x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებმაც მავნე ჩვევები დაამარცხეს

image


"თუ გვირგვინის ტარებას გადაწყვეტ, მისი სიმძიმის ატანაც უნდა შეგეძლოს" იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს დღევანდელ გმირებზეც. მათ დიდებას გემო საკმაოდ ადრე გაუგეს, თუმცა მისი "სიმძიმე" ვერ აიტანეს. უზარმაზარი ჰონორარების, დახურული წვეულებებისა და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის წყალობით ცნობილი სელებრითები კლუბურ ცხოვრებაში ჩათრეული უნებურად აღმოჩნდნენ, შედეგად კი - ყველა ის სარგებელი დაკარგეს, რისკენაც ყველა ვარსკვლავი წლიდან წლამდე ასე თავგამოდებით მიილტვის. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩინეს, რომ წარმატებული კარიერა, ჯანმრთელობა და საკუთრი თავიც ისე დაკარგეს, რომ ამას თავადაც ვერ მიხვდნენ, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა მაინც შეძლო მავნე ჩვევებზე უარის თქმა და საკუთარი თავის ხელში აყვანა.





დენიელ რედკლიფი



image


ბრიტანელი მსახიობი და ჯოან როულინგის ეკრანიზებული ფენტეზის "ჰარი პოტერის" ზღაპრული სამყაროს მთავარი გმირი დენიელ რედკლიფი ინტრაკრანიული ჰიპერტენზიისა ( თავის ქალას შიდა მაღალი წნევა) და თავის ძლიერი ტკივილების გამო მედიკამენტოზურ მკურნალობას დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა. დენიელი ექიმთან ვიზიტამდე და სათანადო მკურნალობის დანიშვნამდე, აუტანელ ტკივილს ალკოჰოლის საშუალებით იმსუბუქებდა. სასმელი, ვარსკვლავს შვებას ჰგვრიდა, თუმცა ის დროთა განმავლობაში, ამ დამღუპველ ჩვევაზე დამოკიდებული გახდა. მსახიობი გადაღებებზეც კი არაფხიზელ მდგომარეობაში დადიოდა. ცნობილმა სელებრითმა ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა, რადგან მშვენივრად ხვდებოდა რომ ალკოჰოლი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მხოლოდ ზიანს აყენებდა. რედკლიფმა თავის ხელში აყვანა და საბოლოოდ, მავნე ჩვევაზე უარის თქმა დროულად შეძლო.




ნიკოლ რიჩი


image


თავაშვებული წვეულებებისა და ღამის ცხოვრების მოყვარულ პერის ჰილტონთან მეგობრობამ დიზაინერ ნიკოლ რიჩს კარგი არაფერი მოუტანა. სწორედ ამ სკანდალური და გლამურული პერსონის გავლენით მიეძალა ის სასმელსა და ნარკოტიკებს. ნიკოლისთვის დიდი ხნის განმავლობაში დასვენების ერთადერთ საშუალებას მხოლოდ ხმაურიანი, დახურული წვეულებები წარმოადგენდა. იმასაც ამბობდნენ რომ გოგონა ანორექსიით იყო დაავადებული. 2007 წელს რიჩიმ სარეაბილიტაციო ცენტრში ნარკოდამოკიდებულებისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ სპეციალური კურსიც კი გაიარა, ნიკოლი ამ საშინელი სენისგან რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს სწორედ სიყვარულმა იხსნა, მომავალ მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ დიზაინერმა თავისი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა, ახლა ის უკვე სრულიად გამოჯანმრთელებული, ორი შვილის ბედნიერი დედაა.





ზაკ ეფრონი



image


სწორედ "The Walt Disney Company" -მ გაუხსნა გზა დიდ კინოში ცნობილ ამერიკელ მსახიობს ზაკ ეფრონს. მისი კინოდებიუტი რეჟისორ კენი ორტეგას მუსიკალურ ტელეფილმში "მაგარი მიუზიკლი" შედგა. მოულოდნელად თავსდამტყდარმა პოპულარობამ და წარმატებამ ზაკს თავი დააკარგვინა, 25 წლის ასაკში კი, ის უკვე სარეაბილიტაციო ცენტრში სპეციალურ მკურნალობის კურსს გადიოდა, ზაკმა ნარკოტიკებისგან საბოლოოდ განკურნება მხოლოდ თავისი მტკიცე ნებისყოფის წყალობით მოახერხა და განახლებული ძალებითა და კიდევ უფრო დიდი შემართებით კინოსამყაროს დაუბრუნდა.






პერის ჯექსონი


image


"პოპ - სცენის მეფის" მაიკლ ჯექსონის საყვარელმა ქალიშვილმა მისი გარდაცვალება საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანა. პერისმა "Chanel" -ის რეკლამისთვის მიცემულ ინტერვიუში გულწრფელად აღირა, რომ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში მას სწორედ ალკოჰოლი დაეხმარა. მოგვიანებით გოგონა ანონიმური ალკოჰოლიკების კურსებსაც კი სტუმრობდა.





მაკოლეი კალკინი



image


მილიონობით კინომანის საყვარელმა კინოგმირმა კევინმა, ფილმიდან "მარტო სახლში" პოპულარობას გემო ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გაუგო. თითოეული ფილმისთვის მიღებულმა უზარმაზარმა ჰონორარმა პატარა მაკოლეი სულ მოკლე დროში მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე მდიდარ ბავშვად აქცია. შეუძლებელია იმ ფაქტის უარყოფა, რომ ჯერ კიდევ მცირე ასაკში მსახიობი საოცარი ქარიზმით, ინდივიდუალობითა და განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა, რის გამოც რეჟისორების მხრიდან საინტერესო შეთავაზებებს სულ უფრო ხშირად იღებდა, თუმცა ოჯახში ვაჟის შემოსავლის გამო სერიოზული პრობლემები დაიწყო, ვინაიდან სელებრითის მშობლები, რომლებიც განქორწინებას აპირებდნენ, საკუთარი შვილის ქონებას ვერ იყოფდნენ. სწორედ ამ ეტაპზე, მაკოლეიმ კინოში გადაღებებზე უარი განაცხადა. წლების შემდეგ მშობლები მაინც განქორწინდნენ, მილიონები კი მის კანონიერ მფლობელს ანუ - მაკოლეის ერგო. მაგრამ კინოში დაბრუნება მან სამწუხაროდ ვეღარ შეძლო, ამის რამდენიმე მიზეზი იყო, პირველი - რეჟისორებმა ის დროთა განმავლობაში უბრალდ დაივიწყეს, მეორე - ის, რომ წარმოუდგენლად დიდ ჰონორარებს ითხოვდა და მესამე - ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენების გამო მსახიობის გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. იმასაც ამბობდნენ, რომ ვარსკვლავი დიდი ხნის წინ, ზედოზირებით გარდაიცვალა. თუმცა, ყველა ჭორის მიუხედავად, კალკინმა ნარკოდამოკიდებულებისგან საბოლოოდ განკურნება მაინც მოახერხა, ვინ იცის, იქნებ კიდევ შევძლოთ კინომოყვარულებმა მისი დიდ ეკრანზე კვლავ ხილვა.






დრიუ ბერიმორი


image


დრიუმ თავისი კარიერა ღრმა ბავშვობაში დაიწყო, რაც მისთვის ერთგვარ სულიერ ტრავმადაც იქცა. 11 წლის ასაკში ის უკვე სიგარეტსაც ეწეოდა და ალკოჰოლსაც იღებდა. 13 წლის ასაკში მძიმე ნარკოტიკების გასინჯვაც მოასწრო, 14 წლის ასაკში კი თვითმკვლელობა სცადა, ამიტომ მშობლებმა ის სასწრაფოდ სარეაბილიტაციო ცენტრში გაგზავნეს. მკურნალობის დროს ბერიმორმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, რომელშიც მთელ თავის აზრებსა და გრძნობებს თავი ერთად მოუყარა. ნარკოდამოკიდებულებისგან საბოლოოდ განკურნებული დრიუ კვლავ კინოს დაუბრუნდა. მის პირველ სერიოზულ კინონამუშევრად ვუდი ალენის 1996 წელს გადაღებული ფილმი - "ყველა ამბობს, რომ მე შენ მიყვარხარ" იქცა, სადაც ბერიმორმა სკაილარ დენბრიჯის როლით როგორც ნიჭიერმა მსახიობმა სერიოზული განაცხადი გააკეთა.





ლინდსი ლოჰანი


image


ჰოლივუდში, მასზე ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან დიდ იმედებს ამყარებდნენ და მას კინოსამყაროში დიდ პოპულარობასა და წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა პუბერტატული პერიოდის განმავლობაში, ყველაფერი შეიცვალა. ლოჰანი მისი მისამართით გაკეთებულ მწვავე კრიტიკასა და სტრესს ვერ გაუმკლავდა, მათ შორის ვერც თავის მავნე ჩვევებს მოუხერხა რამე. ვარსკვლავი როგორც ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის, ასევე ანონიმური ალკოჰოლიკების კლუბის ხშირი სტუმარიც იყო, თუმცა ამ ყოველივემ შედეგი ვერ გამოიღო, რაც შემდეგ მოხდა, უკვე ყველას კარგად ახსოვს. ავტომობილის არაფხიზელ მდგომაორეობაში ტარების გამო დაკავება, გადასაღებ მოედანზე მოპარული ნივთების გამო მოწყობილი არაერთი სკანდალი, სარეაბილიტაციო ცენტრიდან გაქცევა, სასამართლო დარბაზში ისტერიკების გამართვა და ბოლოს, ოპრა უინფრის შოუში მისი გულახდილი ინტერვიუ.





ჯასტინ ბიბერი


image


ადრეულ ასაკში მიღწეულმა წარმატებამ და პოპულარობამ მოზარდს თავბრუ დაახვია. კანადელი პოპ - ვარსკვლავი 18 წლისაც კი არ იყო, როცა სამართალდმცველებმა ის ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისას დააკავეს, მას შემდეგ ის მსგავსს ფაქტზე არაერთხელ დაუკავებიათ. ხმაურიანი და თავაშვებული წვეულებებისა და თავყრილობების მუდმივი მონაწილე არაერთ ხმაურიან სკანდალში იქნა გახვეული. ერთხელ მომღერლმა ნიუ - იორკის რესტორანში ყოფნისას, ბუნებრივი მოთხოვნილება პირდაპირ სამზარეულოს ურნაში დაიკმაყოფილა. მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვარსკვლავის ქუჩური გარჩევებით შეწუხებულმა ამერიკელებმა მთავრობის სახელზე პეტიციაც კი შექმეს, სადაც მომღერლის მის მშობლიურ კანადაში დეპორტაციას ითხოვდნენ. მართალია, თეთრ სახლს ამაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, თუმცა აღშფოთებული საზოგადოების მხრიდან საკმაოდ უჩვეულო რეაქციამ სელებრითი ჭკუაზე მალევე მოიყვანა, სპორტით დაკავდა და პროვოკაციების მოწყობასაც შეეშვა.






0
125
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
125