x
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა & თვალი

By Inti Gonzalez

(Painting By Inti Gonzalez)

DSM-5-ის მიხედვით, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) ხასიათდება ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანებში სტრესული მოვლენის უნებლიედ ხელახლა განცდით, ინრტრუზიული მოგონებებით, ტრავის გახსენებისგან თავის არიდებით, ცვლილებით კოგნიციაში, გუნება-განწყობასა და აგზნებადობაში. ეს სიმპტომები გამოწვეული ტრავმული მოვლენის არსებობის საფუძველზე და დროში ხანგრძლივად ნარჩუნდება.

პტსა დაკავშირებულია ავტონომიურ ნერვულ სისტემასთან (უნებლიე ნერვული სისტემა, რომელიც არეგულირებს სხეულის უნებლიე და ვეგეტატიურ კარდიოვასკულარულ, საჭმლის მომნელებელ, რეპროდუქციულ და სუნთქვის ფუნქციებს). თუმცა, გაუგებარია პტსა-თი გამოწვეული დისფუნქცია უკავშირდება კონკრეტულად საფრთხესთან დაკავშირებულ სტიმულს თუ ზოგადად სტიმულის აღმოცენებას. საფრთხისა და შიშის პერსისტენტული ხასიათი დაკავშირებულია პტსა-სთან, რაც გამოიხატება ცვლილებით ავტონომიური ნერვული სისტემის (ანს) ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაში, რაც იწვევს ბრძოლისა თუ გაქცევის რეაქციას. პტსა შესაძლოა გავიგოთ, როგორც ავტონომიური ნერვული სისტემის დისბალანსი და დისრეგულაცია.

როგორც ჩანს, არსებობოს კავშირი შფოთვასა და თვალის გუგის შიდა დიამეტრთან. ადრეულ კვლევები მოწმობს (Hourdaki et al., 2005), რომ მონაწილეებს უფართოვდებოდათ გუგა საფრთხის შემცველ სიტუაციებში (ხმაურის ან ელექტრო შოკის დროს), იქამდე სანამ რაიმე სტიმული წარედგინებოდათ.

უახლესი კვლევის (Mckinnon, Gray & Snowden, 2020) თანახმად, რომელიც ჩატარდა უელსის აკადემიკოსების მიერ, თვალის გუგების რეაქცია პტსა-ს მქონე ადამიანებში განსხვავდება იმ ადამიანების თვალის რეაქციისგან, რომელთაც მსგავსი ტრავმა არ გადაუტანიათ.

კვლევაში მონაწილე პტსა-ს მქონე ადამიანებმა აჩვენეს მაღალი ფსიქოლოგიური აგზნებადობა როგორც საფრთხის შემცველ, ისე პოზიტიურ სურათებზე. კვლევის მონაწილეებს, რომლებიც იყვენენ პტსა-ს მქონე ჯგუფში, ჰქონდათ უფრო გაფართოებული გუგები მატრავმირებელ და ნეგატიურ სურათებზე. ასევე, ნეიტრალურ ფოტოებთან შედარებით ხარჯავდნენ უფრო მეტ დროს მათზე ყურებისას. შედეგებმა აჩვენეს შემცირებული პარასიმპატიკური აგზნება და გაზრდილი სიმპატიკური აგზნებადობა ავტონომიურ ნერვულ სისტემაში, მაშასადამე, გაზრდილი ენერგიის მობილიზება საგანგაშო სიტუაციებში (გაქცევა-შებრძოლების რეაქცია), რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ჯანმრთელობის შედეგებთან პტსა-ს მქონე ინდივიდებში.

მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ პტსა-ს მქონე ადამიანებში გუგის რეაქცია უფრო იზრდება ზოგად ემოციურ მოდულაციასთან ერთად, იქნება ეს ნეგატიური თუ პოზიტიური აფექტური კატეგორია, ვიდრე რაიმე კონკრეტულ საფრთხის შემცველი სტიმული. ეს გულისხმობს იმას, რომ ემოციური ჰიპერაგზნებადობა პტსა-ს მქონე ადამიანებში არ შემოიფარგლება მხოლოდ საფრთხის შემცველი სტიმულით და არც მხოლოდ ნეგატიური სტიმულის არსებობით, არამედ იგი ვრცელდება პოზიტიურ სტიმულაციაზეც.

ოქსფორდის პროფესორი დოქტორი მაქკინონი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ პტსა-ს მქონე ადამიანები ავტომატურად აქვთ პრაიმინგი საფრთხისა და შიშის მქონე რეაქციების ქონის გაურკვეველ ემოციურ კონტექსტზე, რაც უფრო ნათელს ხდის იმას თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს ამ ადამიანებისთვის ყოველდღიური ცხოვრება. მაშასადამე, თუ პტსა-ს მქონე ადამიანი აღმოჩნდება ძლიერი ემოციური სტიმულაციის პირობებში, თუნდაც პოზიტიური ემოციის დროს, ის ავტომატურად რთავს სისტემას, რომელიც საფრთხის შემცველი სიტუაციას უკავშირდება.

მიუხედავად მთელი რიგი კვლევის შეზღუდვებისა, ეს აღმოჩენა ნამდვილად იმსახურებს ყურადღების მიქცევას და უფრო ფართო მასშტაბიან კვლევას, ვინაიდან იგი საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგს უკავშირდება. იმისა გამო, რომ პტსა-ს მქონე ინდივიდებს აქვთ გუგის გაზრდილი რეაქცია ნებისმიერ აფექტურ სტიმულზე (იქნება ეს დადებითი, თუ უარყოფითი), ამან შესაძლოა საშუალება მოგვცეს გამოვიყენოთ პოზიტიური სტიმულაცია თერაპიის პროცესში, რამაც გახადოს თერაპია უფრო მისაღები. თუმცა, საჭიროა საფუძვლიანი კვლევები სანამ ეს კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგება.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0