სხვა გლიცერინის აქამდე უცნობი თვისებები, ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ 2020, 27 აგვისტო, 14:02 ალბათ ყველას გამოგვიყენებია გლიცერინი მაგრამ ცოტამ თუ ვიცით ამ იაფი და ხელმისაწვდომი საშუალების სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ, გლიცერინი დიასახლისებისთვის ერთ-ერთი შეუცვლელი საშუალებაა, ის დაგეხმარებათ ყოველდღიური სისუფთავის შენარჩუნებაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ხრიკს: გლიცერინი საუკეთესო საშუალებაა იატაკის და ზედაპირების გასასუფთავებლად, მას მარტივად ამოყავს ლაქები, გლიცერინისა და წყლის ხსნარით დამუშავებული ზედაპირები დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს და არ იკრავს მტვერს გლიცერინი ასევე კარგია ყვავილების დიდი შესანარჩენებლად, ჩაასხით ყვავილის ქოთანში ან თუნდაც ლარნაკში კლიცერინი, ყვავილი დიდ ხანს იცოცხლებს და გვიან დაჭკნება, ხოლო ქოთნის ყვავილების მოსარწყავად გამოიყენეთ გლიცერინიანი წყალი. გლიცერინს საკმაოდ კარგად ამოყავს ლაქები ქსოვილიდან და ასევე რბილი ავეჯიდან (მათ შორის ტყავის ავეჯიდანაც) გლიცერინი საუკეთესო საშუალებაა ასევე პირსახოცებისა და უხეში ქსოვილების დასარბილებლად. თუ გლიცერინიანი ხსნარით გაწმენდთ ფანჯრებს ნაკლებად გაჭუჭყიანდება და დიდიხანს შეინარჩუნებს სისუფთავეს. 251 2-ს მოსწონს
|