სიახლეები ხუთ წუთში ჩატეული კაცობრიობის ისტორია და ცოცხალი გრაფიკებით გადმოცემული სხვა საინტერესო რეიტინგები 2020, 26 აგვისტო, 8:33 საოცარი სანახავია ცოცხალი გრაფიკი იმისა, თუ როგორ თანდათანობით აძევებს კომპანია Apple მსოფლიოს წამყვანი ბრენდების და კომპანიების სიიდან Toyota-ს, Mercedes-Benz-ს, Microsoft -ს და რა თქმა უნდა Coca-Cola-ს, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში იყო ამ სიის ლიდერი და ის, თუ როგორ იცვლებოდა მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქების რეიტინგი 1500 წლიდან დღემდე. გინახავთ კაცობრიობის ისტორია, ჩატეული ხუთ წუთში? - ყველაფერ ამას ამ პოსტიდან შეიტყობთ.
დიახ, ესაა პოსტი იმაზე, თუ როგორ ჩნდებიან და ქრებიან დიდი იმპერიები წამების განმავლობაში. მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქები 1500-დან 2018 წლამდემოსახლეობის რაოდენობა იზომება ათასი ადამიანით. გრაფიკზე ნათლად ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქალაქების რეიტინგი საუკუნეების და წლების განმავლობაში. მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების გრაფიკი 1950-2050 წლებამდემოსახლეობა ნაჩვენებია მილიონობით ადამიანში. როგორც ხედავთ, ჩინეთი პირველობას ჯერჯერობით არავის უთმობს, თუმცა მოსალოდნელი პროგნოზებით მის დაწევას და გასწრებას 2050 წლისათვის ინდოეთი შეძლებს. ტოპ-15 მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდი 2000-2020 წლებშიცოცხალი გრაფიკი საოცრად მკაფიოდ გვიჩვენებს იმას, თუ როგორ "ჩამოაგდეს" პირველი ადგილიდან Apple-მა და Google-მა Coca-Cola, რომელიც ათეულობით წლების მანძილზე ინარჩუნებდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდის ტიტულს. ოლიმპიური მედლების რაოდენობა 1896 - 2016 წლებშიაქ უკვე ყველაფერი ნათელია: აშშ უკვე დიდი ხანია მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს ოლიმპიური მედლების რაოდენობის მიხედვით. ყველაზე ხშირად მონახულებადი ინტერნეტ-საიტები 2016-2019 წლებშისაიტების პოპულარობა იზომება მილიონი ნახვებით. ცნობისათვის: Taobao-ჩინური ინტერნეტ მაღაზიაა; Baidu - Google-ის ჩინური ანალოგი; QQ -ყველაზე პოპულარული მესენჯერი ჩინეთში. თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობას, გრაფიკი სრულებით ლოგიკურია. ათეულში შესული სხვა საიტები თქვენთვის უკვე კარგადაა ცნობილი. ქვეყნების ტოპ-15 ერთობლივი შიგა პროდუქტის მაჩვენებლის მიხედვითერთობლივი შიგა პროდუქტი იზომება მილიონ დოლარში. მცოცავი გრაფიკი ნათლად გვაჩვენებს, რომ აშშ ამ მაჩვენებლით პირველობას არავის უთმობს (ნეტა ოდესმე გვეღირსება, საქართველო რომ მოხვდეს ამ გრაფიკის ათეულში კი არა, თუნდაც ოცეულში? ) როგორ იცვლებოდა ევროპის ქვეყნების დროშები 1444-2015 წლებშისასიამოვნოა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეყანაც ვიხილეთ გრაფიკზე თავისი ხუთჯვრიანი დროშით. სამწუთიან ვიდეოში ჩატეული ევროპის ათასწლოვანი ისტორიაეს კი ხუთ წუთში ჩატეული კაცობრიობის ისტორიაა. უყურეთ ვიდეოს და ნახეთ, რა გზა გავიარეთ და როგორ ვვითარდებოდით იმ დროის განმავლობაში, რაც კაცობრიობა არსებობს.153 8-ს მოსწონს
|