x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ გახდნენ მოზარდები TikTok-იდან სრულიად მოულოდნელად მილიონრები

image

აგვისტოს დასაწყისში, ჟურნალმა Forbes- მა დაასახელა სოციალური ქსელის TikTok- ის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავები, რომლებმაც მოახერხეს მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლის მიღება 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ TikTok-ის პლატფორმაზე არ არსებობს მონეტიზაცია.


TikTokers- ის ჩამონათვალში მოხვდენ ძირითადად 16-28 წლის ახალგაზრდები.


რეიტინგს სათავეში უდგას 19 წლის გოგონა ლუიზიანას შტატიდან სახელად ედისონ რეი ისტერლინგი(Addison Rae Easterling-მთავარი ფოტო), რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე თვეში შეძლო 5 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება, გოგონა TikTok -ში 2019 წლის ოქტომებრში "შეიჭრა", რა დროსაც სხვადასხვა კომპოზიციებზე სპორტულ ცეკვებს ასრულებდა, იმანჭებოდა, ტუჩებს ბერავდა და "თვალებით ისროდა", სულ რაღაც ორ თვეში გოგონამ აღმოაჩინა, რომ 10 მილიონი გამომწერი ჰყავდა, მას უკვე ქუჩაში ცნობდნენ, დღეს უკვე გოგონას 56 მილიონი გამომწერი ჰყავს, მის ყოველ ახალ ვიდეოს 2 -დან 6 მილიონამდე ნახვა აქვს და რა თქმა უნდა ეს ამბავი მივიდა ცნობილი ბრენდების ყურამდეც და რეკლამებმაც არ დააყოვნა, გოგონა უკვე თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან როგორიცაა Fashion Nova, Reebok და შვეიცარული საათების Daniel Wellington-ი, გააფორმა ხელშეკრულება ტანსაცმლის მაღაზიების ქსელ American Eagle-თან და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მუსიკალურ პლატფორმა Spotify-თან.მეტიც ედისონ რეი ისტერლინგმა საკუთარი კოსმეტიკური ხაზი Item Beauty-იც გაუშვა, რომელსაც ინსტაგრამზე 25 მილიონი გამომწერი ჰყავს და ეს ყველაფერი სულ რაღაც 8-9 თვეში!!!


მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ დები ჩარლი(Charli) და დიქსი დამელიოები(Dixie D'Amelio), რომელებმაც ერთ წელიწადში გამოიმუშავეს შესაბამისად 4 და 2, 9 მილიონი აშშ დოლარი, პრაქტიკულად ამ დების ვიდეოების შინაარსი არაფრით განხვავდება პირველ ადგილზე გასული ედისონ რეისგან, გოგონები კამერის წინ ცეკვავენ, ღლაბუცობენ, იცინიან და სიმღერის ტექსტს "ვერ ამთხვევენ".


თავიდან ყველას ეგონა, რომ ისინი ტყუპები არიან, თუმცა დიქსი თავის 16 წლის დაზე 3 წლით უფროსი აღმოჩნდა, თუმცა თანხის გამომუშავების მხრივ უმცროსმა დამ აჯობა, მის TikTok აკაუნტს 80, 9 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო მის დას 35 მილიონი.

image

ჩარლი ცეკვა ნახა საკულტო ჯგუფმა Jonas Brothers-სმა და სცენაზე მიიწვია, შემდეგ იყო ჯიმი ფელონის შოუ, მილანის მოდის კვირეულზე ვიზიტი და ცნობილ ბრენდებთან სარეკლამო კონტრაქტი, მაგალითად EOS, დები ასევე ერთობლივად უწევენ რეკლამას Hollister-ს და Morphe-ს. და სხვა ცნობილ კომპანიებს.


1
1038
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1038
  
2020, 27 აგვისტო, 2:29
ჩვენებური ტიკტოკა მაინჩ ყველას ჯობნის მილიარდელი გახდა
0 1 1