაც არ არის აუცილებელი მხოლოდ ბროკოლი მიირთვათ. პირიქით, თქვენი რაციონი მაქსიმალურად მრავალფეროვანი უნდა იყოს.


image


ამ საქმეში კი მთავარი - ზომიერების დაცვაა. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ დასანაყრებლად ულუფა თქვენთვის საკმაოდ მცირეა, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ მეტი საკვები თქვენს ორგანიზმს საერთოდ არ სჭირდება.





როგორ გამოვიყენოთ "ხელის დიეტა"?


შეხედეთ ქვემოთ მოცემულ დიაგრამას. ის "მავნე" და "ცხიმოვანი" საკვები პროდუქტების დღიური ნორმის დემონსტრირებას ნათლად ახდენს.


image



აი ხუთი ძირითადი წესიც:




1. თქვენი ორივე ხელისგული ბოსტნეულის იმ რაოდენობაზე მიუთითებს, რომელიც დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ.


2. გამოიყენეთ მუჭის წინა მხარე იმისთვის, რათა გამოთვალოთ თუ რა რაოდეობის ნახშირწყალი გჭირდებათ (ბრინჯი, მაკარონი და ა.შ.) ყოველდიურად.


3. თქვენი ერთი გაშლილი ხელისგული (თითების გარეშე) გიჩვენებთ, დღის განმავლობაშა რა ზომის ხორცი უნდა მიირთვათ.



4. მუშტი კი ხილის იმ რაოდენობას განსაზღვრავს, რომელიც თქვენმა ორგანიზმმა დღიურად უნდა მიიღოს, რათა სხეული ოპტიმალურ ფორმაში შეინარჩუნოს.



5. რაც შეეხება ცხოველური ცხიმის წილს, თუ მას კარაქის სახით წარმოვიდგენთ ის, საჩვენებელი თითის ფალანგზე უნდა გეტეოდეთ.


ჩამოთვლილი პროდუქტები, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და ამასთანავე, ნორმალური წონის შენარჩუნებაც დიდი ხნით შეძლოთ. აღნიშნული კვების რაციონი ასევე ჰიპოთირეოზით დაავადებულ ადამიანებსაც დაეხმარება.



0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
146