სხვა 4 ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა ისტორიში, რომელიც ბოლო 50 წელში განვითარდა 2020, 1 ოქტომბერი, 13:43 შეცდომას ყველა უშვებს. მაგრამ თუ დიდი კომპანიები ან მეტი პასუხისმგებლობის მქონე პირები შეცდებიან, შედეგებიც ბევრად უფრო საზიანო ხდება. წარმოგიდგენთ 4 ყველაზე ძვირადღირებულ შეცდომას, რომელიც ისტორიაში შევიდა... დაკარგული ბიტკოინი 2009 წლის მონაცემებით, ინგლისელმა კაცმა ჯეიმს ჰოუელმა დააგროვა 7 500 ბიტკოინი, მაგრამ ჯეიმსმა არ იცოდა რა ელოდა მომავალში... 2013 წელს მამაკაცის ქონება როგორც წესი შეადგენდა 3, 8 მილიონი ფუნტ სტერლინგს. ჰოველმა, რომელსაც დაავიწყდა, რომ მან ინვესტიცია ჩადო ბიტკოინებში, ერთ დღეს ნაგვის ყუთში ჩააგდო მყარი დისკი ბიტკოინებით. მოგვიანებით, როდესაც მან გაიხსენა მისი ბიტკოინების ანგარიში და შეიტყო, რომ ძალიან გაუმართლა, დაიწყო ყველა ნაგავსაყრელის ძიება, რათა ბიტკოიენების მყარი დისკისთვის მიეგნო, თუმცა ამაოდ... ჰოუელმა ვერ იპოვა ბიტკოინები და თავისივე უყურადღებობის გამო უპატიებელი სამომავლო შეცდომა დაუშვა. ალბათ ამას დღემდე ნანობს.. ჰაბლის ტელესკოპი ჰაბლის ტელესკოპი ნასას ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება და ცნობილია თავისი ლამაზი კოსმოსური ფოტოებით. სამწუხაროდ, ჰაბლის ტელესკოპის თავგადასავალი პრობლემებით დაიწყო. იმიტომ, რომ ჰაბლის პირველი ფოტოები, რომლებიც მსოფლიოს გაუგზავნეს, იყო ბუნდოვანი. ამის მიზეზს ტელესკოპის მთავარი სარკე წარმოადგენა, რომელიც ძალიან ბრტყელი იყო( სისქე 2, 2 მიკრონი, ეს არის ადამიანის თმის 1/50. აქედან გამომდინარე გამოსახულებების ხარისხი ძალიან დაბალი იყო. ) საბედნიეროდ 1993 წელს კოსტარ-ის სახელწოდების ინსტრუმენტის საშუალებით მოხერხდა პრობლემის აღმოფხვრა, თუმცა ამ პატარა შეცდომის გამოსასწორებლად ნასამ მილიონობით დოლარი დახარჯა. მაღალსიჩქარიანი მატარებლები საფრანგეთში საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია SNCF– მა მასობრივი ტრანსპორტის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით 2014 წელს შეუკვეთა 2000 მატარებელი სხვა სატრანსპორტო კომპანიის, RFF– ის ზომების გამოყენებით. ამასთან, RFF– ის ზომები შესაფერისი იყო მხოლოდ დიდი გვირაბებისთვის, რომლებიც ასევე იყენებენ დიდ მატარებლებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომპანიის მიერ შეძენილი მატარებლები 20 სმ-ით უფრო ფართო იყო და მათი გამოყენება ვიწრო გვირაბებში არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, არასწორად შეძენენილი 2000 მატარებლის გამო, კომპანიამ დამატებით დახარჯა 60 მილიონი დოლარი, რათა სარკინიგზო ქსელი გაეფართოვებინა. როგორც ხედავთ მცირე დეტალმა მილიონობით დოლარით დააზარალა კომპანია. რენა - კონტეინერების გემი ახალ ზელანდიაში, ლიბერიის დროშის ქვეშ მყოფი სატვირთო გემი Rena, რომელიც 2012 წლის 5 ოქტომბერს დაეშვა ასტროლაბის კლდეებზე, გაიყო ორად. გემის დაშლის შედეგად, ნავთობით სავსე კონტეინერები ზღვის ფსკერზე დაეშვა... ამ შემთხვევამ გამოიწვია საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზღვის დაბინძურება, რამაც უამრავი ცხოველი და ფრინველი მოკლა. რაც შეეხება კონტეინერების ზარალს, რენას გენერალური დირექტორის განცხადებით, 50 მილიონ დოლარს შეადგენდა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>7 უცნაური ხე, რომელიც გამოირჩევა უნიკალური მახასიათებლებით 4 არაჩვეულებრივი კონტრაბანდა მსოფლიოში (ქალი ჩემოდანში) ყველაზე რთული სამხედრო წვრთნები მსოფლიოში, რომელიც დღემდე აქტიურია! მეცნიერების მიერ აღმოჩენილი 5 ახალი სახეობის არსება! გაიცანით არას ბულუთ ინემლი - 14 საინტერესო ფაქტი "ორმოს" ვარსკვლავის იამაჩ ქოჩოვალის შესახებ 7 ცნობილი ფოტოს ისტორია, რომელიც წარსულში ღრმად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ! 17 ახალი კადრი ავსტრალიიდან, რომელიც ქვეყნის მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ გვიჩვენებს! რატომ ჰქვია ქარიშხალებს ქალის სახელები? 4 ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა! 2012 5-ს მოსწონს
|