სხვა როგორ გააცურა მოხერხებულმა ჩინელმა ექიმმა ამერიკელი იურისტი 2020, 27 აგვისტო, 14:57 ერთმა ჩინელმა ექიმმა, მას შემდეგ, რაც ამერიკის არცერთ კლინიკასა და ჰოსპიტალში სამუშაოდ არ მიიღეს, გადაწყვიტა საკუთარი პატარა კლინიკა გაეხსნა. კლინიკის შესასვლელში მან ჩამოკიდა აბრა წარწერით:
"გიმკურნალებთ სულ რაღაც 20 დოლარად. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოგარჩენთ, დაგიბრუნებთ 100 დოლარს". ერთმა ამერიკელმა იურისტმა გადაწყვიტა, რომ ეს აბრა ფულის გამოძალვის შესანიშნავი ხერხი იყო და ერთ მშვენიერ დღეს ვერაგი განზრახვით ესტუმრა ჩინელი ექიმის კაბინეტს. მოკლედ, ჩინელი თავიდანვე მიხვდა, თუ რა მიზნით იყო მისული მასთან ამერიკელი და გადაწყვიტა, მისთვის ჭკუა ესწავლებინა. მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: ჩინელი: "რას უჩივით?" ამერიკელი: "მე თქვენთან მოვედი იმის გამო, რომ პირში გემოვნება დავკარგე - ვერაფრის გემოს ვერ ვგებულობ". ჩინელი: "ექთანო, მოიტანეთ წამალი №22 ყუთიდან და სამი წვეთი ჩააწვეთეთ პაციენტს პირში". ამერიკელი: " ფუუუ, ეს ხომ ნავთია". ჩინელი: " გილოცავთ, თქვენ გემოვნება დაგიბრუნდათ. გადაიხადეთ 20 დოლარი". ხელმოცარული ამერიკელი იძულებული გახდა ფული გადაეხადა, თუმცა ორი დღის შემდეგ შურის საძიებლად და საკუთარი ფულის დასაბრუნებლად კვლავ ეწვია ჩინელის კლინიკას. მათ შორის ისევ შედგა დიალოგი: ამერიკელი: "მე მეხსიერება დავკარგე, არაფერი არ მახსოვს. ჩინელი: "ექთანო, მოიტანეთ წამალი №22 ყუთიდან და ჩააწვეთეთ პაციენტს სამი წვეთი პირში". ამერიკელი( გაბრაზებული): "ეგ ხომ ნავთია?" ჩინელი: "გილოცავთ! თქვენ მეხსიერება დაგიბრუნდათ, გადაიხადეთ 20 დოლარი". გამწარებული ამერიკელი იძულებული გახდა ისევ კუდამოძუებული გამოძურწულიყო ჩინელის კლინიკიდან. ერთი კვირის შემდეგ მან ისეც სცადა რევანშის აღება და კვლავ ესტუმრა ჩინელის კაბინეტს. ამერიკელი:"მე საშინლად გამიფუჭდა მხედველობა, ვერაფერს ვერ ვხედავ". ჩინელი: " სამწუხაროდ, მე არ შემიძლია მაგ სენისაგან განგკურნოთ. აი, თქვენ 100 დოლარი". ამერიკელი: "ეს ხომ 20 დოლარია" ჩინელი: " გილოცავთ, თქვენ მხედველობა დაგიბრუნდათ. გადაიხადეთ 20 დოლარი". გაცოფებული ამერიკელი იურისტი უკანმოუხედავად გამოვარდა ჩინელის კაბინეტიდან და იქ აღარასოდეს აღარ დაბრუნებულა. 149 6-ს მოსწონს
|