არქიტექტურა ავტოვოს მეტროსადგური ერთ – ერთი ულამაზესია მსოფლიოში 2020, 22 აგვისტო, 17:42
სანკტ-პეტერბურგში მდებარე ავტოვოს მეტროსადგური გაზეთ Guardian- ის თანახმად მსოფლიოში ყველაზე ლამაზადაა აღიარებული, ხოლო გაზეთმა Daily Telegraph- მა ამ სადგურს უწოდა ერთ-ერთი ულამაზესი ევროპაში.
სადგური გაიხსნა 1955 წელს. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მიწისქვეშა დარბაზში 30 სვეტი მოპირკეთებულია მარმარილოთი, 16 კი მინით. მსგავსი მასალა გარდა ავტოვოს მეტროსადგურისა არსად გამოყენებულა. მათ სურდათ სადგურის შექმნა "ბროლის სასახლის" სტილში, სადაც არა მხოლოდ სვეტები იქნებოდა შუშით მოპირკეთებული, არამედ კედლებიც, თავად სვეტები კი განათებული უნდა ყოფილიყო შიგნიდან. სადგურის პროექტირება დაევალათ არქიტექტორებს - ა. გრუშკა და ე. ლევინსონი. ისინი რთული დავალების წინაშე აღმოჩნდნენ. საჭირო გახდა ბეტონის ღერძზე მინის გადაკვრა, თანაც ისე რომ ბეტონი არ გამოჩენილიყო. შუშის ფირფიტები მზადდებოდა სანკტ-პეტერბურგის მინის ხელოვნების ქარხანაში. მაგრამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. ცქრიალა, როგორც ბროლი, მინა ძალიან გამჭვირვალე იყო და მის მიღმა მკაფიოდ მოჩანდა ბეტონის ღერძი. ამის გაკეთება შეუძლებელი გახდა ფიზიკოსების დახმარების გარეშე. გამოსავალი პერმის უნივერსიტეტის პროფესორმა გ.ზ. გერშუნმა იპოვა. მან შესთავაზა ფირფიტების შიდა ზედაპირის დასაზღრვვა და მისი დახრა 80 გრადუსიანი კუთხით. ასეთ პირობებში იქმნება ერთგვარი ოპტიკური ეფექტი. შუქი აირეკლება საზღვრებიდან, მანამ სანამ მიაღწევდეს ბეტონის ზედაპირს, რის შედეგადაც მინა აღარ ატარებს შუქს. სამუშაოების დასრულების შემდეგ სვეტები გამოიყურებოდა, როგორც მინის მონოლითები. ამასთან ერთად უნდა მოგვარებულიყო კიდევ ერთი პრობლემა. დროთა განმავლობაში, ბეტონის საყრდენები ჯდება, ქვემოთ იწევს, და თუ მინა დაუცველადაა მიმაგრებული კონსტრუქციაზე, მაშინ ის მალე დაიბზარება. არქიტექტორებმა იპოვეს სათუთი ფირფიტების საიმედოდ დამაგრების გზა. ფირფიტები დამაგრებული იქნა მოოქროვილი ლენტის საშუალებით. რომელიც სვეტებს გარშემო შემოახვიეს. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ყველა 46 სვეტის დამუშავება მაგრამ სახსრების არარსებობის გამო, მხოლოდ 16-ს ხვდა ასეთი ბედი. დანარჩენი დროებით დაიფარა მარმარილოს ფილებით. მალევე მიღებული იქნა ცენტრალური კომიტეტის ბრძანებულება "მშენებლობაში ექსცესების აღმოფხრის შესახებ" პროექტი სამუდამოდ დაიხურა. სადგურის გაფორმების თემა - "ლენინგრადის"(იგივე სანკტ-პეტერბურგი) დაცვა. სადგურის მახლობლად გადიოდა ფრონტის ხაზი და ტანკები კიროვის ქარხნიდან პირდაპირ ფრონტზე იგზავნებოდა. მასიური ჭაღები, ნათურები, გისოსები მორთულია დაფნის ტოტებით, მოოქროვილი ხმლებით სხვა სამხედრო ღირსებების ემბლემებით. მიწისქვეშა კედელი გაფორმებულია მოზაიკის პანელით " გამარჯვება" ქალი ბავშვით ხელში. ვ. ა. ვორონეცკოს და ა. სოკოლოვას ნამუშევარი. ზოგიერთმა შეამჩნია "გამარჯვების" მსგავსება ღვთისმშობლის გამოსახულებასთან. ამბობენ, რომ მოხუცი სანკტ-პეტერბურგელი ქალბატონები პირჯვარს იწერდნენ, " გამარჯვების" დანახვისას. განთავსებული იყო ის ზუსტად იქ, სადაც წესით საკურთხეველი უნდა ყოფილიყო - მიწისქვეშა დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილში. სადგურმა სახელი მიიღო იმ ისტორიული უბნიდან, სადაც ის მდებარეობს.სახელი ავტოვო (Avtovo) ფინური წარმოშობისაა. სავარაუდოდ, ეს მომდინარეობს ფინური "autto" - "უდაბური", ან "ovto" - დათვი. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო სოფელმა თავისი სახელი. 1824 წელს, ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა პეტერბურგის ისტორიაში. იმპერატორმა ალექსანდრე I- მა, სტიქიის შემდეგ, ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილების შემოვლა დაიწყო. მან ასევე მიაღწია ამჟამინდელ ავტოვოს რაიონის ერთ სოფელში. გლეხები მაშინვე შეიკრიბნენ იმპერატორის გარშემო და დაიწყეს ჩივილი თავიანთი მდგომარეობის შესახებ. ერთი მოხუცი ყველაზე ხმამაღლა ყვიროდა, მაგრამ იმპერატორმა სიტყვების გარჩევა ვერ შეძლო. მან გამოწვია ხალხისგან მოხუცი და უბრძანა, რომ ეთქვა, ვინ დაზარალდა და რა დაიკარგა. მოხუცმა ტირილი დაიწყო: მეფეო ბატონო, აფტოვო წაართვა ძროხები, აფტოვო დაკარგა ყველა ნივთი, აფტოვო ცხენები... სულ აფტოვო და აფტოვო, რაზეც მეფემ უპასუხა: «ეს ყველაფერი აფტოვოს, მაგრამ სხვას რა დაეღუპა?» რის შემდეგაც იმპერატორს განუმარტეს, რომ ადგილობრივ დიალექტში "aftovo" ნიშნავს "ამ, ამას" იმპერატორმა გაიცინა და ბრძანა ახალი სოფლი სახელმწიფო ხარჯებით აეშენებინათ და მისთვის "ავტოვო" ( Autovo.) ეწოდებინათ. 229 6-ს მოსწონს
|