საქართველო "პატრიოტთა ალიანსს" არჩევნებში რუსეთი დააფინანსებს? 2020, 25 აგვისტო, 10:10 მოახლოვებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" 8 მილიონი რუსული რუბლით დააფინანსებს, ამის შესახებ წერს "Досье"
"Досье" ცენტრის განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური გამოთვლები, წინასაარჩევნო მეთოდიკა და ოპერატიული ანგარიშები გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან, საიდანაც ირკვევა თუ რომელი პარტია მიაჩნია კრემლს ე.წ. „რბილ ძალად“(soft power): დოკუმენტებში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ იბირებენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს და ჟურნალისტებს მეზობელ ქვეყნებში და როგორ ასრულებენ მოსკოვიდან გაგზავნილ მითითებებს, თუ როგორ უნდა მოაწყონ პრორუსულმა ძალებმა საპროტესტო აქციები, პროვოკაციები და რომელ მტკივნეულ თემებზე უნდა გაამახვილოთ განსაკუთრებით ყურადღება. ამჟამინდელი დოსიე არის საქართველოს შესახებ, სადაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კრემლი ფსონს დებს ირმა ინაშვილზე და დავით თარხან-მოურავზე, რომლებიც ხელმძღვანელობენ პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" (სპა). სპა– ს წევრები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას და მოითხოვენ შეაჩეროს საქართველოს კონტაქტები "ნატო"-სთან და შეერთებულ შტატებთან. უკვე ფორიმირებულია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი და დამონტაჟებულია სააგიტაციო ვიდეორგოლები, ხოლო სპა– ს პოპულარიზაციას სპეციალურად დაქირავებულია პოლიტიკური სტრატეგი სერგეი მიხეევი და მოსკოვის კომპანია POLITSECRETS-ი განახორციელებენ. სერგეი მიხეევი ცნობილია, როგორც კავკასიის რეგიონში პრორუსული ძალების აქტიური აგიტატორი და პოლიტექნოლოგი 189 3-ს მოსწონს
|